კომპანია "მადაგონი“ ქსელის გაფართოებას იწყებს და გორში მასშტაბურ სუპერმარკეტს ხსნის - Gemrielia.ge

კომპანია "მადაგონი“ ქსელის გაფართოებას იწყებს და გორში მასშტაბურ სუპერმარკეტს ხსნის

კომ­პა­ნია „მა­და­გო­ნი“ ქსე­ლის გა­ფარ­თო­ე­ბას გეგ­მავს და სექ­ტემ­ბერ­ში ქა­ლაქ გორ­ში მას­შტა­ბურ სუ­პერ­მარ­კეტს ხსნის. ახა­ლი სა­შუ­ა­ლო ზო­მის სუ­პერ­მარ­კე­ტე­ბი გა­იხ­სნე­ბა თბი­ლის­სა და ზეს­ტა­ფონ­შიც.

 

გო­რის სუ­პერ­მარ­კე­ტი 700 კვად­რა­ტულ მეტრ ფარ­თობ­ზე გა­იხ­სნე­ბა და წარ­მოდ­გე­ნი­ლი იქ­ნე­ბა სურ­სა­თი­სა და სა­ო­ჯა­ხო პრო­დუქ­ცი­ის სრუ­ლი ასორ­ტი­მენ­ტი. რო­გორც „მა­და­გონ­ში“ გან­მარ­ტა­ვენ, ქა­ლაქ­ში მსგავ­სი მას­შტა­ბის სუ­პერ­მარ­კე­ტი ამ დრომ­დე არ ფუნ­ქცი­ო­ნი­რებს და გო­რის მცხოვ­რებ­ლე­ბის­თვის ის და­მა­ტე­ბით კომ­ფორ­ტს შექ­მნის.

 

გარ­და ამი­სა, კომ­პა­ნია და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლოს ბაზ­რის ათ­ვი­სე­ბას გეგ­მავს, რა­საც იმე­რე­თის რე­გი­ო­ნი­დან იწყებს.

 

 

"მა­და­გო­ნი“ სა­ქარ­თვე­ლოს ბა­ზარ­ზე უკვე მე-11 წე­ლია ოპე­რი­რებს და მარ­თავს 10 სუ­პერ­მარ­კეტ­სა და 6 რეს­ტო­რანს, რო­მე­ლიც რო­გორც თბი­ლის­ში, ისე რუს­თავ­შია თავ­მოყ­რი­ლი. ამას­თან, „მა­და­გო­ნის“ ერ­თგუ­ლი მომ­ხმა­რებ­ლის­თვის კარ­გად არის ცნო­ბი­ლი მისი ლუდ­სა­ხარ­ში, სა­დაც, არა­პას­ტე­რი­ზე­ბუ­ლი, ნა­ტუ­რა­ლუ­რი ლუდი მზად­დე­ბა და კომ­პა­ნი­ის რეს­ტორ­ნებ­სა და პა­ბებ­ში საკ­მა­ოდ ხელ­მი­საწ­ვდომ ფა­სად არის წარ­მოდ­გე­ნი­ლი. ცნო­ბი­ლია მისი გე­მოვ­ნუ­რი თვი­სე­ბე­ბიც: იმის გამო, რომ „მა­და­გო­ნის“ ლუდს კონ­სერ­ვან­ტე­ბი და სხვა და­ნა­მა­ტე­ბი არ აქვს და ნა­ტუ­რა­ლურ ინ­გრე­დი­ენ­ტებ­ზეა დამ­ზა­დე­ბუ­ლი, ინარ­ჩუ­ნებს გან­სა­კუთ­რე­ბულ გე­მოვ­ნურ თვი­სე­ბებს.

 

კომ­პა­ნი­ის ქსელ­ში შე­მა­ვალ რეს­ტორ­ნებ­ში წარ­მოდ­გე­ნი­ლია ქარ­თულ-ევ­რო­პუ­ლი კერ­ძე­ბი, რო­მე­ლიც ხელ­მი­საწ­ვდო­მი ფა­სე­ბი­თა და მდი­და­რი გე­მოვ­ნუ­რი თვი­სე­ბე­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვა. რეს­ტორ­ნე­ბის შეფ-მზა­რე­უ­ლე­ბი მუდ­მი­ვად ზრუ­ნა­ვენ მე­ნი­უს გა­ნახ­ლე­ბა­ზე და ცდი­ლო­ბენ, ის სტუმ­რე­ბის მო­თხოვ­ნებს მო­არ­გონ. პრო­დუქ­ტე­ბი კი, რომ­ლი­თაც კერ­ძე­ბი მზად­დე­ბა ხა­რის­ხის მკაცრ კონ­ტროლს გა­დის.

 

 

ასე­ვე, „მა­და­გო­ნის“ სა­კონ­დიტ­რო ცნო­ბი­ლია თა­ვი­სი სა­ფირ­მო ტკბი­ლე­უ­ლით, რო­მე­ლიც რო­გორც თბი­ლის­ში, ისე რუს­თავ­ში მცხოვ­რე­ბი მომ­ხმა­რებ­ლე­ბის­თვის მა­ღა­ლი ხა­რის­ხი­სა და გე­მოვ­ნუ­რი თვი­სე­ბე­ბის გამო შე­უც­ვლე­ლია. „მა­და­გო­ნის“ სა­კონ­დიტ­რო იმა­ზე მკაც­რად აკონ­ტრო­ლებს პრო­დუქ­ტე­ბის ვა­დებს, ვიდ­რე ამას სუ­რა­თის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი მო­ი­თხოვს, სწო­რედ ამი­ტომ მომ­ხმა­რე­ბელს მუდ­მი­ვად მა­ღა­ლი ხა­რის­ხის და უგემ­რი­ე­ლე­სი ნამ­ცხვრე­ბი მი­ე­წო­დე­ბა. ნედ­ლე­უ­ლი კი, რო­მელ­საც „მა­და­გო­ნი“ იყე­ნებს, მუდ­მი­ვად ახა­ლი და ეკო­ლო­გი­უ­რად სუფ­თაა. სა­წარ­მო­ე­ბი კი მა­ღა­ზი­ებ­თან და რეს­ტორ­ნებ­თან მაქ­სი­მა­ლუ­რად ახ­ლოს მდე­ბა­რე­ობს, რომ დღის გან­მავ­ლო­ბა­ში მომ­ხმა­რებ­ლებს უახ­ლე­სი პრო­დუქ­ტი მი­ე­წო­დე­ბო­დეს.

 

 

კომ­პა­ნი­ა­ში გვი­ამ­ბო­ბენ, რომ ბლი­ნის, ხინ­კლი­სა თუ სხვა ნა­ხე­ვარ­ფაბ­რი­კა­ტე­ბის დამ­ზა­დე­ბამ­დე, სა­წარ­მო­ში შე­მო­სუ­ლი ნედ­ლე­უ­ლი ლა­ბო­რა­ტო­რი­ულ შე­მოწ­მე­ბას გა­დის. შე­სა­ბა­მი­სად, სურ­სა­თის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს მიერ დად­გე­ნი­ლი ყვე­ლა ნორ­მა მკაც­რად არის და­ცუ­ლი და დარ­ღვე­ვე­ბის მქო­ნე პრო­დუქ­ტი „მა­და­გო­ნის“ წარ­მო­ე­ბა­ში ვერ ხვდე­ბა.

 

„ნედ­ლე­უ­ლის მიკ­რო­ბი­ო­ლო­გი­უ­რი კონ­ტრო­ლი ხდე­ბა ყვე­ლა პრო­ცე­სის ჩარ­თუ­ლო­ბით. თუ რა­ი­მე დარ­ღვე­ვას აღ­მო­ვა­ჩენთ, პრობ­ლე­მას მყი­სი­ე­რად აღ­მოვ­ფხვრით. ნა­ხე­ვარ­ფაბ­რი­კა­ტე­ბის შე­სა­ნა­ხად კი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი პი­რო­ბე­ბი გვაქვს მო­წყო­ბი­ლი - მათ სპე­ცი­ა­ლურ შოკ-მა­ცი­ვარ­ში ვი­ნა­ხავთ, სა­დაც მიკ­რო­ბე­ბი და ბაქ­ტე­რი­ე­ბი და­ბალ ტემ­პე­რა­ტუ­რა­ზე კვდე­ბა. ეს პრო­ცე­სი ჩვენ ვა­დე­ბის კონ­ტროლ­შიც გვეხ­მა­რე­ბა, ვი­ნა­ი­დან იქ­ნე­ბა ეს ბლი­ნი, ხორ­ცის ხინ­კა­ლი თუ სხვა საკ­ვე­ბი, არ შე­ი­ცავს და­ნა­მა­ტებ­სა და კონ­სერ­ვან­ტებს, ეკო­ლო­გი­უ­რად სუფ­თაა და შე­ნახ­ვის გან­სა­კუთ­რე­ბულ პი­რო­ბებს სა­ჭი­რო­ებს“, - აღ­ნიშ­ნა­ვენ „მა­და­გო­ნის“ ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში.

 

"მა­და­გო­ნის“ გან­ვი­თა­რე­ბის მე­ნე­ჯე­რის ანა ბე­დი­ნე­იშ­ვი­ლის თქმით, კომ­პა­ნია მუდ­მი­ვად ზრუ­ნავს იმა­ზე, არა­თუ შე­ი­ნარ­ჩუ­ნოს ხა­რის­ხი, არა­მედ გა­ა­უმ­ჯო­ბე­სოს ის, შექ­მნას სა­კუ­თა­რი მე­ურ­ნე­ო­ბა და მაქ­სი­მა­ლუ­რად ნა­ტუ­რა­ლუ­რი ნედ­ლე­უ­ლით მო­ა­მა­რა­გოს სა­წარ­მო.

 

 

„არ ვი­ყე­ნებთ არ­ცერთ საკ­ვებ და­ნა­მატს, რად­გან შორ მან­ძილ­ზე დის­ტრი­ბუ­ცია არ გვჭირ­დე­ბა. ვცდი­ლობთ, რომ წარ­მო­ე­ბი­სა და მი­წო­დე­ბის ად­გი­ლი ერ­თმა­ნეთ­თან ახ­ლოს იყოს, რათა დის­ტრი­ბუ­ცი­ის დრო არ გაგ­რძელ­დეს. მომ­ხმა­რე­ბელს ხში­რად აინ­ტე­რე­სებს ხორ­ცის სა­კი­თხიც, ამი­ტომ მინ­და აღ­ვნიშ­ნო, რომ ჩვენ გან­სა­კუთ­რე­ბულ ყუ­რა­დღე­ბას ვუთ­მობთ ამ სა­კითხს და მუდ­მი­ვად ლა­ბო­რა­ტო­რი­ულ კონ­ტროლ­ზე გვყავს ის აყ­ვა­ნი­ლი. ასე­ვე, პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა გვაქვს აღე­ბუ­ლი, გა­რე­მოს რაც შე­იძ­ლე­ბა ნაკ­ლე­ბი ზი­ა­ნი მი­ვა­ყე­ნოთ და ნარ­ჩე­ნებს თა­ვად ვა­მუ­შა­ვებთ“, - აღ­ნიშ­ნა კომ­პა­ნი­ის გან­ვი­თა­რე­ბის მე­ნე­ჯერ­მა.

 

გარ­და სუ­პერ­მარ­კე­ტე­ბი­სა და რეს­ტორ­ნე­ბის ქსე­ლი­სა, ჰოლ­დინ­გი „მა­და­გო­ნი“ ქა­ლაქ რუს­თავ­ში ფლობს ფიტ­ნეს და ეს­თე­ტიკ ცენ­ტრებს, რო­მე­ლიც ასე­ვე ნდო­ბი­თა და ხა­რის­ხი­ა­ნი მომ­სა­ხუ­რე­ბით არის ცნო­ბი­ლი.

 

მა­გა­ლი­თად, კომ­პა­ნი­ის გა­სარ­თო­ბი და რეკ­რე­ა­ცი­ის­თვის გან­კუთ­ვნი­ლი ობი­ექ­ტი "რეკ­რე­ა­ცია“ ქა­ლაქ რუს­თა­ვის მცხოვ­რებ­ლე­ბის ერთ-ერთი საყ­ვა­რე­ლი სივ­რცეა, სა­დაც შე­საძ­ლე­ბე­ლია ბავ­შვის და­ბა­დე­ბის დღის გა­დახ­და, ბო­უ­ლინ­გი­სა და ბი­ლი­არ­დი­სა თა­მა­ში, გემ­რი­ე­ლი კერ­ძე­ბი­სა და სას­მე­ლე­ბის მირ­თმე­ვა და დრო­ის სა­სი­ა­მოვ­ნოდ გა­ტა­რე­ბა.

 

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ჰოლ­დინ­გი არა­ერთ სფე­რო­ში უკვე წარ­მა­ტე­ბით არის წარ­მოდ­გე­ნი­ლი, მთე­ლი რიგი სი­ახ­ლე­ე­ბის და­ნერგვას გეგ­მავს. მათ შო­რის ეს არის მი­ტა­ნის სერ­ვი­სი და აპ­ლი­კა­ცია, რო­მე­ლიც მომ­ხმა­რებ­ლებს პრო­დუქ­ტე­ბის შე­ძე­ნას კი­დევ უფრო გა­უ­მარ­ტი­ვებს.

 

და­არ­სე­ბის დღი­დან „მა­და­გონ­მა“ 500 ადა­მი­ა­ნი და­ა­საქ­მა და მათ­თვის შრო­მის ანა­ზღა­უ­რე­ბა არც პან­დე­მი­ით გა­მოწ­ვე­უ­ლი კრი­სი­ზი­სის დროს შე­უ­წყვე­ტია. კომ­პა­ნი­ის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში აცხა­დე­ბენ, რომ შიდა ქარ­თლსა და და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში ქსე­ლის გა­ფარ­თო­ე­ბით კი­დევ უფრო მეტი ადა­მი­ა­ნის და­საქ­მე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა მი­ე­ცე­მათ, რი­თაც რე­გი­ო­ნე­ბის ეკო­ნო­მი­კუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა­ში თა­ვი­ანთ წვლილს შე­ი­ტა­ნენ.

 

R