ხელს უშლის სიმსივნის განვითარებას და... - რამდენიმე მიზეზი, თუ რატომ უნდა მიირთვათ მოცვი
ოდესმე გაგისინჯავთ მოცვი? მოგწონებიათ მისი გამორჩეულად მკვეთრი მოტკბო-მომჟავო გემო? თუ ასეა, მაშინ ამ სტატიის წაკითხვის შემდეგ უფრო მეტად მოგეწონებათ, როდესაც შეიტყობთ თუ რა საოცარ კენკრასთან გვაქვს საქმე. მათთვის, ვისაც არასოდეს გაუსინჯავს ეს არაჩვეულებრივი საკვები და ასევე მათთვის, ვინც უკვე კარგად იცნობს, შემოგთავაზებთ პატარა შესავალს, სანამ უშუალოდ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ მის საოცარ თვისებებზე ვისაუბრებთ.
მოცვი არის ხილი, რომელიც მიეკუთვნება Vaccinium-ის გვარს. ყველაზე მეტად ცნობილია გარეული მოცვი ანუ დაბალი მოცვი, რომლის მეცნიერული სახელწოდებაა Vaccinium angustifolium და მაღალბუჩქოვანი ლურჯი მოცვი ე. წ. Vaccinium corymbosum. საქართველოში გავრცელებულია მისი 4 სახეობა: მთის მოცვი ((Vaccinium myrtillus), წითელი მოცვი (Vaccinium vitis-idea), ლურჯი მოცვი და კავკასიური მოცვი.
რა სარგებლობა მოაქვს მოცვს ჯანმრთელობისთვის:
აფერხებს სიბერის პროცესს
გარდა გენეტიკური ფაქტორებისა, რასაც აშკარაა, რომ წინ ვერ აღვუდგებით, უნდა განვიხილოთ თავისუფალი რადიკალების ნეგატიური გავლენა ორგანიზმზე, როგორც სიბერის ხელშემწყობ ძირითად ფაქტორზე. ამ შემთხვევაში მოცვი ჩვენთვის იმედის სხივია, რათა რაც შეიძლება დიდხანს დავრჩეთ ახალგაზრდა და მომხიბვლელი – ეს სუპერსაკვები ანტიოქსიდანტების რაოდენობით პირველ ადგილს იკავებს, ეს ძირითადად ლურჯი ფერის პიგმენტ ანტოციანინის წყალობით ხდება, რომელიც გარდა მაღალი ანტიოქსიდანტური თვისებისა იცავს მხედველობის ნერვს დეგენერაციული პროცესებისგან.
ვიტამინი C სიუხვე ასევე, კიდევ ერთი მტკიცებულებაა მოცვის სიბერის საწინააღმდეგო თვისების ეფექტურობისა – ხელს უშლის თმის ცვენას, ნაოჭების, ასაკობრივი ლაქების, კატარაქტის, დემენციისა და ალცჰეიმერის დაავადების განვითარებას. ამიტომ, მიირთვით მოცვი, ამით თქვენს ორგანიზმს ანტიოქსიდანტებით სრულად უზრუნველყოფთ!
კურნავს საშარდე გზების ინფექციებს
საშარდე გზების კედლებზე ისეთი ბაქტერიების ფორმირება როგორიცაა E-coli, იწვევს სხვადასხვა სახის ინფექციებს, რის შედეგადაც იწყება ანთებითი პროცესები, ტკივილისა და წვის შეგრძნება შარდის გამოყოფის დროს და სხვა გართულებები. ასეთ ვითარებაში მოცვს შეუძლია სერიოზული დახმარება გაუწიოს პაციენტს, რადგან მის შემადგენლობაში შედის რთული ნაერთი, პოლიმერის მსგავისი მოლეკულები, რომელიც აფერხებს ანთების გამომწვევი ბაქტერიების ზრდას. ამასთან, გააჩნია გამოხატული ანტიბიოტიკური თვისებები, რაც უფრო აძლიერებს მის ეფექტს. ეს ძლიერი მოლეკულები ასუფთავებს საშარდე გზების კედლებს ბაქტერიებისგან და ხელს უშლის ინფექციის განვითარებას. დღემდე, აღნიშნული ნაერთი აღმოჩენილია მხოლოდ შტოშსა და მოცვში.