ვაშლის სტივ ჯობსი - ოლივიე ლეფევრის არტ-პროექტი - Gemrielia.ge

ვაშლის სტივ ჯობსი - ოლივიე ლეფევრის არტ-პროექტი

რასთან ასოცირდება ვაშლი თქვენთვის? ადამ და ევასთან? ან იქნებ იმ ქალღმერთებთან, რომელთაგან თითოეულს თავი ულამაზესი ეგონა? კანადელ ოლივიე ლეფევრს ვაშლის დანახვაზე სტივ ჯობსი ახსენდება. სწორედ ამიტომ გადაწყვიტა მისი პორტრეტის შექმნა, რომლისთვისაც 3750 ვაშლი დასჭირდა.

მონრეალში მცხოვრებმა ხელოვანმა ამ პორტრეტის შექმნაზე 40-50 საათი დახარჯა, რამოდენიმე ყუთი ვაშლი იყიდა, ზოგიც ხეების ქვეშ, ჩამოცვენილი შეაგროვა. მას შემდეგ, რაც ეს ლეგენდარული ხილი ისააკ ნიუტონს დაეცა თავში, ვაშლი ჭკუასთან და არასტანდარტულ გადაწყვეტილებებთან ასოცირდება. სწორედ რომ შესაფერისი მასალაა სტივ ჯობსის პორტრეტისთვის, ასე არ არის?

პორტრეტის დედნად ოლივიემ ჟურნალ "თაიმის" ყდაზე გამოსახული ფოტო შეარჩია. პროპორციის უკეთ დასაცავად კი მავთულები გააბა .  პორტრეტის ზომა  6.5 *4.5 მეტრია. 

მოგვიანებით, ეს უჩვეულო პორტრეტი ადგილობრივი ირმების სადილად იქცა. იმედია, მათ სათანადოდ დააფასეს ასეთი მომსახურება.