8 საკვები, რომელიც ყველაზე ეფექტურად ებრძვის ნაოჭებს და 2 პროდუქტი, რომელზეც უარი უნდა თქვათ
8 საკვები, რომელიც ყველაზე ეფექტურად ებრძვის ნაოჭებს და 2 პროდუქტი, რომელზეც უარი უნდა თქვათ

ნაოჭები ყველა ადამიანს სხვადასხვა ასაკში უჩნდება. ამას მხოლოდ გენეტიკას ვერ მივაწერთ, რადგან, როგორც ამბობენ, „ის ვართ, რასაც ვჭამთ“. გთავაზობთ 8 საკვებს, რომელიც ყველაზე ეფექტურად ებრძვის ნაოჭებს და 2 პროდუქტს, რომელზეც უარი უნდა თქვათ.
 

 

ქათამი კანის გარეშე
 

 

მჭლე ხორცი, როგორიცაა ქათმის მკერდი, ასევე თევზი და ლობიო, ცილებით მდიდარია, რაც კანს სიმკვრივის შენარჩუნებაში ეხმარება.
 

 

ნიორი
 

 

ნიორი სავსეა ანტიოქსიდანტებით, რომლებიც კანს დაზიანებისგან იცავენ და დიდი ხნით უნარჩუნებენ მას ახალგაზრდულ იერს. დაჭრილი ნიორი 10-15 წუთით დააყოვნეთ, სანამ კერძში გამოიყენებთ. ამგვარად მასში შემავალი სასარგებლო ნივთიერებები გააქტიურდება და მის მთელ სიმდიდრეს მიიღებთ.
 

 

მწვანე ჩაი
 

 

ყავის ნაცვლად მწვანე ჩაის მიღება ნამდვილად ჭკვიანური გადაწყვეტილებაა. მწვანე ჩაი პოლიფენოლით არის სავსე. პოლიფენოლი ანტიოქსიდანტია, რომელიც უჯრედებს დაზიანებისგან იცავს, აქვს მატონიზირებელი ეფექტი და იმუნურ სისტემას აუმჯობესებს. დღეში 2-4 ჭიქა მწვანე ჩაი ორგანიზმზეც და კანზეც ძალიან კარგად იმოქმედებს.
 

 

წყალი

 

 

წყალი ყველაზე ჯადოსნური პროდუქტია, რომელსაც ნაკლებად ვაფასებთ ხოლმე. თუ საჭირო რაოდენობის წყალს სვამთ, ე.ი. თქვენს ჯანმრთელობაზე მართლა ზრუნავთ. 

 

ასევე დაგაინტერესებთ:

 

რამდენი ლიტრი წყალი უნდა მივიღოთ ზაფხულში და როგორ მივხვდეთ, რომ ცოტა წყალს ვსვამთ

 

10 მარტივი ხერხი საკმარისი წყლის მისაღებად მაშინაც კი, როცა არ გვწყურია

 

 

 

კენკრა

 

ჟოლო, მარწყვი, მაყვალი... კენკრაში ყველაზე მეტი ანტიოქსიდანტია, ვიდრე სხვა ნებისმიერ ხილში. კენკრა იდეალური პროდუქტია კანისთვის, მისი ნამდვილი მხსნელი, გამაჯანსაღებელი და ნაოჭებისგან დამცავი. ახალგაზრდულობის საიდუმლო გაინტერესებდათ? კენკრა ერთ-ერთი პირველი პასუხია!
 

 

ზეითუნის ზეთი
 

 

ზეითუნის ზეთი - ღმერთების ზეთი! სავსეა ოლეინის მჟავით, რომელიც კანს არბილებს. ასევე შეიცავს E ვიტამინსა და პოლიფენოლს, რაც თქვენს კანს ეხმარება ახალგაზრდული იერის შენარჩუნებაში. იმისათვის, რომ ზეითუნის ზეთისგან მაქსიმალური სარგებელი მიიღოთ, მოერიდეთ მის ზედმეტად გაცხელებას, გამოიყენეთ ცოცხლად, სალათებსა და ბრუსკეტებში.
 

 

 

ორაგული

 

 

ორაგულში შემავალი ომეგა 3 არა მხოლოდ გლუვი კანის შენარჩუნებისთვის, არამედ გულის მუშაობისთვისაც ძალიან კარგია. ორაგულში შემავალ ნივთიერებებს კანის დაზიანებული უბნების აღდგენა, ნაოჭების გასწორება და დაბერების პროცესის შეფერხება შეუძლია.
 

 

ლობიო

 

ქართველებს გვიყვარს ლობიო, ასე რომ ჩამონათვალში ამ პუნქტის დანახვა ნამდვილად გვახარებს. ერთ-ერთმა ავსტრალიურმა კვლევამ აჩვენა, რომ ადამიანებს, რომლებიც ლობიოს, თევზს, ბოსტნეულსა და ზეითუნის ზეთს მიირთმევენ, ყველაზე ნაკლებად აწუხებთ ნაოჭები. კვირაში ერთხელ მაინც თუ მიირთმევთ ლობიოსგან დამზადებულ კერძს, თქვენი კანი ნამდვილად დაგიფასებთ.

 

და ბოლოს, 2 პროდუქტი, რომელსაც უნდა მოერიდოთ:
 

 

კოფეინი და შაქარი

 

მეცნიერთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ყავა ნაოჭების განვითარებს უწყობს ხელს ისეთი ჰორმონების გაზრდით, როგორიცაა ადრენალინი და ნორადრენალინი. შაქრიანი საკვებისა და სასმელების მიღება კი კოლაგენს აზიანებს - ცილას, რომელიც ყველაზე მეტად სჭირდება კანს. შაქარზე სრულად უარის თქმა არ მოგიწევთ, უბრალოდ მაქსიმალურად შეამცირეთ ქარხნული წარმოების და შაქრის მაღალი შემცველობის მქონე პროდუქტების მიღება.

 

გახსოვდეთ, თქვენი კანი ნამდვილად დაგიფასებთ თითოეულ სასიკეთო ნაბიჯს, რომელსაც მის სასარგებლოდ გადადგამთ.


 

მასალის გამოყენების პირობები
9 ივლისი, 2020 01:07 p.m.
ნანახია: 322