ბებოების როლი აბიტურიენტების ცხოვრებაში - ჯანსაღი სასუსნავები, რომლებიც მეცადინეობას უფრო ნაყოფიერს გახდის - Gemrielia.ge

ბებოების როლი აბიტურიენტების ცხოვრებაში - ჯანსაღი სასუსნავები, რომლებიც მეცადინეობას უფრო ნაყოფიერს გახდის

 

ეროვნული გამოცდები დაიწყო და, შესაბამისად, აბიტურიენტებისა და მათი მშობლების ნერვიულობამ უკვე პიკს მიაღწია. როგორ შეგვიძლია წავახალისოთ აბიტურიენტები, რომლებსაც გარშემო, ძირითადად, მხოლოდ საყვედურები და უკმაყოფილო რეპლიკები ესმით?

ტექნიკის მაღაზიათა ქსელმა „ზუმერმა“ ახალგაზრდების წახალისება თავის თავზე აიღო და საიმიჯო ვიდეორგოლით გააერთიანა ყველა ის ფრაზა თუ უხერხული სიტუაცია, რომელშიც აბიტურიენტები ხშირად ხვდებიან.

 

ვიდეორგოლი

თუმცა ვიდეორგოლში მთავარი დადებითი მისია, გაამხნევონ და წაახალისონ აბიტურიენტები, ბებოებს აკისრიათ. მათთვის ხომ, პირველ რიგში, ძალიან მნიშვნელოვანია, შვილიშვილები კარგად დანაყრებულები იყვნენ.

ამ გემრიელი და სახალისო სასუსნავების რეცეპტები არამხოლოდ აბიტურიენტებს, მათ ოჯახებსაც შეუმსუბუქებთ გამოცდების პასუხების მიღებამდე დარჩენილ დროს.

 

კენკრისა და მაწვნის კოქტეილი

1 ჩაის ჭიქა მაწონში ჩავყაროთ და კარგად ამოვურიოთ 1.5 ჩაის კოვზი ჩიას მარცვალი და დავტოვოთ 4-5 საათით. მაწონი დავატკბოთ თაფლით, ზემოდან კი საყვარელი კენკრა მოვაყაროთ. უგემრიელესი და ძალიან ჯანსაღი დესერტი მზადაა!

 

ჰუმუსი

კლასიკური ჰუმუსის მოსამზადებლად დაგვჭირდება 3 ჩაის ჭიქა დაკონსერვებული მუხუდო; 1/3 ჩაის ჭიქა ტაჰინის პასტა, 2 კბილი ნიორი, 1 ლიმონის წვენი, გემოვნებით მარილი, ზეითუნის ზეთი და 3-4 კუბი ყინული. ინგრედიენტები დავაბლენდეროთ, სასურველი სისქის მისაღებად დავუმატოთ ცოტა წყალი. შემდეგ დავჭრათ სტაფილო, წითელი და მწვანე ბულგარული წიწაკა, კიტრი და სხვა ბოსტნეული ჯოხებად. გემრიელი, ჯანსაღი და ენერგიის მოსამატებელი წასახემსებელიც მზადაა!

 

გრანოლა

4 ჩაის ჭიქა მსხვილი შვრია; ¼ ჩაის ჭიქა მოუხალავი და გარჩეული მზესუმზირა; ამდენივე გოგრის თესლი, 100 გრამი ნიგოზი, ¼ ჭიქა თაფლი, ¼ ჭიქა შაქარი, მარილი, დარიჩინი ავურიოთ ერთმანეთში და მოვათავსოთ საცხობ თუნუქის ფურცელზე (ე.წ. „ჟაროვნიაზე“). 180 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში 40 წუთის განმავლობაში აცხვეთ და 10-10 წუთში ერთხელ ამოურიეთ. გამზადებული გრანოლა ჩაყარეთ წინასწარ შერჩეულ ქილაში. მისი მოყრა შეიძლება ნაყინზე, მაწონზე, იოგურტზე და სხვა.

 

ქორნდოგი

მის მოსამზადებლად საჭიროა 8ც. რძიანი სოუსი, ¾ ჩაის ჭია სიმინდის ფქვილი, ამდენივე პურის ფქვილი; ¾ ჩაის ჭიქა რძე, 1.5 ჩაის კოვზი გამაფხვიერებელი, ½ ჩაის კოვზი სოდა, 1 ჩაის კოვზი შაქარი, ნახევარი ჩაის კოვზი მარილი, მწიკვი ჯავზი, 2 კვერცხი, ზეთიც შესაწვავად. ცომის მოსამზადებლად ორივე სახეობის ფქვილი შეურიეთ ჯამში და დაამატეთ დანარჩენი მშრალი ინგრედიენტები. ცალკე ჯამში ათქვიფეთ რძე და კვერცხი, შემდეგ მასა დაუმატეთ მშრალ ინგრედიენტებს და შეურიეთ ერთმანეთს. ხის ჩხირებზე წამოაცვით სოსისები, ამოავლეთ მიღებულ მასაში კარგად, გადაიტანეთ კარგად გაცხელებულ ზეთში და 3-4 წუთის განმავლობაში შეწვით. მომზადებული ქორნდოგები გადმოიტანეთ სამზარეულოს ხელსახოცებზე, რომ ზედმეტი ცხიმი მოშორდეს.

 

ენერგიის ბურთულები

ენერგიის ბურთულების მოსამზადებლად დაგვჭირდება 1.5 ჩაის ჭიქა მოხალული მიწისთხილი, ამდენივე კურკაგაცლილი ფინიკი, ¼ ჩაის ჭიქა კაკაო, ცოტა მარილი და წყალი. ჩამოთვლილი ინგრედიენტები დავაბლენდეროთ, დავუმატოთ ცოტა წყალი იმისთვის, რომ კარგად შეიკრას, შემდეგ კი დავამრგვალოთ ბურთულებად. შეგვიძლია შიგნით ჩავუდოთ მთლიანი მიწისთხილი და გავყინოთ.

 

R