„დიახ, ასეთი ამაყი გამზარდეს მშობლებმა! მაინც გავხსნი ჩემს რესტორანს!“ - ნინი სტურუამ „მასტერშეფის“ სამზარეულო დატოვა - Gemrielia.ge

„დიახ, ასეთი ამაყი გამზარდეს მშობლებმა! მაინც გავხსნი ჩემს რესტორანს!“ - ნინი სტურუამ „მასტერშეფის“ სამზარეულო დატოვა


„მასტერშეფის“ სამზარეულო კიდევ ერთმა ადამიანმა დატოვა. ნინი სტურუას გადამწყვეტ ტურში ხორცის დესერტი უნდა მოემზადებინა. მან არაერთხელ აღნიშნა, რომ დავალება ძალიან რთული და მისთვის წარმოუდგენელიც კი იყო. როგორც ჩანს, საბედისწეროც აღმოჩნდა და ჟიურის წევრებმა მას აუტსაიდერების დასახელების გარეშე დაატოვებინეს პროექტი.

 

ჟიურის ამ გადაწყვეტილებას არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა. მაყურებლის ნაწილი ამბობს, რომ სამართლიანი გადაწყვეტილება იყო და ოქროს წინსაფრის მფლობელს „მეტი მოეთხვებოდა“, ნაწილი კი აუტსაიდერების დასახელების გარეშე ნინის გაშვებას აპროტესტებს:

 

„გასაგებია რომ ეს შოუა, მაგრამ ეს გოგო ასე არ უნდა დაემცირებინათ არცერთ შემთხვევაში!“

 

„შეიძლება, მართლა უნდა დაეტოვებინა ნინის პროექტი, მაგრამ არა - ამ სახით, ეს მეტისმეტი იყო.“

 

„რა შეურაცხმყოფელია აუტსაიდერებში მარტო დგომა, მეორეც - კიდევ იყვნენ ვიღაცები, ვინც გვერდით უნდა მისდგომოდნენ ნინის,“ - წერენ გულშემატკივრები.

 

 

თავად ნინი სტურუა ემოციური პოსტით დაემშვიდობა მაყურებელს:

 

„ძალიან დიდი მადლობა ყველას გულშემატკივრობისთვის! ვგიჟდები თქვენზე.

 

მაინც გავხსნი ჩემს რესტორანს! სადაც გპირდებით, რომ არ იქნება ხორცის დესერტი.

 

ეს იყოს მემორად, ყოველთვის რომ გავიხსენო, როდესაც წარმატებული მზარეული ვიქნები წლების შემდეგ.

 

 

ვგიჟდები შრომაზე და ვსწავლობ ძალიან ბევრს. ამისთვის მადლობა მასტერშეფს, რადგან გავაგრძელებ ისევ მუშაობას უფრო მოტივირებული.

 

პ.ს 1 წელია რაც ხახვისა და მწვანილის ჭამა დავიწყე და დიახ, არ ვიცი ბებიაჩემის კერძები, რადგან მთელი ბავშვობა და საერთოდ, 26 წლამდე ცალკე მიკეთებდა საჭმელს უხახვოდ, უმწვანილოდ, უცხიმოდ. და კიდევ დიახ, ასეთი ამაყი გამზარდეს მშობლებმა ბავშვობაში. ბევრი წარუმატებლობა მქონდა სპორტშიც და მაინც ბოლომდე „მაიძულებდნენ“ ბოლომდე დავრჩენილიყავი ის, რაც ვარ და მებრძოლა ყოველთვის. ქმარზე არ დავწერ არაფერს, რადგან მინდა ყველას გყავდეთ ეგეთი მოტივაცია ადამიანი ცხოვრებაში,“ - წერს ნინი.