პიკნიკი და გრილი – პრაქტიკული რჩევები მათთვის, ვინ ტყეში გასვლას აპირებს - Gemrielia.ge

პიკნიკი და გრილი – პრაქტიკული რჩევები მათთვის, ვინ ტყეში გასვლას აპირებს

ხორცეულისა და ბოსტნეულის შეწვა არასდროს კარგავს აქტუალობას. ზოგს ქათმის ხორცი უყვარს, ზოგს – ღორის, ძალიან ბევრი კი უპირატესობას შემწვარ სოსისს ანიჭებს. არ აქვს მნიშვნელობა, სად შეწვავთ სახლში, აივანზე, ეზოსა თუ ტყეში. მთავარია, შექმნათ სასიამოვნო განწყობა და იმხიარულოთ საყვარელ ადამიანებთან ერთად. უკანასკნელ პერიოდში კი პიკნიკების ტენდენცია განსაკუთრებულად გააქტიურდა. დახურულ სივრცეებში შეკრება გარკვეული შეზღუდვებითაა შესაძლებელი და ყველა ცდილობს, ტყეში მოაწყოს სასიამოვნო საღამო მეგობრებსა და ოჯახის წევრებთან ერთად. ამ დროს ურთიერთობები განსაკუთრებით უშუალო და სასიამოვნო ხდება. ცეცხლი, გრილი, შამფური, ხორცი, ტკაცუნა სოსისი, ბოსტნეული... რა სჯობს ამ ყველაფრის საკუთარი ხელით მომზადებას!

 

მაშ ასე, თუ თქვენ პიკნიკზე წასვლას ან საკუთარი აგარაკისა თუ  სახლის ვერანდაზე ხორცეულის შეწვას აპირებთ, ჩვენი რჩევები განსაკუთრებით გამოგადებათ. შამფური ამ დროს ტრადიციული მეთოდია, თუმცა დღეს უმეტესობა გრილს ანიჭებს უპირატესობას მისი მოსახერხებლობის გამო. თან გრილზე სოსისსა და ხორცთან ერთად ბოსტნეულის შეწვაც შეგიძლიათ. 

 

გრილის არჩევა

 

 

უდავოა, რომ ნაკვერჩხალზე შემწვარი საკვები განსაკუთრებით არომატულია. პიკნიკის დროს შეგიძლიათ თან წაიღოთ სპეციალური ნახშირი გრილისთვის, რომელსაც მარკეტებში შეიძენთ. თუმცა დღეს სისწრაფისა და მოსახერხებლობის გამო ეზოსა და აივნისთვის ბევრი გაზის გრილს ანიჭებს უპირატესობას, რომელიც  სპეციალურ ბალონზე ერთდება.

 

გრილის მომზადება

 

პიკნიკზე წასვლის შემთხვევაში თქვენ შეგიძლიათ წაიღოთ გრილის მხოლოდ ის ნაწილი, რაზეც პროდუქტს ალაგებთ და მის დასადებად ტყეში თავადვე შექმნათ ადგილი, სადაც ნაკვერჩხალს დაანთებთ და მასზე დადებთ გრილს ან ტრადიციულ შამფურს გამოიყენებთ.

 

ძეხვეული გრილზე – ბოლო დროის პიკნიკების მთავარი ტრენდი

 

ალბათ, ხშირად გაგიგიათ, რომ ტყეში მწვადს სულ სხვა გემო აქვს და თავადაც ხშირად შეგიწვავთ. თუმცა უკანასკნელ პერიოდში პიკნიკის დროს მთავარ კერძად გრილზე შემწვარი სოსისი იქცა. მიზეზი ალბათ რამდენიმეა. ხორცის მწვადის შეწვა ბევრად უფრო რთულია, ვიდრე სოსისის და ბევრად მეტ დროსაც მოითხოვს. მეორე მხრივ კი არსებობს გრილები, რომელზეც სოსისის შეწვა სულ რაღაც რამდენიმე წუთშია შესაძლებელი ზედმეტი წვალების გარეშე. პიკნიკის დროს მთავარი ხომ დასვენება და გართობაა და არა საკვების მომზადებაზე ზედმეტი დროის კარგვა.

 

გრილზე სოსისის მომზადებასთან დაკავშირებით რჩევებისთვის „ნიკორას“ მივმართეთ. თან ქართულ ბაზარზე სოსისის მოყვარულებისთვის განსაკუთრებული სიახლეცაა. „ნიკორამ“ სულ ახლახანს მომხმარებელს შესთავაზა სამი ახალი სახეობის, პრემიუმ კლასის სოსისები გერმანული გემოთი, რომელიც შესაწვავად  იდეალურია მისი შემადგენლობიდან გამომდინარე. „ბერნერი“ ჰოლანდიური ყველით და „როსტერი“ სოკოთი, წითელი, მწვანე პაპრიკით და ჰოლანდიური ყველით  იდეალურია გრილისთვის. მათი განსაკუთრებული და ამავდროულად ნოყიერი არომატები პიკნიკს ძალიან უხდება.

 

 

„ნიკორას“ რჩევები კი ასეთია:

 

სოსისების შესაწვავად ნაკლებად გახურებული გრილია საჭირო, მაღალი ტემპერატურა პროდუქტს გარსაცმს დაუწვავს და შიგნით გაცხელებას ვერ მოასწრებს. ეს განსაკუთრებით საყურადღებოა სოსისების „როსტერისა“ და „ბერნერის“ შემთხვევაში, რადგან მათი გარსაცმი, როგორც გერმანული ანალოგების მსხვილი კალიბრისაა. შემადგენლობაში შემავალი ყველი, სოკო, წითელი და მწვანე პაპრიკა კი კარგად უნდა გაცხელდეს ხორცთან ერთად, რომ გემოები გაერთიანდეს და მისი არომატი სრულად შეიგრძნოთ. სწორედ ამიტომ არ არის საჭირო მაღალი ტემპერატურა. შეწვისთვის საჭირო დრო დამოკიდებულია თქვენს გემოვნებაზე, ვისაც რა დონეზე შემწვარი სურს. რაც შეეხება მესამე, ახალი სახეობის სოსისს, „ფრანკფურტერს“, ეს ძირითადად მოსახარშად განკუთვნილი პროდუქტია, რომელიც მძფრი გემოთი არ  გამოირჩევა, მაგრამ შეგიძლიათ შესაწვავადაც გამოიყენოთ.  ესეც გემოვნებაზეა დამოკიდებული. „ფრანკფურტერი“ საუკეთესოა ყველსა და ბოსტნეულთან ერთად.  გემრიელად მომზადებული საკვები კარგი პიკნიკის ერთ–ერთი აუცილებელი პირობაა.

 

 

მოიწყვეთ პიკნიკი პარკში, მდინარის პირას, ტყეში, აგარაკის ეზოში ან ვერანდაზე. განიტვირთეთ და  ისიამოვნეთ გემრიელი საკვებით.