10 მარტივი ხერხი საკმარისი წყლის მისაღებად მაშინაც კი, როცა არ გვწყურია
ამბობენ, რომ წყალი მაშინ უნდა დავლიოთ, როდესაც გვწყურია, მაგრამ თუკი ვერ ვხდებით, როდის გვწყურია, მაშინ მოგვიწევს, ზოგადი რეკომენდაციები გავითვალისიწნოთ, რომლის მიხედვითაც დღის პერიოდში 1.5-დან 2.5 ლ-მდე წყლის მიღებაა სასურველი.
თუკი დღე ისე გადის, რომ სითხეს მხოლოდ ყავის ან ჩაის სახით იღებთ და წყლის მიღება საერთოდ გავიწყდებათ ან უბრალოდ, არ გინდათ, რამდენიმე მარტივ ხერხს შემოგთავაზებთ, რომლებიც საკმარისი წყლის მიღებაში დაგეხმარებათ.
ასევე დაგაინტერესებთ: რამდენი ლიტრი წყალი უნდა მივიღოთ ზაფხულში და როგორ მივხვდეთ, რომ ცოტა წყალს ვსვამთ
წყალს გემო არ აქვს? - გააგემრიელე!
თუკი წყალი საკმარისად არ გეგემრიელებათ, დაუმატეთ მას თქვენი საყვარელი ხილი (მაგალითად, კენკრა), პიტნა, ლიმონი ან ბოსტნეული (კიტრი, ჯანჯაფილი, ბაზილიკი). წყალი არომატს შეიძენს და უფრო სასიამოვნო დასალევი გახდება. ფაქტობრივად, ჯანსაღ და უმცირესკალორიან ლიმონათს მიიღებთ.
დაითვალე და ჩვევად აქციე
ერთი ჭიქა გამოყავით თქვენთვის. გინდ, სახელი დაარქვით, წყლით აავსეთ და თქვენი დღის თანამგზავრად აქციეთ. დაცალეთ ჭიქა იმ აქტივობის შემდეგ, რომელსაც ყველაზე ხშირად აკეთებთ. თუნდაც, ეს ხელების დაბანა იყოს ან წელში გასწორება, თმის დავარცხნა თუ ფოტოს გადაღება.
დალიე წყალი ჭამის წინ
ესეც ერთგვარი ჩვევაა. ყოველი ჭამის წინ (თუნდაც, ხემსის) წინ ერთი ჭიქა წყალი დალიეთ. ეს არა მხოლოდ წყლი დანაკლისს შეუვსებს ორგანიზმს, არამედ იმაშიც დაგეხმარებათ, რომ ზედმეტად ბევრი არ მიირთვათ. ცნობილი ფაქტია, რომ წყალი შიმშილის გრძნობას კლავს.
დაუმატე წყალი ყველაფერს
თუკი თქვენთვის წარმოუდგენელია, როგორ შეიძლება წვენი, ლიმონათი ან ცივი ჩაი წყალმა ჩაანაცვლოს, კეთილი, ნუ ჩაანაცვლებთ, მაგრამ დაუმატეთ! ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება ყინულის კუბების გამოყენებაა. ასევე, სახლში დამზადებულ ახალგახსნილ ხილის წვენს წყლის დამატება მოუხდება კიდეც - არც ზედმეტად ტკბილი იქნება და უფრო გათხელდება კიდეც.
თუ ვერ ითვლი, აღბეჭდე
გახსოვს ზედა პუნქტი წყლით სავსე ჭიქების დათვლასთან დაკავშირებით? თუ სათვალავი აგერევათ ან უბრალოდ, დათვლა არ გსურთ, თქვენი წყლის სმის რუტინა ფოტოზე აღბეჭდეთ. დაიჭირეთ წყლით სავსე ჭიქა, დალიეთ და ცარიელს ფოტო გადაუღეთ. თითით აღნიშნეთ, მერამდენე ჭიქაა. ასე სოციალურ ქსელში ე.წ. ჩელენჯის გაკეთება და მეგობრების გამოწვევაც შეგიძლიათ.
დაცალე ჭიქა? აავსე!
დალევისთანავე შეავსეთ წყლით თქვენი ჭიქა თუ ბოთლი. ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე პრიმიტიული რამ არის, რისი გაკეთებაც შეგიძლიათ, მაგრამ გაოცებულები დარჩებით ამ მარტივი ხრიკის შედეგად რამდენად მეტ წყალს დალევთ.
ტკბილის ნაცვლად მარილიანი
თუკი ხემსების მოყვარული ხართ, ტკბილ ხემსს შედარებით მარილიანი ამჯობინეთ. ამის შემდეგ წყურილის ჯადოსნურ შესაძლებლობებში ნამდვილად დარწმუნდებით.
გამოიყენე „საწრუპი“
საწრუპი ჩხირების გამოყენება ოლივია შარაშანიძემ უკვე გვირჩია. როგორც ოლივია აღნიშნავს, ჯანსაღი კვების გარდა ბევრი წყლის დალევა დაეხმარა 15 კგ-ის უმტკივნეულოდ დაკარგვაში. „გამოიყენეთ საწრუპი (რა თქმა უნდა, მრავალჯერადი და არა პლასტმასის, გავუფრთხილდეთ გარემოს) და ნახავთ, რამდენად მეტ წყალს დალევთ ისე, რომ ვერც კი შეამჩნევთ.“ - გვირჩევს ოლივია.
ასევე დაგაინტერესებთ: „15 კგ დავიკელი ისე, რომ გემრიელ საჭმელზე უარი არ მითქვამს“ - ოლივია შარაშენიძე თავის გამოცდილებასა და იდეალური წონის შენარჩუნების საიდუმლოს გვიზიარებს
დააწესე წყლის საათი
დროის კონტროლი აუცილებელია და ერთ ჯერზე მთელი 1 ლ წყლის დალევა არ არის რეკომენდირებული (და ბევრისთვის არც შესაძლებელია). ასე რომ, განრიგი შეადგინეთ. მაგალითად, 200 მლ-იანი წყლის ჭიქის დასალევად თქვენ თავს ნახევარი საათი მიეცით და ნელ-ნელა დალიეთ.
წაიღე წყალი ყველგან
სახლიდან გასვლისას ყოველთვის გაიყოლეთ წყალი. რა თქმა უნდა, უმჯობესია, მრავაჯერადი მოხმარების ბოთლს თუ გამოიყენებთ. ეს რჩევა განსაკუთრებით გასათვალისწინებელი სწორედ ზაფხულშია, მზის მწველი სხივების პირობებში.