ექიმების რჩეული ტოპ-3 პროდუქტი, რომელიც მუცლის ცხიმის დაწვაში დაგეხმარებათ
უამრავმა კვლევამ დაგვიდასტურა, რომ სხეულის შუა ნაწილში ცხიმის არსებობა სხვადასხვა დაავადების რისკს ზრდის. რისკის ქვეშ კი განსაკუთრებით ის ადამიანები არიან, რომელთაც ე.წ შიდა ცხიმი აქვთ. მუცლის ცხიმი ღრმად არის მოთავსებული მუცლის ღრუში და გარს არტყავს შინაგან ორგანოებს.
გარდა იმისა, რომ ამ მიდამოებში ცხიმის არსებობა ნაადრევ დაბერებასა და უამრავ დაავადებას იწვევს, მიიჩნევა, რომ ის ხელს უწყობს ანთებით პროცესებს. ასეთი ცხიმი ასევე დაკავშირებულია მეორე ტიპის დიაბეტთან, მაღალ სისხლის წნევასთან, გულის დაავადებებთან და კოგნიტური ფუნქციების შემცირებასთანაც კი.
მიჩნეულია, რომ რამდენიმე სპეციფიკური პროდუქტი გვეხმარება მუცლის ცხიმის დარეგულირებაში. სწორედ ასეთ 5 პროდუქტს გთავაზობთ, რომელიც აუცილებლად უნდა ჩართოთ კვებით რუტინაში.
ავოკადო
ავოკადოს ხშირად სასარგებლო ცხიმადაც მოიხსენიება და ეს მართალიც არის, მასში შემავალი ცხიმი ბოჭკოდ, ანტიოქსიდანტებად, ვიტამინებად და მინერალებად გარდაიქმნება, რომელთა შორისაა კალიუმი, რომელიც გულის მოქმედებასა და სისხლის მიმოქცევის დარეგულირებას უწყობს ხელს. ავოკადოს მიღებისას ორგანიზმიდან გამოიდევნება ზედმეტი აირები და ნივთერებები.
ბოლო კვლევებმა გვიჩვენა, რომ ეს სასიამოვნო ხილი მუცლის ცხიმის შემცირებაშიც გვეხმარება. ავოკადოს მირთმევა სხვადასხვა ფორმით შეიძლება, მაგალითად smoothie, ტოსტი, სალათა, წვნიანი, გამომცხვარი და აშ.
თხილეული
როგორც ვიცით, თხილეულიც სასარგებლო ცხიმად მიიჩნევა, ის გვამარაგებს მცენარეული ცილით, ანტიოქსიდანტებით, ბოჭკოთი და უამრავი ვიტამინით. ის ასევე შეიცავს მაგინუმს, რომელიც ძალიან კარგად მოქმედებს ნერვულ სისტემაზე.
კვლევების მიხედვით, მოზარდები, რომლებიც რეგულარულად მიირთმევენ დღეში საშუალოდ 7 გრამ თხილეულს აქვს უფრო დაბალი სხეულის მასის იდექსი და წნევა, ვიდრე მათ, ვინც საერთოდ არ მიირთმევს. თხილეულის მოყვარულებს ნაკლებად აწუხებთ დიდი ზომის წელი და მუცელი.
ოსპი
შეიძლება ითქვას, რომ ოსპი ყველაზე ნაკლებად დაფასებული სასარგებლო პროდუქტია. ის არ შეიცავს გლუტანს, არის ხელმისაწვდომი, ეკოლოგიურად სუფთა, მრავალფეროვანი და სასარგებლო ვიტამინებით სავსე. ოსპთან ერთად შეგვიძლია ლობიოც განვიხილოთ - ეს პროდუქტები კი მცენარეული ცილების დაუშრეტელი წყაროა და როცა ბოჭკოზე ვსაუბრობთ, უნდა იცოდეთ, რომ სწორედ ეს პროდუქტი შეიცავს დიდი რაოდენობთ ბოჭკოს.
ოსპის ოჯახის პროდუქტების 10 გრამით გაზრდით, მუცლის ცხიმი 3.7%-ით იკლებს, ამას კვლევები ადასტურებს.