ვენური უკმარისობის დროული დიაგნოსტირება და მართვა თავიდან აგვარიდებს მძიმე გართულებას - ვენების თრომბოზს
დღის ბოლოს კიდურების შეშუპება, სიმძიმის და წვის შეგრძნება არც ისე უცხოა ადამიანთა უმრავლესობისთვის, რაც უმეტესად ქრონიკულ ვენურ უკმარისობას უკავშირდება. ამ დაავადების მართვაში ყურადღება ექცევა გენეტიკურ და გარემო ფაქტორებს, ასევე პროფილაქტიკურ ღონისძიებებს და რაც მთავარია, დროულ დიაგნოსტიკას, მკურნალობის სწორი ტაქტიკის შერჩევას.
მიუხედავად მკურნალობისა, ზრდასრული მოსახლეობის 60-70%-ს მაინც ქრონიკული ვენური უკმარისობის სხვადასხვა ფორმა აწუხებს. ეს პრობლემები განსაკუთრებულად იმატებს ცხელი კლიმატის მქონე ქვეყნებში. ზაფხულის სეზონი ახლოვდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს ქვუ-ს შემაწუხებელი სიმპტომები ნელ-ნელა საქართველოს მოსახლეობაშიც აქტიურდება.
ამ თემაზე ვრცლად AMBEBI.GE-ს აკადემიკოს ფრიდონ თოდუას სამედიცინო ცენტრის სისხლძრღვთა ქირურგიის განყოფილების მიმართულების ხელმძღვანელი გიორგი დეისაძე ესაუბრა.
- რას წარმოადგენს ქრონიკული ვენური უკმარისობა?
- ქრონიკული ვენური უკმარისობა საკმაოდ გავრცელებული დაავადებაა, რომლის დროსაც ქვედა კიდურის ვენები ფართოვდება, ხდება სარქველების მოშლა, რაც სიმპტომატურად ქვედა კიდურების შეშუპებით, სიმძიმის შეგრძნებით, დისკომფორტით გამოიხატება. ეს ყველაფერი საღამოს საათებში ძლიერდება, დამღლელი დღის შემდეგ, როდესაც ადამიანებს ხანგრძლივი ფეხზე დგომა, ან ჯდომითი სამსახური უწევთ. როდესაც ეს სიმპტომები მწვავდება, მძიმე ფორმებში გადადის და მძიმე გართულებას იწვევს, ხდება ქვედა კიდურის ვენების დათრომბვა.
- რა ძირითადი გამომწვევი მიზეზები არსებობს ქრონიკული ვენური უკმარისობის და ვინ შედის ამ რისკ-ჯგუფში?
- არსებობს რამდენიმე ფაქტორი - ერთ-ერთი გენეტიკური ფაქტორია, რომელიც დაავადების განვითარებაში გარკვეულ როლს თამაშობს. ასევე არასწორი ცხოვრების წესი, ჭარბი წონა, სიმსუქნე, არაჯანსაღი ცხოვრების წესი. ამასთან, ამ დაავადებით ქალბატონები მეტად ავადდებიან, ვიდრე მამაკაცები. მათში უფრო ხშირია, ქრონიკული ვენური უკმარისობა, თუმცა არც მამაკაცებშია იშვიათი.
- ქალბატონებში ამ დაავადების სიხშირეს რა იწვევს?
- მაგალითად, წონის უეცარი მომატება. უმეტესად პრობლემები ორსულობის პერიოდში ჩნდება, განსაკუთრებით, ბოლო კვირებიდან, რაც ორსულობის შემდეგაც გრძელდება.
ზოგადად, წონის მომატებასთან დაკავშირებით, აი, რა ხდება ქვედა კიდურებზე, ამ უხეშ შედარებას ჩემს პაციენტებს ხშირად ვეუბნები - წარმოიდგინეთ, ადამიანს ზედმეტი 5 კილო რომ ეჭიროს ხელში და ასე დადიოდეს მთელი დღის განმავლობაში, მაგრამ საკმარისია, ეს ტვირთი დადოს, მაშინვე შვებას იგრძნობს, ასევეა აქაც, თუ წონაში 3-5 კილოგრამით დაიკლებენ, ან თავის წონას დაუბრუნდებიან, პრობლემა უკან დაიხევს, თუ არადა, ეს ყველაფერი უფრო გამწვავდება და გაღრმავდება.
- როგორც აღვნიშნეთ, ქრონიკულ ვენურ უკმარისობას ქვედა კიდურების შეშუპება ახასიათებს, თუმცა ქვედა კიდურების შეშუპება იცის გულის, თირკმლის დაავადებებმაც. როგორ ამოვიცნოთ ქრონიკული ვენური დაავადება?
- დიახ, ქვედა კიდურების შეშუპება შესაძლოა გამოწვეული იყოს როგორც ვენური უკმარისობით, ასევე გულის, თირკმლის ან სახსრების სხვადასხვა დაავადებებით, თუმცა ქვედა კიდურების შეშუპების მიზეზი დაახლოებით 70%-ში, ქრონიკული ვენური უკმარისობაა. ქვუ-ით გამოწვეული შეშუპების ყველაზე სახასიათო სიმპტომი ისაა, რომ დილას ჩამცხრალია და ამ დროს ადამიანები გრძნობენ შეღავათს.
საღამოს კი განსაკუთრებით კოჭთან შეშუპება იმატებს. იმისათვის, რომ დავრწმუნდეთ შეშუპების მიზეზი არის თუ არა ვენური უკმარისობა, საკმარისია საკმაოდ მარტივი ულტრაბგერითი კვლევა დოპლერის მეთოდით. ამის შემდეგ კი ხდება სისხლძარღვის გამტარებლობის, სიჩქარის, სარქველების ფუნქციური მდგომარეობის, სისხლძარღვის ზომებისა და დიამეტრის შეფასება. ამ გამოკვლევაში ყველა მონაცემი კარგად ჩანს.
- ზაფხული მოდის, ცხელი თვეები, ამ სეზონის მოახლოვებასთან ერთად რატომ მწვავდება ვენური უკმარისობა?
- ქრონიკული ვენური უკმარისობა მთელი წელი აწუხებს პაციენტს, თუმცა ცხელი დღეების მოახლოვებასთან ერთად იმატებს ტემპერატურა, ორგანიზმი კარგავს დიდი რაოდენობით სითხეს, რაც თავის მხრივ იწვევს სისხლის სიბლანტის გაზრდას. რთულდება სისხლის გადანაწილება ქვედა კიდურებიდან გულის მიმართულებით, შესაბამისად ქვედა კიდურებში იზრდება სისხლის ნაკადი, აწვება ისედაც გაფართოვებულ პერიფერიულ ვენებს და ვითარდება ქვედა კიდურების შეშუპება, სიმძიმისა და დისკომფორტის შეგრძნება.
ამ პერიოდში პაციენტები ხშირად გვეკითხებიან - ზღვაზე წასვლა თუ შეიძლება? სიცხეს, მზეს, ცხელ ქვიშას უნდა მოვერიდოთ, - ეს ყველაფერი არ არის კარგი. რაც შეეხება ზღავზე ცურვას, დილის საათებში ან მზის გადასვლის შემდეგ, სასარგებლოც კი არის, ასევე უსაფრთხოა და რეკომენდებულია დახურულ აუზში ცურვა.
- როგორია ქრონიკული ვენური უკმარისობის საპრევენციო ღონისძიებები და სამკურნალო რეკომენაციები?
- ვისაც დადგენილი აქვს ქრონიკული ვენური უკმარისობა, თვითმფრინავით ფრენა, გემით, ან მატარებლით მგზავრობა დიდად რეკომენდებული არ არის, ამიტომ სპეციალური, ელასტიური წინდები უნდა მოირგონ, ესაა პრევენციაც და დამცავი საშუალებაც, რომ გართულება თავიდან ავიცილოთ. ადამიანებისთვის, ვისაც ქრონიკული ვენური უკმარისობა, მსუბუქ ფორმებში აქვთ, კარგია ფეხით სეირნობა. არ შეიძლება სიმძიმეების აწევა, ფეხზე ერთ ადგილას დგომა, დამჯდარი ტელევიზორის ყურება; მნიშვნელოვანია წონის კორექცია - ჭარბწონიან პირებში აუცილებელია ჭარბი წონისაგან გათავისუფლება.
- ე.ი. ერთ ადგილას ჯდომას და დგომას უნდა მოერიდონ... ვთქვათ და ადამიანმა წონა დიეტითა და ვარჯიშით დაარეგულირა, არსებული პრობლემა მოეხსნება?
- დიახ, პრობლემა დარეგულირდება. ჭარბი წონის მქონე პირებს ზაფხულის წინა პერიოდში განსაკუთრებით ვურჩევ 3-5 კილოგრამის დაკლებას. ჭარბი წონისას ასევე ზეწოლა იზრდება ხერხემალზე, სისხლძარღვებზე, სახსრებზე... ამიტომ, წონის კორექცია დაავადებების გართულების თავიდან აცილების ერთ-ერთი საუკეთესო გზაა.
- საუბრის დასაწყისში აღნიშნეთ, რომ ამ დაავადების გართულება შეიძლება იყოს თრომბი. რა ხდება თრომბის შემთხვევაში?
- ვენური დაავადების ყველაზე სერიოზული გართულება თრომბია. თრომბოფლებიტი - ღრმა ვენების თრომბოზი, ან ზედაპირული ვენების თრომბოზია. ასე რომ, ერთი შეხედვით, უწყინარი და მარტივი დაავადება საშიშიც ხდება იმიტომ, რომ სისხლი ვენებიდან უკან, გულის მიმართულებით მოძრაობს და „თრომბის მოწყვეტის“ (ხალხურ ენაზე რომ ვთქვათ) რისკი ჩნდება.
შემდგომ ფილტვის არტერიაში გადასვლა, ერთ-ერთი ყველაზე რთული გართულებაა, რომელიც ამ დაავადებას ახასიათებს. ამასთან, სახიფათოა ტროფიკული წყლულიც, რომელიც უფრო დაავდების გვიან სტადიებში ჩნდება, როცა პაციენტს მთელი ცხოვრება აწუხებს დაავადება და ყურადღებას არ აქცევს. ამ დროს იცვლება კანის ფერი, მოყავისფრო ხდება, შემდეგ მუქდება და ეს ყველაფერი ქედა კიდურს სერიოზულ საფრთხეს უქმნის, შესაძლოა, დაჩირქდეს, სეფსისი განვითარდეს.
- ბ-ნო გიორგი, რას გვეტყვით მედიკამენტოზურ მკურნალობაზე? ვენოაქტიური მედიკამენტების არჩევისას რას უნდა მიექცეს ყურადღება? ეს პრეპარატი აუცილებლად ექიმის მიერ უნდა შეირჩეს თუ შესაძლოა ექიმის დანიშნულების გარეშე მათი მიღება?
- რა თქმა უნდა, პაციენტებს დაავადების შემაწუხებელი სიმპტომების კუპირებისთვის ყოველთვის ვურჩევთ ვენოაქტიური მედიკამენტების მიღებას, რომელსაც ხშირად ადამიანები საკუთარი სურვილითაც იძენენ, რადგან ეს მედიკამენტები არარეცეპტულ ფორმას განეკუთვნებიან. ვენოაქტიური მედიკამენტების შერჩევისას, აუცილებლად ყურადღება უნდა მიექცეს შემადგენლობას, მწარმოებელ კომპანიას, რამდენად გამოცდილი და აღიარებულია ესა თუ ის პრეპარატი ევროპულ ქვეყნებში, რამდენად სანდო, ეფექტიანი და უსაფრთხოა, რამდენად აქვს მას დაავადების პათოლოგიურ კერაზე მოქმედების უნარი, დადასტურებული კლინიკური კვლევებით.
თუმცა, ყოველთვის მნიშვნელოვანია დაავადების სტადიის დადგენა, საფრთხეების შეფასება, უმჯობესია, როგორც აღვნიშნე, მოხდეს დოპლერით გამოკვლევა, რადგან ხშირად მენიკამენტოზურ თერაპიასთან ერთად აუცილებელია ელასტიური წინდების გამოყენებაც, რისი შერჩევაც მხოლოდ ექიმის კომპეტენციაა. თუ ადამიანებს დიაგნოსტირებული აქვს ქვუ, ვენოტონური მედიკამენტების მიღება 6 თვეში ერთხელ ორი-სამი თვით არის რეკომენდებული.
- რას ურჩევდით მათ, ვისაც დადასტურებული აქვს ქვუ და ამ მიმართულებით რისკ-ჯგუფს წარმოადგენს?
- როდესაც პაციენტს დადგენილი აქვს ქვუ, რეკომენდაციები შემდეგნაირია: ელასტიური კომპრესია, წონის კონტროლი, ჯანსაღი ცხოვრების წესი, ასევე მნიშვნელოვანია ცურვა, ფეხით სიარული, სეირნობა საღამოს ერთი საათი მაინც და რეკომენდებული კურსით ვენოაქტიური მედიკამენტების გამოყენება.
როგორც უკვე აღვნიშნე, მედიკამენტოზური თერაპიის შერჩევისას დიდი სიფრთხილე გვმართებს. აღნიშნული კრიტერიუმების გათვალისწინებით, ჩემი პრაქტიკული გამოცდილებიდან გამომდინარე რეკომენდაციას ვუწევ ევროპაში ცნობილი, GMP-ისა და ინოვაციური ტექნოლოგიების მქონე ფარმაცევტული კომპანია „ვალმარკის“ მიერ წარმოებულ პრემიუმ ხარისხის ორიგინალ ბრენდს „ვარიქსინალს“. ჩემთვის, როგორც პრაქტიკოსი ექიმისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორი გახლავთ ის, რომ „ვარიქსინალის“ კომპონენტები კომპლექსურად მოქმედებენ ქვუ-ის გამომწვევ ყველა პათოლოგიურ კერაზე და ამცირებენ შემაწუხებელ სიმპტომებს, რაც დადასტურებულია კლინიკური კვლევებით. ამავდროულად, „ვარიქსინალს“ გააჩნია სამკურნალო მოქმედება.
აუმჯობესებს, როგორც სისხლძარღვოვან და კუნთოვანი ტონუსს, ასევე მიკროცირკულაციას, აღადგენს სისხლძარღვის სტრუქტურას და იცავს პაციენტს დაავადების გამწვავებისაგან, ამცირებს ტროფიკული წყლულის განვითარების რისკს. მნიშვნელოვანია „ვარიქსინალის“ მაღალი უსაფრთხოება ხანგრძლივი თერაპიის დროსაც. მას გამოშვების ორი ფორმა აქვს: ვარიქსინალი აბი და ვარიქსინალი გელი, რაც დამატებითი კომფორტია, რადგან პაციენტს შეგვიძლია შევთავაზოთ, როგორც კომპლექსური თერაპია, ასევე საპრევენციო და სამკურნალო კურსის მისთვის სასურველი ფორმა.
მინდა აღვნიშნო, რომ ქრონიკული ვენური უკმარისობის პრევენციისა და მკურნალობის დროს მნიშვნელოვანია პაციენტმა დაიცვას ყველა აღნიშნული რეკომენდაცია, რადგან ეს გახლავთ ვენურ ჯანმრთელობაზე ზრუნვის ჯაჭვი, და თუკი ერთ კრიტერიუმს არ ვასრულებთ, ძნელია გრძელვადიანი შედეგის მიღება და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება. ჯანმრთელობას გისურვებთ!
R