10 ყველაზე ჯანსაღი და სასარგებლო ზეთი, რომელიც სამზარეულოში უნდა გქონდეთ
10 ყველაზე ჯანსაღი და სასარგებლო ზეთი, რომელიც სამზარეულოში უნდა გქონდეთ

 

ზეითუნის, სიმინდის, ყურძნის წიპწის ზეთი... ცივად დაწურული თუ რაფინირებული, ყველას თავისი ადგილი აქვს სამზარეულოში.

 

თუ ჯერ კიდევ არ იცით, როგორ უნდა შეარჩიოთ ყველაზე ჯანსაღი ზეთი, რომელია კერძისთვის და სალათისთვის საუკეთესო, მაშინ ჟურნალ Time-ში გამოქვეყნებულ სტატიას გაეცანით. 

 

წარმოგიდგენთ 10 საუკეთესო ზეთის თვისებებს სხვადასხვა ქვეყნების კულინარიიდან
გურმანებო, სანამ ზეთის გამოყენებას გადაწყვეტთ. მნიშვნელოვანია შეაფასოთ რეცეპტის საჭიროებები და ზეთის გავლენა თქვენ ორგანიზმზე. გაითვალისწინეთ, რომ თუ ჯანსაღი ცხოვრების წესს დიდი ყურადღებას აქცევთ, მაშინ ნამდვილად თანამედროვე ადამიანი ხართ და ზეთი შეუცვლელია თქვენს სამზარეულოში.

 


შესაწვავად - თუ ზეთის შეძენა  შესაწვავად გსურთ, უნდა აირჩიოთ ნეიტრალური არომატით, მაღალი აალებადი ზეთი. ასეთი ზეთი უფრო დახვეწილი, რადგან ქიმიური დამუშავების პროცეს განიცდის, გაფილტვრის ან მაღალი ტემპერატურის გათბობის გზით ამოღებულია მგრძნობიარე მინარევები. მაღალი აალებადობით გამოირჩევა - კანოლას ზეთი, ზეითუნის ზეთი, ავოკადოს ზეთი, მცენარეულ ზეთი, მზესუმზირის და სიმინდის ზეთები

 


ცხობისთვის საუკეთესოა - წიპწის ზეთი, ქოქოსის ზეთი და მცენარეული ზეთი
თუ გემოები უფრო მეტად გადარდებთ, მაშინ არჩევანი უნდა გააკეთოთ საშუალო წვის ზეთზე, ესენია: კანაფის ზეთი, ზეითუნის ზეთი, ზაფრანის ზეთი, არაქისის ზეთი და სეზამის ზეთი.


ხოლო თუ ანტიოქსიდანტური თვისებების და ქოლესტერინის წვა განაღვლებთ, მაშინ ცივად გამოწურულ ყურძნის წიპწის და სეზამის ზეთს გირჩევდით .

 

 


ახლა კი გაგაცნობთ, 10 ყველაზე პოპულარულ და გამორჩეულ ზეთს მსოფლიო კულინარიიდან:

 


მზესუმზირის ზეთი 

 


 თუ თქვენ მაინც სკეპტიკურად უყურებთ მცენარეულ და კანოლის ზეთებს, შეგიძლიათ არჩევანი მზესუმზირის  ზეთზე გააკეთოთ. მეცნიერები  ამბობენ, რომ მზესუმზირის ზეთი დაბალანსებულია გაჯერებული ცხიმებით, მასში მაღალია ომეგა 9-ის შემცველობა, აქვს ნეიტრალური არომატი და მაღალი წვის წერტილი. სინამდვილეში, 510 გრადუსზე ტემპერატურას აღწევს მას აქვს ყველაზე მაღალი წვის  წერტილი ყველა ჩამოთვლილი ზეთებიდან. მზესუმზირის ზეთი იყიდება როგორც ქიმიურად დამუშავებული, ისე ზეითუნის ზეთის მსგავსად ცივი დაწნეხით. მზესუმზირის ზეთი გაჯერებულია E ვიტამინით და ფოლიუმის მჟავით
საუკეთესოა: შესაწვავად და საუზმეში გამოსაყენებლად.
არ არის რეკომენდებული: სალათებში მაღალცხიმინობის გამო.

 


ზეითუნის ზეთი

 


დღეს ბევრი ადამიანი მოიხმარს ზეითუნის ზეთს, განსაკუთრებულად პოპულარულია ბავშვების კვების რაციონში. ის შეიცავს გულისთვის სასარგებლო მონო-ცხიმებს და ხარისხიან ბოთლს ნამდვილად შეუძლია გემოთი ავანტიურიზმამდე მიგიყვანოთ. მის ნაკლად შეიძლება ჩავთვალოთ დაბალი წვის წერტილი (325 – დან 375 გრადუსამდე F).
ზეთის სამკურნალო და კოსმეტიკური თვისებები მისი მიღების მეთოდებზეა დამოკიდებული.
საუკეთესოა: შეწვისთვის და „დრესინგისთვის“.


ყურძნის წიპწის ზეთი 

 


მისი დღიური  მოხმარება შეადგენს 4 მგ, ის აუცილებელია ორგანიზმის ნორმალური ზრდისა და კანის ეპითელიუმის რეგენერაციისათვის.  ამცირებს სისხლში ქოლესტერინის დონეს. თანამედროვე ექიმები რეკომენდაციას უწევენ ჯანსაღი კვების რაციონში მის გამოყენებას, ყურძნის წიპწის ზეთი თავისი ანტიოქსიდანტური თვისებებით  C ვიტამინს 18,4-ჯერ აღემატება, ხოლო E ვიტამინს 50-ჯერ. მან მოხსნა რეკორდი ყველა მცენარეულ სასალათე ზეთს  შორის. დიახ, პიკანტურ და დაუვიწყარ გემოს აძლევს ნებისმიერი სახის მცენარეულ სალათას. 


ყურძნის წიპწის ზეთი ფილტრის როლს ასრულებს ორგანიზში, იცავს ქსოვილს ულტრაიისფერი სხივების მავნე ზემოქმედებისგან. ყურძნის ინტენსიური გემო ერთიანობაში მოგვაგონებს ძმრის და ზეთის სინთეზს, ამიტომ „დრესინგებში“ აქტიურად გამოიყენება. არ გეჩვენებათ, ყურძნის წიპწის ზეთი როგორც კოსმეტიკური საშუალება აახლებს ეპითელურ უჯრედს და ნაბახუსევზე უებარი წამალია.
საუკეთესო თვისებები: ცივად გამოწურული კარგია სალათებში, „დრესინგებში“, ასევე გამოიყენება როგორც სამკურნალო საშუალება. 
არ არის რეკომენდირებული წვისთვის

 


კანოლას ზეთი

 


არ ვიცი გსმენიათ თუ არა მასზე, მაგრამ გეტყვით, რომ კანაფის ზეთს მხოლოდ ერთი ნაბიჯი აშორებს. კანოლას ზეთს ბევრი უკუჩვენება ახასიათებს, ზოგიერთ ადამინს მასზე აუტანლობაც კი აქვს. თუმცა გურმანებისთვის მეტად საინტერესო პროდუქტია. ამ დროს, კანოლას ზეთს ხშირად არაჯანსაღ პროდუქტადაც მოიხსენებენ, რადგან ისინი მას შემწვარ საკვებს უკავშირებენ. კანოლას ზეთი კარგად უძლებს მგზავრობას. კარგად იწვის, რაც ქიმიურად დამუშავების ბრალია, მაგრამ ეს გავლენას არ მოახდენს თქვენს ჯანმრთელობაზე, რადგან მის მიღებას იშვიათად გირჩევთ და უფრო მეტად არომატისთვისაა განკუთვნილი
საუკეთესოა: შეწვა, მოხალვა და გამოცხობა.
არ არის რეკომენდებული: სალათებში და  სამკურნალო საშუალებებში.

 

 


ავოკადოს ზეთი

 


მას ქოქოსის ზეთის მსგავსად, ახალი თაობის ზეთს უწოდებენ. იგი პოპულარობით სარგებლობს ჯანსაღი კვების მოყვარულ საზოგადოებაში. თუმცა, ქოქოსის ზეთისგან განსხვავებით, მას არ აქვს დიდი რაოდენობით გაჯერებული ცხიმი. ამასთან, ის შეფუთულია გულის ჯანმრთელ მონო-ცხიმოვან ცხიმებით, მას აქვს მაღალი წვის  წერტილი (375 – დან 400 გრადუსამდე F) და ნეიტრალური არომატი, ქიმიური დამუშავების გარეშე. ავოკადოს ზეთი ძვირადღირებული პროდუქტია.
საუკეთესოა: შესაწვავად
არ არის რეკომენდებული: ბიუჯეტური სამზარეულოსთვის

 

 


მცენარეული ზეთი

 


მცენარეული ზეთი კანოლას ზეთის მსგავსია. ის ასევე ქიმიურად დამუშავებულია, აქვს ანალოგიურად მაღალი წვის წერტილი (400-დან 450 გრადუსამდე F) და ნეიტრალური არომატი. ის საუკეთესოა შებრაწვისთვის, გახურებისთვის და ცხობისთვისაა. ის არ არის ყველაზე ჯანმრთელი ზეთი, რადგან ქიმიური დამუშავება ანადგურებს ბუნებრივ მინერალებს და ამიტომაც მას აქვს მაღალი აალებადი წერტილი.
საუკეთესოა: შესაწვავად , მოსახალად  და გამოსაცხობად
არ არის რეკომენდებული: სალათებში და  სამკურნალო საშუალება

 

 


არაქისის ზეთი

 


არაქისის ზეთი არის ერთ-ერთი ყველაზე არომატული ზეთი. მისი გამოყენება რეკომენდირებულია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გსურთ საკვებს არაქისის არომატი შეძინოთ. გირჩევთ არაქისის კარაქი გამოიყენოთ ნამცხვრის ცხობისას, იგი ასევე საუცხოოა კრემებში. ბოსტნეულის და კანაფის ზეთის მსგავსად, ის ასევე ქიმიურად დამუშავებულია და გაჯერებულია ცხიმებით.
საუკეთესოა: შესაწვავად  და საუზმეზე
არ არის რეკომენდებული: საკვებს მკვეთრად უცვლის გემოს

 

 


სეზამის ზეთი

 


წარმოგიდგენთ კიდევ ერთ ძალიან არომატულ  სეზამის ზეთს. მას ყველაზე ხშირად აზიურ სამზარეულოში იყენებენ. სულ ცოტაც რომ დაამატოთ კერძს სულ სხვა გემოვნურ თვისებებს სძენს მას. ეს არის შესანიშნავი ალტერნატივა არაქისის ზეთისთვის, თუ თქვენ გაქვთ არაქისის ალერგია (ან უბრალოდ არ გიყვართ არაქისის არომატი). ზეითუნის და წიპწის ზეთის მსგავსად, ის ცივად დაწურული უნდა მიიღოთ, ვიდრე ქიმიურად დამუშავებული.
საუკეთესოა: ცხიმში მოსათუშად
არ არის რეკომენდებული: საკვებში, რომელსაც არ გინდათ, რომ სეზამის მსგავსი გემო შესძინოთ

 

 


სელის ზეთი

 


ამ ზეთს რამდენიმე საინტერესო თვისება აქვს: ის შეიცავს ომეგა -3-ს რის გამოც, შეგიძლიათ უფრო ხშირად გამოიყენოთ საკვებად. სელის ზეთი საკმაოდ მგრძნობიარეა ჰაერთან და მზესთან ურთიერთქმედებისას.  იწყებს სწრაფად ჟანგვას და შეიძლება მომწამვლელი რეაქცია ჰქონდეთ. ამიტომ შეიძინეთ მცირე ზომის ბოთლები, რომლებშიც გადაანაწილებთ დ  შეინახავთ გრილ ბნელ ადგილას.
საუკეთესოა: ჰუმუსში, სოუსებში და გამოიყენება როგორც სამკურნალო საშუალება
არ არის რეკომენდებული: ყოველდღიურ საკვებ რაციონში

 


ქოქოსის ზეთი

 

 

მას გარკვეულ „ბაბლში“ გავრცელებულ ზეთს ეძახიან, მაგრამ ქოქოსის ზეთს არ შეუძლია ისეთი სასწაულების მოხდენა, როგორც მას აღწერენ. სინამდვილეში, როგორც კრემი მართლაც ძალინ კარგი პროდუქტია (გამოყენება სილამაზის ინდუსტრიაში), მაგრამ როდესაც საქმე საჭმლის მომზადებას ეხება, უნდა დაფიქრდეთ...
სინამდვილეში, გარკვეული ნიშნებით, ის ისეთივე ჯანმრთელია, როგორც კარაქი, მაგრამ  ისევე როგორც კარაქი, შეიცავს დიდი რაოდენობით ცხიმს - 12 გრამი 1 სუფრის კოვზით. საუბარი იმაზე, თუ რამდენად კარგია გაჯერებული ცხიმი ადამიანის ორგანიზმისთვის დღემდე საკამათოა. ჰარვარდის ერთ-ერთი პროფესორის მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ქოქოსის ზეთი ზრდის ორგანიზმში "კარგ" და "ცუდ" ქოლესტერინს, რაც ყველაზე მეტად გულის ჯანმრთელობას ეხება.
საუკეთესოა: ცხობისთვის
არ არის რეკომენდებული: შეწვისას


თანამედროვე მეცნიერება ნელნელა მივიდა იმ აზრზე, რომ ის პროდუქტი მეტად სასარგებლოა ორგნაიზმისთვის რომელიც ჩვენთვის ენდემურია და ჩვენი წინაპრები გამოიყენებდნენ მას ინტენსიურად საუკუნეების მანძილეზე. არჩევანი კი თქვენთვის მოგვინდია.

მასალის გამოყენების პირობები
13 ივლისი, 2020 10:33 a.m.
ნანახია: 783