„ნიკორა“ წარმოგიდგენთ: ნედლად შებოლილი ძეხვი „ბრაუნშვაიგური“
ძეხვი უძველესი პროდუქტია, რომელიც ყოველთვის განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობდა და ასეა ახლაც. დღეს უამრავი სახეობის ძეხვეული არსებობს, მაგრამ მათ შორის გამორჩეული ადგილი უკავია ნედლად შებოლილ დელიკატესებს. ნედლად შებოლილი პროდუქციის რეცეპტურა საუკუნეების მანძილზე იხვეწებოდა, მაგრამ ძირითადი პრინციპი, თერმული დამუშავების გარეშე, ბუნებრივი გამოშრობით და შებოლვით პროდუქციის მიღება უცვლელია.
ნედლად შებოლილი ძეხვების დამზადება ფართოდ არის გავრცელებული ევროპაში, განსაკუთრებით, გერმანიასა და ესპანეთში. ეს არის ერთგვარი საოჯახო ტრადიცია. ნედლად შებოლილ ძეხვეულს შორის კი ერთ–ერთი განსაკუთრებულია “ბრაუნშვაიგური”. ეს არის ძეხვის სახეობა, რომელიც გერმანიის ქალაქ ბრაუნშვაიგში შეიქმნა. მისი ინდუსტრიული წარმოება მე -18 საუკუნეში დაიწყო, ხოლო მე -19 საუკუნის შუა წლებიდან ხდება დელიკატესის გერმანიის საზღვრებს მიღმა ექსპორტი.
ბრაუნშვაიგურს სხვა ნედლად შებოლილი ძეხვეულისგან განასხვავებს მისი გარსაცმი, რომელიც სხვადასხვა სუნელით მზადდება. დაპრესვისას აღნიშნული სუნელი ხორცზე გადადის და პროდუქტს განსაკუთრებულ არომატს ანიჭებს.
საინტერესო ფაქტები ბრაუნშვაიგურსა და ზოგადად, ნედლად შებოლილ პროდუქციაზე:
• ბრაუნშვაიგური ძეხვი რამდენიმე განსხვავებული სახეობის არსებობს. მათ შორის განსხვავება კი არის ის, თუ რომელი სუნელით მზადდება გარსაცმი. სწორედ ეს ფაქტორი განაპირობებს არომატებს შორის სხვაობასაც.
• ნედლად შებოლილი პროდუქციისთვის გამოიყენება უმაღლესი ხარისხის ხორცი. პროდუქტი არ განიცდის თერმულ დამუშავებას, იგი მიიღება ბუნებრივი შრობით. გამოშრობის და შებოლვის ეტაპი დაახლოებით თვეზე მეტხანს გრძელდება, რის შედეგადაც ძეხვი იძენს განუმეორებელ გემოსა და სტრუქტურას. ნედლად შებოლილი პროდუქცია გამოირჩევა მკვრივი კონსისტენციით, მკვეთრი სურნელითა და სასიამოვნო გემოთი.
• საქართველოში “ნიკორა” პირველი კომპანიაა, რომელმაც დაიწყო ნედლად შებოლილი ძეხვეულის წარმოება. ნედლად შებოლილი ძეხვეულის წარმოების დაწყებამდე კი საწარმომ სპეციალურად მოიწვია ავსტრიელი ტექნოლოგი, რომლის მეთვალყურეობითაც მოხდა ახალი რეცეპტურების შექმნა და წარმოების დაწყება.
• რაც შეეხება უშუალოდ „ბრაუნშვაიგურს“, მას „ნიკორა“ ბრენდის „კაიზერის“ სახელით აწარმოებს და მომხმარებელს სამი ტიპის „ბრაუნშვაიგურს“ სთავაზობს. ესენია: „ბრაუნშვაიგური“, „ბრაუნშვაიგური პაპრიკით“ და „ბრაუნშვაიგური შავი წიწაკით“. პროდუქციისთვის გამოიყენება გერმანული წარმოების უმაღლესი ხარისხის გარსაცმები, რაც ფარშთან ერთად მის განსაკუთრებულ გემოს განაპირობებს.
სენდვიჩი ბრაუნშვაიგურით
ინგრედიენდები სენდვიჩისთვის:
• ჭვავის პური – 6 ნაჭერი
• კარაქი (დარბილებული) – 3 ჩაის კოვზი
• ყველი – 6 ნაჭერი
• ბრაუნშვაიგური ძეხვი – 6 ნაჭერი
• კომბოსტოს მარინადი – 1 ჭიქა
ინგრედიენტები სოუსისთვის:
• მაიონეზი – ნახევარი ჭიქა
• კეტჩუპი – 3 ჩ.კ.
• პიშუშხა – 2 ჩ.კ.
• სოიოს სუნელი – 2 ჩ.კ.
• შაქარი – 1 ჩ.კ.
• პაპრიკა – ¼ ჩ.კ
• მარილი
• ახლად დაფქული წიწაკა
მომზადება:
სოუსისთვის საშუალო ზომის თასში მოათავსეთ თითოეული ინგრედიენტი და კარგად მოურიეთ.კარაქი წაუსვით პურის ნაჭრებს ცალი მხრიდან. მეორე მხრიდან კი წაუსვით სოუსი, რომელიც წინასწარ მოამზადეთ. დააფინეთ ყველის და ბრაუნშვაიგური ძეხვის ფენები, შემდეგ კი დააფინეთ კომბოსტოს მარინადი. მერე კი ისევ ყველი, ძეხვი და პური დაადეთ სოუსიანი მხრით დაბლა. საშუალოდ გაცხელებულ ტაფაზე მოთავსეთ სენდვიჩი, ვიდრე ყველი არ გადნება და პური ოქროსფერი არ გახდება. ამისთვის თითოეული მხრიდან მოსაბრაწად დაახლოებით 3 წუთია საჭირო.