აპრიალებს ვერცხლეულს! - და კიდევ 4 მარტივი ხრიკი სამზარეულოში ფოლგის გამოყენებისთვის - Gemrielia.ge

აპრიალებს ვერცხლეულს! - და კიდევ 4 მარტივი ხრიკი სამზარეულოში ფოლგის გამოყენებისთვის

შემოგთავაზებთ სამზარეულოში ალუმინის ქაღალდის (ფოლგის) გამოყენების 5 მარტივ ხერხს.

 

1. გარეცხეთ ფოლგით


გემრიელი სადილის შემდეგ, ყველაზე მოსაწყენია ჭურჭლის რეცხვაა. მაშინაც კი, თუ თქვენ გაქვთ ჭურჭლის სარეცხი მანქანა. ხშირია შემთხვევა, როდესაც ტაფაზე რჩება რთული მიმწვარი ლაქები. იცოდით? თქვენ შეგიძლიათ ფოლგისგან გააკეთოთ პატარა ბურთულები – ხელოვნური სარეცხი ღრუბელები – ისინი მარტივად ამოიყვანენ ჩამჯდარ ლაქებს. თუმცა, ნუ გამოიყენებთ ფოლგას იმ შემთხვევაში, თუ საქმე გაქვთ სპეციფიურ ლითონთან.

 


 

 


2. დაუბრუნეთ ბრწყინვალება ვერცხლს.


აიღეთ ღრმა ალუმინის ჯამი, ჩადეთ ფოლგის ნაჭერი. დაუმატეთ თითო სუფრის კოვზი მარილი და საჭმელი სოდა, ჩაასხით დუღარე წყალი და 10 წუთის განმავლობაში მოადუღეთ, შემდეგ კარგად გარეცხეთ. ვერცხლი დაიბრუბენს თავის ბზინვარებას.

 


 

 


3. სამზარეულოს მაკრატელი დაბლაგვდა? 


აიღეთ რამდენიმე ფოლგის ფენა და გაჭერით რამდენიმეჯერ დაბლაგვებული მაკრატლით. რამდენიმე წუთში ის ბასრი გახდება.



 

4. მუდმივად სუფთა სამზარეულო

 

დააფინეთ სამზარეულოს თაროებზე ალუმინის ფოლგა და დააწყვეთ დანა–ჩანგალი. ამით სისუფთავეს დიდხანს შეუნარჩუნებთ სამზარეულოს ატრიბუტებს.


ფოლგა იდეალურია გაზქურისთვისაც. დააფინეთ ზედაპირზე ფოლგა, ისე რომ არ იყოს სიახლოვეში ცეცხლთან.


              
 

5. გაუხანგრძლივეთ სიცოცხლე მწვანილს

 

თუკი მწვანილს გაახვევთ სამზარეულოს ფოლგაში ის დიდხანს შეინარჩუნებს სასარგებლო თვისებებს. ასევე გირჩევთ ამ ხერხის გამოყენებას ბანანის შემთხვევაშიც.