რა იწვევს ქილის აფეთქებას და როგორ ავიცილოთ თავიდან არასასურველი შედეგი - Gemrielia.ge

რა იწვევს ქილის აფეთქებას და როგორ ავიცილოთ თავიდან არასასურველი შედეგი

რატომ ფეთქდება დაკონსერვებული ქილა? – ეს კითხვა ბევრ დიასახლისს ებადება. მოდით, პირველ რიგში, განვიხილოთ ის მიზეზები რომლებიც იწვევენ კონსერვის აფეთქებას.
1. ქილა არ არის საკმარისად სტერილიზებული – სხვადასხვა მიკროორგანიზმები განაგრძობენ მასში არსებობას. ისინი გამოყოფენ ნახშირორჟანგს, რომელიც დროთა განმავლობაში გროვდება კონტეინერში.საბოლოო შედეგი კი გადახურვა და აფეთქებაა.
                           
                                 
2. პროდუქტი არ არის ბოლომდე სუფთა – პროდუქტების არასაკმარისი სიწმინდე შეიძლება გახდეს აფეთქების მიზეზი.
                       
                                 
                                     
3. დანამატი მწვანილი არ არის სტერილიზებული – მწვანილი, რასაც ამატებთ კონსერვს, უმჯობესია ამოავლოთ დუღარე წყალში, მათში არსებული ჰაერის ბუშტუკები ამ გზით გამოთავისუფლდებიან.

                                  
4. არასაკმარისი ძმრის რაოდენობა– ბაქტერიები ვერ ჩერდებიან მჟავე გარემოში, მაგრამ არასაკმარისი რაოდენობის ძმარი, გამოიწვევს მათ მშვიდ არსებობასა და მრავლებას. 

                                    

შემიძლია გამოვიყენო კიტრი თუ ქილა მაინც აფეთქდა? – ეს კითხვა ბევრ დიასახლისს ებადება. 
პასუხი არის– დიახ, შეგიძლიათ. მაგრამ პირველ რიგში უნდა შეფასდეს მდგომარეობა. თუკი მალე მოხდა კონსერვის გაფუჭება, მასში არსებული კიტრი შეგიძლიათ მოათავსოთ სხვა ქილებში, რომლებმაც ჯანსაღად შეინარჩუნეს ფორმა.

შეიძლება ხელახლა დაკონსერვება ?ამისათვის საჭიროა გარეცხოთ ცივი წყლით კიტრები. გაამზადოთ მარილწყალი პროპორციით 30გ მარილი ერთ ლიტრ წყალზე და ჩაალაგოთ მასში გარეცხილი კიტრები.ამის შემდეგ აიღეთ სუფთა ცივი წყალი და და ჩადეთ მასში ბოსტნეული 20წუთით.
ქილები და თავსახურები კარგად გარეცხეთ და გაასტერილეთ.მარილწყალი დატოვეთ იგივე, მაგრამ გაათავისუფლეთ მწვანილებისა და დანამატებისაგან.ორჯერ აადუღეთ, ყოველ ჯერზე 15 წუთით.ამის შემდეგ, ნაყოფი ისევ ჩადეთ გასტერილებულ ქილებში,დაასხით მარილწყალი და დაამატეთ 1ჩკ. ძმარი სამლიტრიან ქილას.

                                    
 

სასარგებლო რჩევები:

1.არ შეამციროთ სტერილიზაციის დრო. მიკრობების გასანადგურებლად, საკმარისია კონსერვის ქილის დაყოვნება ორთქლში დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში, +60 ° ტემპერატურაზე. უფრო მაღალი სითბოს პარამეტრი შეამცირებს სტერილიზაციის დროს. გახსოვდეთ, რომ დიდი ქილები საჭიროებს უფრო მეტ დამუშავებას.
2. ყურადღება მიაქციეთ ბოთლისა და თავსახურის მთლიანობას. თავსახური დაახურეთ რაც შეიძლება მჭიდროდ რომ ჰაერის ნაკადმა ვერ შეძლოს შეღწევა.
3. არ დატოვოთ ღია მდგომარეობაში სუფთა კონტეინერი დიდი ხნის განმავლოვაში და არ შეეხოთ შიდა მხრიდან.
4. შეინახეთ კონსერვები ბნელ და გრილ ადგილას. ოთახის ტემპერატურა უნდა იყოს დაახლოებით + 10 °. სითბო იწვევს გაზების გაზრდას, რაც იწვევს ქილის აფეთქებას.