რატომ ამჯობინებენ დიასახლისები სილიკონს ხის კოვზებს და როგორ უნდა გავრეცხოთ სწორად - Gemrielia.ge

რატომ ამჯობინებენ დიასახლისები სილიკონს ხის კოვზებს და როგორ უნდა გავრეცხოთ სწორად

ბევრისთვის ხის კოვზები სამზარეულოს შეუცვლელი ატრიბუტია. ჩვენ მათ ხშირად ვიყენებთ, შემდეგ კი მხოლოდ სარეცხი საშუალებებით ვრეცხავთ და ვაშრობთ. აღმოჩნდა,რომ უმჯობესია ეს ყველაფერი სხვაგვარად გაკეთდეს.

ექსპერტები გვირჩევენ: ჩაუტარეთ ხის სამზარეულო ატრიბუტებს სტერილიზაცია მდუღარე წყალში 20 წუთის განმავლობაში. რატომ? როდესაც დაიწყებთ ამ გზით გასუფთავებას, ნახავთ, თუ რამდენი ბაქტერია დაგროვდა მათში თვეების განმავლობაში.
თუ ხის კოვზი ბინძურია, წყლის ზედაპირზე ცხიმიანი ფენა გაჩნდება.

 


 

 

ამ მეთოდის გამოყენების შემდეგ ბევრმა დაიწყო კოვზების შეძენა, რათა ხშირად ცვალონ ისინი. ზოგმა კი ხის ნივთები სილიკონიან ატრიბუტებში გაცვალა. თუმცა არიან ადამიანები, რომლებიც ამ აზრს არ იზიარებენ. მათთვის ხის კოვზი შეუცვლელია და რჩება საიმედო იარაღად სამზარეულოში.


                  
ხის კოვზების დადებითი მხარეები: 


1.არის ხელმისაწვდომი.
2.მრავალმხრივ გამოყენებადი.
3.გამძლე.
4.ლითონის ნივთებისაგან განსხვავებით, არ ცხელდება – მისგან დამწვრობას ვერ მიიღებთ.
 

უარყოფითი მხარე:

მათ შეუძლიათ შეინარჩუნონ საკვების არომატი და ცხიმოვანება, განსაკუთრებით, ცხარე კერძების მომზადების შემდეგ. 

 


  

 

ხშირია შემთხვევა, როდესაც ხის კოვზებს მრავალი წლის განმავლობაში იყენებენ და თაობიდან თაობას გადასცემენ.
აუცილებლად უნდა იცოდეთ, რომ არსებობს რამდენიმე ძირითადი წესი: 

 

1. არ შეიძლება ხისგან დამზადებული სამზარეულოს ხელსაწყოების სარეცხ მანქანაში გარეცხვა. ხე ძალიან ბევრ წყალს შთანთქავს, რაც დროთა განმავლობაში აჩენს შეშუპებსა და ბზარებს. ასევე, ჭურჭლის სარეცხ მანქანაში არსებულმა მძლავრმა სითბომ შეიძლება ხის დეფორმაცია გამოიწვიოს.

 

2. გარეცხეთ ხის კოვზები თბილი წყლითა და საპნით. კარგად გაამშრალეთ ნაჭრით.

 

3. თვეში ერთხელ შეგიძლიათ გააპრიალოთ სამზარეულოს ნივთები მცენარეული ზეთით და რბილი ქსოვილით.