როგორ ავარჩიოთ ხარისხიანი მწვანე ჩაი - Gemrielia.ge

როგორ ავარჩიოთ ხარისხიანი მწვანე ჩაი


უმჯობესია, ჩაი შევიძინოთ სპეციალურ მაღაზიებში, წონით - ეს  მოგვცემს საშუალებას ვნახოთ რას ვყიდულობთ.  ჩაის ფოთლები მსხვილი იყოს, ღია ან საშუალო მწვანე. თუ ფოთლები მუქია ან ყავისფერში გადადის ე.ი. ჩაი ან ძველია, ან არასწორად დამუშავებული.

მოერიდეთ ჩაის ერთჯერად პაკეტებს - მათში ხშირად იმ ნარჩენებს და მტვერს  დებენ, რომელიც ჩაის გადამუშავებისას რჩება

ჩაისთვის ოპტიმალური ტენიანობა 5-7 %-ია. მაღალ ტენიანობაზე, ჩაის შესაძლოა ობი გაუჩნდეს და გაფუჭდეს, ხოლო დაბალზე მეტისმეტად შრება და ხელით შეხებისას ფოთლები იფშვნიტება. ამრიგად, თუ მაღაზიაში, ჩაის  შესანახ ჭურჭელში ფოთლების მტვერი და ნაფხვენი ბევრია, ე.ი. ჩაი არასწორად ინახება.

ჩაი ჩინეთში გაზაფხულზე იკრიფება. დამუშავებისა და შეფუთვის შემდეგ, ზაფხულში უკვე ბაზრებზე გამოაქვთ. ახალი ჩაის ყიდვისთვის სწორედ ეს დროა საუკეთესო, თუმცა გამოშვებიდან 1 წელი ჩაი ისევ ახლად მიიჩნევა. მეტი დროის გასვლის შემთხვევაში მისი გამოყენება აღარ ღირს, რადგან გამომშრალია და არომატის ნაწილსაც ჰკარგავს.

კარგ ჩაის ნაზი, ბუნებრივი არომატი უნდა ჰქონდეს. თუ მას სუნი არ აქვს, ძლივს იგრძნობა ან სულაც ტექნიკური, არადამახასიათებელი სურნელი აქვს, ესე იგი არასწორად ინახავდნენ.