საინტერესო ფაქტები პურის შესახებ - Gemrielia.ge

საინტერესო ფაქტები პურის შესახებ

ყველა ჩვენგანი ყოველდღიურად მიირთმევს პურს - სენდვიჩის სახით, თაფლით, ჯემით, ყველით, ზოგჯერ დესერტის სახითაც კი. ის მსოფლიოში ყველაზე ხშირად მოხმარებული პროდუქტია. მაგრამ შეიძლება ბევრი რამ არც კი ვიცით პურზე, რომელსაც ათასწლეულებია მიირთმევენ მსოფლიოს ყველა ქვეყანაში.

მსოფლიოში, ყოველდღიურად, დაახლოებით 9 მილიონი პური იჭმევა. ეს საკმარისია 90 მილიონი ბუტერბროდის გასაკეთებლად.

ყველაზე დიდი პური აკაპულკოს ერთ-ერთ საცხობში, მექსიკაში გამოაცხეს 1996 წელს. პურის სიგრძე 720 მეტრი იყო და იანვარში, ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით გამოაცხეს.

სენდვიჩი ბუტერბროდის ამ სახეობას  გრაფ  სენდვიჩის გამო დაერქვა. გრაფი ბანქოს თავგადაკლული მოთამაშე იყო და სწორედ მან მოიფიქრა ხორცის ჩადება ორი პურის ნაჭრის შუა, რათა თამაშისას ხელები არ დასვროდა.

პირველი რბილი და ფუმფულა პური შემთხვევით გამოაცხო ერთმა ძველმა ეგვიპტელმა. მას ცომის გუნდა დარჩა თბილ ღუმელში. რბილი მრგვალი პური კი ბევრად გემრიელი მოეჩვენა ვიდრე ის ლავაშები, რომელსაც იქამდე აცხობდა.

მერფის კანონის თანახმად, კარაქიანი პურის ნაჭერი ყოველთვის კარაქით ქვემოთ ეცემა.

ცხიმიან საკვებს, უმჯობესია, შავი პური მივაყოლოთ, ხოლო კარტოფილი და ხორცი უპუროდ მივირთვათ.

ყველაზე სასარგებლოდ ჭვავის უსაფუარო პური ითვლება, უმჯობესია სრულმარცვლოვანი, ანუ ქერქიანად დაფქული მარცვალი. 

და ბოლოს, სკანდინავიური ლეგენდის თანახმად, თუ გოგო და ბიჭი ერთ პურს მოკბეჩავენ, მათ აუცილებლად შეუყვარდებათ ერთმანეთი.