„მუცლის ცხიმს წვავს და...“ - ქლიავის ჯიში, რომელიც აგვისტოში იკრიფება და სავსეა ვიტამინებით - Gemrielia.ge

„მუცლის ცხიმს წვავს და...“ - ქლიავის ჯიში, რომელიც აგვისტოში იკრიფება და სავსეა ვიტამინებით

ქლიავი ძალიან სასარგებლო და გემრიელი ხილია. მისი რამდენიმე სახეობა არსებობს. ყველაზე გავრცელებული შავი ქლიავია, რომელიც ჩვენს კულიარიაში აქტიურად გამოიყენება. 

 

ასევე დაგაინტერესებთ: 10 მიზეზი - რატომ უნდა გიყვარდეთ შავი ქლიავი

 

ქლიავის შედარებით იშვიათი, თუმცა ასევე უგემრიელესი და ძალიან  სასარგებლო ჯიშია თეთრი ქლიავი. დასავლეთ საქართველოში მას „თეთრ ხილს“ ან „გვირილას“ ეძახიან. 

 

თეთრი ქლიავის ხე ძლიერი ზრდისაა და თხელი დატოტვა ახასიათებს. მსხვილი და ლამაზი ნაყოფი აქვს, რომელიც ტკბილი გემოთი გამოირჩევა. ამის გამო ხშირად თაფლსაც კი ადარებენ და „თაფლის ხილს“ უწოდებენ. დამწიფებამდე ნაყოფი მწვანეა, ხოლო, რაც უფრო მწიფდება, მით უფრო ყვითლდება და ტკბება - ძირითადად, აგვისტოს თვეში. ნაყოფისგან კომპოტებს, ხილფაფებსა და კონსერვებს ამზადებენ ხოლმე. მეტიც, იგი ერთ-ერთ საუკეთესო საკომპოტე ჯიშად ითვლება. ერთადერთი უარყოფითი მხარე, რაც მას ახლავს, ის არის, რომ მარტივად ზიანდება და ნაყოფიჭამიებიც ეტანებიან. 

 

 

თეთრი ქლიავი მდიდარია C, A, K ვიტამინით, ასევე ბევრ ბოჭკოს, კალიუმს, კალციუმს, ცილას, ფოსფორსა და ფიტონუტრიენტებს შეიცავს.

 

თეთრი ქლიავის სასარგებლო თვისებები:

 

•    აუმჯობესებს საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშაობას;

 

•    ეხმარება ორგანიზმს თავიდან აირიდოს ყაბზობა;

 

•    აუმჯობესებს იმუნურ სისტემას;

 

•    კარგია კბილებისა და ღრძილებისთვის;

 

•    გამოიყენება ანემიის წინააღმდეგ;

 

 

•    წვავს მუცლის ცხიმს და ხელს უწყობს წონაში კლებას;

 

•    ხელს უწყობს შემაერთებელი ქსოვილის აღდგენას;

 

•    აძლიერებეს უჯრედებს, კუნთებს, ეხმარება ორგანიზმს ახალგაზრდობის შენარჩუნებაში;

 

•    ბუნებრივი წამალია ასთმის, ფილტვებისა და გლანდების პრობლემების დროს.

 

როგორც აღვნიშნეთ, ამ ჯიშის ქლიავი ძალიან ტკბილი და გემრიელია (დამწიფებამდე მომჟავო გემო აქვს). იგი ერთ-ერთ საუკეთესო „სუფრის ხილად“ ითვლება. გიზიარებთ, როგორ შეიძლება მისგან ძალიან გემრიელი ჯემის მომზადება.

 

თეთრი ქლიავის ჯემი

 

•    თეთრი ქლიავი - 1 კგ

•    წყალი - 250 მლ

•    შაქარი - 750 გ (ან გემოვნებით)

 

 

კურკაგამოცილი ქლიავი ქვაბში გადაიტანეთ, წყალი დაუმატეთ და საშუალ ცეცხლზე დადგით. მიიყვანეთ ადუღებამდე, შიგადაშიგ ამოურიეთ. დუღილს რომ დაუწყებს, ცეცხლს დაუწიეთ და 20 წთ ხარშეთ. შემდეგ შაქარი დააყარეთ და კარგად ამოურიეთ. ადუღეთ კიდევ 10-15 წუთი. თუკი თერმომეტრი გაქვთ, 105 გრადუსს უნდა მიაღწიოს ჯემის ტემპერატურამ. რაც უფრო დიდხანს ადუღებთ, მასა უფრო გასქელდება და გამუქდება.

 

ჯემი გააგრილეთ და სუფთა ქილებში გადაიტანეთ. წესისამებრ გაასტერილეთ.
 

ასევე დაგაინტერესებთ: ჯემები, რომლებსაც ქართველი დიასახლისები ზაფხულში ამზადებენ