შეცდომები მურაბის მომზადების დროს, რომელსაც თითქმის ყველა უშვებს - Gemrielia.ge

შეცდომები მურაბის მომზადების დროს, რომელსაც თითქმის ყველა უშვებს

 

ალბათ, რთულად მოიძებნება ადამიანი, რომელსაც მურაბა არ უყვარს. ოჯახში კი ყველას გვყავს ისეთი წევრი, რომელსაც ყველაფერი სახლში მომზადებული უყვარს, ამიტომ, მურაბასაც საკუთარი ხელით ამზადებს. ხშირად შეცდომები გვეპარება, რის გამოც ან სტრუქტურა არ მოგვწონს ან არომატი.

 

დღევანდელ სტატიაში ვისაუბრებთ შეცდომებზე, რომლებსაც მურაბის მომზადებისას ვუშვებთ და მოგცემთ რჩევებს, თუ როგორ ავირიდოთ ისინი თავიდან.

 

მთავარი შეცდომები მურაბის მომზადებისას:

 

დაბალი ხარისხის ხილის გამოყენება

 

მარკეტებში ხშირად ვხვდებით ყუთებს, სადაც დაზიანებული ხილია მოთავსებული. ზოგადად მიჩნეულია, რომ სიცხე მიკრობებს კლავს, თუმცა ხშირად ასეთი ხილი შეიცავს საშიშ ტოქსინებს ანუ კარცეროგენებს, რომელთაც სიცხე ვერ ერევა, რამდენჯერმე გადადუღების შემდეგაც კი. ამიტომ, როცა ხილს მურაბისთვის ვიყენებთ, აუცილებელია, რომ მაღალი ხარისხის და უვნებელი იყოს.

 

 

 

ჭურჭელი

მურაბისა და ჯემის მომზადებისას უმჯობესია, გამოიყენოთ ემალის ან ფოლადის ჭურჭელი. ხშირად იყენებენ ალუმინის ჭურჭელს, თუმცა ეს არ არის რეკომენდებული. ხილი შეიცავს მჟავებს, რომელიც ალუმინის ჭურჭელს ზედაპირზე არსებულ ნაწილაკებს აცლის, რაც შეიძლება შემდგომ მურაბაში მოხვდეს.

 

Рецепт густого клубничного варенья с целыми ягодами | Пикабу

 

რადგანაც ჭურჭელზე ვსაუბრობთ, აქვე ერთი რჩევა : ყოველთვის დიდი ზომის, ღრმა ჭურჭელი გამოიყენეთ. ასე მურაბა უფრო სწრაფად ადუღდება და სტრუქტურაც არ დაიშლება.

 

 

 

"უცხო სუნები"

როცა მურაბას ხარშავთ, არასოდეს მოამზადოთ პარალელურად სხვა კერძი. ხარშვისას მურაბა ოთახში არსებულ სუნს შთანთქავს და შეიძლება გემო შეეცვალოს.

 

 

დუღილის ნაკლებობა

დიასახლისები ხშირად მხოლოდ ერთხელ ადუღებენ მურაბას, რადგან ჰგონიათ, რომ ასე C ვიტამინს შეუნარჩუნებენ. C ვიტამინი ერთხელ ადუღების შემდეგ იკარგება.

 

 

მარწუყვისა და სხვა კენკრის მურაბის მომზადებისას ერთხელ ადუღება სრულებით საკმარისია, სხვა ხილის ჯემს კი 2-3-ჯერ ადუღება სჭირდება.

 

არასწორი შეფუთვა

ხშირად, დიასახლისები ჩქარობენ და ქილებში ცხელ მურაბას ათავსებენ. სწორედ ასე ჩნდება შრეები: ხილი ზემოთ იწევს, სიროპი კი პირიქით - ქვემოთ.

 

 

იმისათვის, რომ მასა ერთგვაროვანი იყოს, მხოლოდ გაგრილების შემდეგ მოათავსეთ ჯემი ქილებში.

 

დაბინძურებული ქილები

მზა მურაბა ყოველთვის უნდა მოთავსდეს სუფთა, სტერილურ და მშრალ ქილებში. თუკი ქილა ოდნავ მაინც არის სველი, მურაბა ამჟავდება.

 

 

როგორ მივხვდეთ, რომ მურაბა მზადაა?

არსებობს ორი "ნიშანი", რომლითაც ვხვდებით, რომ მურაბა მზადაა:

1) ქაფი მთლიანად ქვაბის ცენტრში უნდა მოგროვდეს. სიროფი უნდა იყოს გამჭირვალე და მარტივად უნდა შეგვეძლოს ხილისგან განცალკევება. თუკი სიროფი ყავისფერია, ეს ნიშნავს, რომ ზედმეტად გადადუღებულია.

 

2) მურაბის სიროფი დააწვეთეთ ქაღალდის ხელსახოცზე, თუ ხელსახოცი დასველდა, ის ჯერ არ არის მზად.