საკვები პროდუქტები და რჩევები ჰიპერაქტიური ბავშვებისთვის - Gemrielia.ge

საკვები პროდუქტები და რჩევები ჰიპერაქტიური ბავშვებისთვის

დღევანდელ ეპოქაში, ერთ–ერთი პრობლემა ბავშვებში არის გონების გაფანტულობა.
1973 წელს, ამერიკელმა პედიატრმა, ბენჯამინ ფინგოლდმა აღმოაჩინა, რომ გარკვეული ხელოვნური საკვების ფერებს,არომატებსა და საკვების სხვა დანამატებს შეუძლიათ გაზარდონ ჰიპერაქტიურობა ბავშვებში. ასე გაჩნდა სპეციალური დიეტა.
ჰიპერაქტიურ ბავშვს კვების რეგულირებით შეუძლია გაუმკლავდეს მოუსვენრობასა და გონების გაფანტვას.

                       
                 
ბავშვის მენიუში არ უნდა იყოს: ძეხვეული, ჩიფსი, ტკბილეული და სხვა მავნე პროდუქტები.
ჩვეულებრივ, საუზმეზე და სკოლაში ბავშვები იღებენ დიდი რაოდენობით ნახშირწყლების: სენდვიჩები, ტკბილეულობა,ნამცხვრები. ასეთი ნახშირწყლები სწრაფად იწვევს სისხლში შაქრის დონის აწევას და ბავშვი ხდება აქტიური – მისი შეჩერება, ფაქტობრივად, შეუძლებელია.
                       
საჭიროა ენერგიის თანაბარი გადანაწილება.
უმჯობესია დილით ბავშვმა მიიღოს: ხაჭო, ყველი, კეფირი, რძე, იოგურტი, კეფირი (დანამატების გარეშე). უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ამ პროდუქტების ნაკლებობასაც შეუძლია იმოქმედოს ბავშვის განწყობაზე.
კვერცხი – "გონების საკვები"
დაამატეთ ბავშვის რაციონში მწყერის ან ქათმის კვერცხი.ისინი მდიდარნი არიან საკვები ნივთიერებებით, რომლებიც აუცილებელია სრულფასოვანი განვითარებისა და ზრდისთვის. შეიცავენ უამრავ ქოლინსა და ლეციტინს - ნივთიერებებს, რომლებიც საჭიროა ტვინის უკეთესი ფუნქციონირებისა და ბავშვის ნერვული სისტემის დასაცავად. 
                      
თხილი
ნუში,ნიგოზი,თხილი ისინი შეიცავენ უამრავ ჯანსაღ მცენარეულ ცილას, ცხიმებსა და ნახშირწყლებს. თხილში ბევრი თუთიაა, რომელსაც აქვს სასარგებლო გავლენა ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციონირებაზე და პასუხს აგებს მის მუშაობაზე. იგი ასევე მდიდარია მაგნიუმით, რომლის ნაკლებობაც ორგანიზმში იწვევს შფოთვას, ნერვული სისტემებისა და ძილის  დარღვევას. აღვნიშნავთ, რომ თხილის კარაქი არ არის ისეთივე სასარგებლო, როგორც თხილი, რადგან მასში ძალიან ბევრი შაქარია.
დიახ, ბავშვის სიმშვიდე ღამით დამოკიდებულია იმაზე, თუ რას ჭამს იგი დღის განმავლობაში.

                        
თევზი
ჰიპერაქტიური ბავშვის მენიუში აუცილებლად უნდა იყოს ომეგა–3 ის ცხიმოვანი მჟავები. ომეგა -3 არის სამშენებლო ბლოკი ტვინის უჯრედებისთვის და შესაბამისად, ნერვული კავშირებისთვის. მისმა დეფიციტმა შეიძლება გამოიწვიოს ყურადღების დაქვეითება და ცუდი მეხსიერება.
ხშირად, ბავშვებს არ მოსწონთ თევზის ჭამა. ამ შემთხვევაში შეგიძლიათ გამოიყენოთ ომეგა – 3ის კაფსულები.
                        
ხილი
ჰიპერაქტიურ ბავშვების მენიუში შეგიძლიათ ხილი და ბოსტნეული შეიტანოთ. ეს შეიძლება იყოს ვაშლი, ციტრუსის მსხალი, მაგრამ უმჯობესია უარი თქვათ ბანანზე.