რომელი საკვები იწვევს პირის ღრუში უსიამოვნო სუნს და რომელი პროდუქტებით შეიძლება მისი გაუმჯობესება - Gemrielia.ge

რომელი საკვები იწვევს პირის ღრუში უსიამოვნო სუნს და რომელი პროდუქტებით შეიძლება მისი გაუმჯობესება

პირის ღრუში არასასიამოვნო სუნის მიზეზი ჰიგიენის ნორმების დარღვევის გარდა, შეიძლება ამა თუ იმ ორგანოში მიმდინარე ანთებითი ან სხვა სახის პროცესები იყოს. ასეთ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ექიმს უნდა მიმართოთ, მაგრამ თუკი ორგანიზმში ყველაფერი რიგზეა, ე. ი. ისეთ საკვებს მიირთმევთ, რომელიც უსიამოვნო სუნს იწვევს.

 

ზოგიერთი პროდუქტი მისი საოცარი არომატის გამო იმდენად გვიყვარს, რომ, თითქოს, წარმოუდგენელია, მან პირის ღრუში არასასიამოვნო სუნი გამოიწვიოს, მაგრამ ასე არ არის. მაგალითად, ყავა პირს აშრობს და ბაქტერიები უფრო სწრაფად მრავლდებიან.

 

 

კიდევ რა პროდუქტები იწვევს ცუს სუნს?

 

•    ხახვი და ნიორი;

•    წითელი ღვინის ზოგიერთი სახეობა (უსიამოვნო სუნის თავიდან ასარიდებლად ღვინოს წყალი დააყოლეთ);

•    ყველი

•    ტკბილეული

•    თევზი

•    მჟავე საკვები

 

ამათ საპირისპიროდ, რამდენიმე პროდუქტს შეუძლია არასასიამოვნო სუნისგან გაგათავისუფლოთ და პირის ღრუს სწრაფად დაუბრუნოს ბუნებრივი მდგომარეობა. ესენია:

 

 

•    ვაშლი

•    დარიჩინი

•    ალუბალი

•    ბაზილიკი, ისპანახი

•    საზამთრო

•    მწვანე ჩაი