4 უგემრიელესი დესერტი ნაყინით, რომელიც ამ ზაფხულს აუცილებლად უნდა მოამზადოთ - Gemrielia.ge

4 უგემრიელესი დესერტი ნაყინით, რომელიც ამ ზაფხულს აუცილებლად უნდა მოამზადოთ

 

ზაფხული საუკეთესო დროა იმისთვისაც, რომ პირი გემრიელი, ცივი დესერტებით ჩაიტკბარუნო. „ნიკორას“ შვილობილი კომპანია „პალომა“, რომლის ასორტიმენტშიც 30-მდე სახეობის ნაყინია, უგემრიელესი, ცივი დესერტების რეცეპტებს გთავაზობთ.

თუ დიეტაზე ხართ, შეგიძლიათ ეს დესერტები „პალომას“ დიეტური ნაყინით მოამზადოთ, რომელიც შაქრისა და ცხიმის გარეშე შეიქმნა და დაბალკალორიულია. "პალომა" 2005 წელს შეიქმნა. სიგრილის ნაზი, სასიამოვნო არომატი, რომელსაც "პალომას" პროდუქციის დაგემოვნებისას შეიგრძნობთ, წარმოებაში ბუნებრივი კომპონენტების გამოყენებით მიიღწევა.

 

1. შოკოლადის ბრაუნი ნაყინით

 

 

 

ამ ღვთაებრივი შოკოლადის დესერტის მომზადება საკმაოდ მარტივია.

ინგრედიენტები:

 

კვერცხი 4 ცალი
შაქარი 2 ჭიქა
კარაქი 200 გრ
არაჟანი 500 გრ
კაკაო 2 ს/კ
ვანილინი მწიკვი
მარილი მწიკვი
სოდა ან გამაფხვიერებელი 1 ჩ/კ
ფქვილი 2 ჭიქა
ნაყინი  ყავით ან შოკოლადით
 

 

მომზადების წესი:


1.    კვერცხი და შაქარი კარგად ათქვიფეთ მიქსერით.
2.    დაუმატეთ გამდნარი კარაქი, არაჟანი სოდით, ფქვილი, ვანილი, მარილი და კაკაო.
3.    ჩაასხით ცხიმწასმულ ფორმაში და აცხვეთ 200 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში.
4.    რომ გაგრილდება, დაჭერით, გვერდით დაუდეთ შოკოლადის ან ყავის ნაყინი და სუფრასთან მიტანამდე ზემოდან მოასხით გამდნარი შოკოლადი.

 

 

2. ფორთოხლის წვენში გამომცხვარი მსხალი ნაყინით
 

 

გთავაზობთ, გასინჯოთ უნაზესი მსხალი, რომელიც ფორთოხლის წვენში ცხვება. სუფრაზე ვანილის ნაყინთან ერთად უნდა მიიტანოთ. გააოცეთ სტუმრები და ოჯახის წევრები.

 

ინგრედიენტები:

მსხალი 8 ცალი
ფორთოხალი 1 ცალი
ნაღების კარაქი 60 გ
თაფლი 2 ს/კ
ნაყინი ვანილით - 8 ბურთულა

 

მომზადების წესი:

 

მიკროტალღურ ღუმელში (ან ორთქლის აბაზანაზე) დაადნეთ კარაქი. ფორთოხლისგან გამოწურეთ წვენი. შეურიეთ კარაქი და წვენი ერთმანეთს. დაუმატეთ თაფლი და კარგად აურიეთ. მსხლები შუაზე გაჭერით. კოვზით აკურატულად ამოაცალეთ გული და კურკები. დადეთ მსხლები საცხობ ფორმაზე და მოასხით ფორთოხლის სოუსი. აცხვეთ წინასწარ გახურებულ ღუმელში, 200 გრადუსზე 30 წუთის განმავლობაში.


სუფრაზე მიტანამდე შეგიძლიათ დაჭრათ თხლად. გვერდით დაუდეთ ნაყინის ბურთულა.

 


3. ნაყინის ტორტი კენკრით
 

 

თუ გინდათ, ბედნიერების გემო შეიგრძნოთ, ეს ტორტი უნდა მოამზადოთ. მისი მომზადება ძალიან მარტივია. უბრალოდ, ერთი დღით ადრე უნდა დაიწყოთ.

 

ინგრედიენტები:

ძირი:

ფხვიერი ნამცხვარი („პეჩენია“) 1 დიდი შეკვრა
კარაქი 100 გ

 

ტორტისთვის:

 

ჟელატინი 2 ჩ/კ
ნაყინი ვანილის,  - 1 ყუთი (1 ლ)
ნაყინი მარწყვის,  - 2 ყუთი (2 ლ)
კენკრა (ნებისმიერი, მიქსი) 1 ჭიქა
ნაღები 100 გ


მომზადების წესი:

მრგვალ საცხობ ფორმაში (22 სმ დიამეტრის), რომელსაც ეხსნება გვერდები, ჩააფინეთ საცხობი ქაღალდი.
ბისკვიტისთვის დაფხვენით ბლენდერში ორცხობილა და შეურიეთ დარბილებული კარაქი. კარგად აურიეთ და ჩატკეპნეთ კოვზით საცხობ ფორმაში.


მოამზადეთ ჟელატინი. 2 ჩ.კ. ჟელატინის ფხვნილი ჩადეთ პატარა ჭიქაში და დაასხით ცოტაოდენი ოთახის ტემპერატურის წყალი. კარგად მოურიეთ, რომ ბოლომდე გაიხსნას. გააჩერეთ 10 წთ. შემდეგ ძალიან ნელ ცეცხლზე გაადნეთ. დააცადეთ გაგრილება.
1 ლ მარწყვის ნაყინი დადგით 10 წთ გარეთ, რომ დარბილდეს. დაუმატეთ 2 ჩ/კ წინასწარ მომზადებული ჟელატინი და აურიეთ. ეს მასა დაადეთ ორცხობილის ძირს და გაყინეთ. ვანილის ნაყინი დადგით 10 წთ, შემდეგ შეურიეთ მას კენკრა (სურვილისამებრ შეარჩიეთ ნებისმიერი: ჟოლო, მარწყვი, მაყვალი, მოცხარი) და 2 ჩ/კ ჟელატინი. აურიეთ.
ეს ფენა დაადეთ ზემოდან ნაყინის ტორტს და ისევ შეაბრუნეთ საყინულეში.


მარწყვის ნაყინი  დაარბილეთ, შეურიეთ დარჩენილი ჟელატინი და დაადეთ ზემოდან ტორტს.
როდესაც მესამე ფენაც გამაგრდება, მოხსენით ფორმას გვერდები. მორთეთ ტორტი კენკრით და ათქვეფილი ნაღებით.

 

4. ნაყინის მილკშეიკი ბანანით
 

 

უგემრიელესი სასმელი ზაფხულის ცხელი დღეებს გაგილამაზებთ. ასევე, ძალიან მოეწონებათ ბავშვებს.

 

ინგრედიენტები:

 

ბანანი 2 ცალი
პლომბირის ნაყინი კარამელით - 100 გ
რძე - 2 ჭიქა
შაქარი - 1 ს/კ
ვანილინი - მწიკვი

 

 

მომზადების წესი:

ბანანი დააბლენდერეთ. დაუმატეთ 2 ჭიქა რძე, 100 გრამი ნაყინი და შაქარი, მწიკვი ვანილინი. ეს ყველაფერი ერთად დააბლენდერეთ. ჩაასხით მაღალ ჭიქებში და ჩაყარეთ ყინულის კუბები. ჭიქას ჩამოაცვით ბანანის მრგვალი ნაჭერი და პიტნის ფოთლით მორთეთ.

გემრიელად მიირთვით!