ქილებს ყოველ წელს ამ 3 წესის დაცვით ვასუფთავებ და მწნილი თუ მურაბა ერთხელაც არ გამფუჭებია
ზაფხულის პერიოდში თითქმის ყველა ოჯახში მზადდება მურაბები, მწნილები, საწებლები და სხვ. მათს კარგ გემოსა და სიჯანსაღეს ბევრი ფაქტორი განაპირობებს, თუმცა უპირველესი, რამაც შეიძლება მთელი მარაგი გაგიფუჭოთ, ცუდად მომზადებული ქილებია.
ქილა, პირველ ყოვლისა, კარგად გასუფთავებული უნდა იყოს. საფუძვლიანად უნდა გავასუფთავოთ ყველა იმ მავნე ბაქტერიისგან, რომლებიც ქილებსა და სახურავებზე იკავებენ ადგილს.
გთავაზობთ 3-კომპონენტიან რუტინას, რომელიც თქვენი ქილების იდეალურად გასუფთავებისთვის დაგეხმარებათ.
1. გარეცხილ ქილებში ჩაყარეთ თითო-თითო ჩაის კოვზი სოდა და სამზარეულოს ღრუბელით კარგად გაწმინდეთ.
ასევე გაწმინდეთ ქილის თავსახურები.
2. შემდეგ ქილებიც და თავსახურებიც გამდინარე წყლით გარეცხეთ.
3. ქილებში თითო-თითო სუფრის კოვზი წყალი ჩაასხით და მიკროტალღურ ღუმელში მაქსიმალურ სიმძლავრეზე 3-5 წუთით მოათავსეთ. დიდი ქილები გვერდულად მოათავსეთ.
თავსახურების გასტერილებისთვის ქვაბში ცოტა წყალი აადუღეთ და მდუღარეში ჩაყარეთ თავსახურები. 3 წუთით გააჩერეთ და შემდეგ სუფთა თეფშზე დააწყვეთ.
ასე მომზადებულ ქილებში ნებისმიერი რამ შეგიძლიათ ჩაასხათ და დარწმუნებული იყოთ, რომ თქვენს ზამთრის მარაგს საფრთხე არ ემუქრება.