ისინი უბრალო ორცხობილებისაგან ხელოვნების ნიმუშებს ქმნიან – ჭამა დაგენანებათ - Gemrielia.ge

ისინი უბრალო ორცხობილებისაგან ხელოვნების ნიმუშებს ქმნიან – ჭამა დაგენანებათ

ხელოვნებით შთაგონებული ეს პატარა ნამცხვრები ადამიანთა ფანტაზიის უსაზღვროების ნაყოფია. 
წარმოიდგინეთ, შედიხართ საკონდიტროში, ხედავთ ასეთ სილამაზეებს და აღარ იცით შეჭამოთ თუ სუვენირად გამოიყენოთ სახლში.

                   
უნგრელი მზარეულისა და მხატვრის შემოქმედება მინი ნამცხვარზე აღტაცებას იწვევს. კითხვაზე თუ რა არის მისი საიდუმლო– ასე გვპასუხობს: "პრაქტიკა,პარაქტიკა და პრაქტიკა! "

                   
ეს კარაქის ნამცხვარი როკო კუენკას მიერ შეიქმნა. შთაგონების წყაროს თქვენც მარტივად მიხვდებოდით, ეს არის იაპონიის გაზაფხული.
 
                    
ეს ის შემთხვევაა, როდესაც საინტერესო ამავდროულად ძალიან გემრიელია. ლოს–ანჯელესელი გრაფიკული დიზაინერის, ჰოლი ფოქსის შემოქმედება. 

                    
წარმოიდგინეთ, ორცხობილა საყვარელი ცხოველის გამოსახულებით. უნგრეთში თქვენ შეგიძლიათ შეუკვეთოთ სასურველი 3D გამოსახულება ნამცხვარზე.

                     
უნგრელი მხატვრის მიერ შესრულებული  "რომეო და ჯულიეტა" ჯანჯაფილის ნამცხვარზე. ტექნიკური სიზუსტე და ნამცხვარი, რომელსაც ვერ გაიმეტებ საჭმელად.

თქვენ რას ფიქრობთ? მიირთმევდით თუ ვერ გაიმეტებდით შესაჭმელად ამ ულამაზეს ორცხობილებს?