როგორ გავიწმინდოთ ხელები კაკლის გარჩევის შემდეგ - 3 ყველაზე ეფექტური და გამოცდილი მეთოდი
კაკლის მურაბა ვის არ უყვარს, მაგრამ რამდენადაც გემრიელია ეს ტკბილი ნუგბარი, იმდენად რთული მოსამზადებელია. ერთ-ერთი მთავარი სირთულე კაკლის გარჩევა და შემდეგ მისი წვენისგან გაშავებული ხელების გასუფთავებაა. ბევრი დიასახლისი ამ „შავი სამუშაოსგან“ თავის არიდების მიზნით პირდაპირ მოსახარშად გამზადებულ კაკალსაც კი ყიდულობს, მაგრამ ჩვენ 3 ყველაზე ეფექტურ და გამოცდილ მეთოდს შემოგთავაზებთ, რომელთა დახმარებითაც დალაქავებულ ხელებს მარტივად გაიწმენდთ. აქვე ნახეთ კაკლის მურაბის გამოცდილი რეცეპტი.
1. ლიმონი ან ლიმონმჟავა
1 შეკვრა ლიმონმჟავა თეფშზე დაყარეთ. ხელები ჯერ წყალში დაისველეთ, შემდეგ ლიმონმჟავა გადაინაწილეთ და 3-4 წუთის განმავლობაში ხელების ერთმანეთზე მოძრაობით გაიხეხეთ.
ასევე ეფექტურია ლიმონის ნაჭრები. ლიმონი დაჭერით და მისით ხელები რამდენიმე წუთის განმავლობაში დაიმუშავეთ.
2. კარტოფილი
კარტოფილი გახეხეთ და ჯამში გადაიტანეთ. რამდენიმე წუთით შიგ მოათავსეთ ხელები, თან დაიმუშავეთ (დაიმასაჟეთ). მოგვიანებით ხელები საპნით დაიბანეთ.
3. პილინგი
10 წუთის განმავლობაში ხელები ცხელ წყალში გქონდეთ, შემდეგ სკრაბით გაიხეხეთ (თუ სკრაბი არ გაქვთ, ლიმონისა და შაქრის ნარევი ან ყავის გრანულები გამოიყენეთ). შედეგს რამდენიმე წუთში იხილავთ.
თქვენ რომელ მეთოდს მიმართავთ ხოლმე?