როგორ უნდა გამოვიყენოთ საზამთრო წონაში კლებისთვის და დღის რომელ მონაკვეთშია რეკომენდებული მისი მიღება
აგვისტო და სექტემბერი საუკეთესო დროა საზამთროს შესაძენად. მისი დადებითი მხარეებია:
1.დაბალი კალორიულობა.
2. ვიტამინების: C,A,B1,B5– ის შემცველობა
3. საზამთროს 97% წყალია, რაც განაპირობებს აქტიურ ჰიდრაციას.
4. ამცირებს კიბოს წარმოქმნის ალბათობას.
1. შეიძინეთ საზამთრო მაღაზიებში ან კარგად აღჭურვილ დახურულ სივრცეში. ნუ შეიძენთ საზამთროს მაგისტრალზე, სატვირთო მანქანებიდან, რადგან საზამთრო სწრაფად შეიწოვს ნებისმიერ მავნე მინარევს.
2. ნუ შეიძენთ გაჭრილ ან ნახევარ საზამთროს, თუნდაც მაღაზიაში, რადგან მიკროორგანიზმები სწრაფად ვრცელდებიან დაჭრილ ხილზე. უმჯობესია სახლში მიიტანოთ მთელი საზამთრო, კარგად გარეცხოთ და მიირთვათ. არ დატოვოთ დაჭრილი საზამთრო მაგიდაზე დიდხანს, მალევე შეინახეთ მაცივარში.
3. არ აჭამოთ საზამთრო 3 წლამდე ბავშვებს – დიდი რაოდენობით მისმა მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს სისხლძარღვების დაზიანება და კუჭის ტკივილი.
4. საზამთრო იდეალურია წონაში კლებისთვის– ორგანიზმიდან სითხის გამოდევნის უნარის გამო საზამთრო იდეალურია მათთვის, ვინც წონას აკონტროლებს. დიეტოლოგები ამბობენ, რომ ამ გზით ასევე გამოიდევნება ორგანიზმში არსებული ტოქსინები.
5. შეარჩიეთ საზამთრო ყვითელი ლაქით – შეიძინეთ საშუალო ან დიდი ზომის საზამთრო. თუ საზამთრო დიდა, მაგრამ მსუბუქი – ის მწიფეა. რაც უფრო დიდია ყვითელი ლაქა, მით უფრო კარგია საზამთროზე, თეთრი ლაქები კი ნიტრატების მანიშნებელია.
6. მიირთვით საზამთრო ჭამის წინ – ნუ მიირთმევთ საზამთროს, როგორც დესერტს. უმჯობესია მიირთვათ ჭამამდე ერთი საათით ადრე ან ჭამიდან 2 საათის შემდეგ.