ყველაზე სასარგებლო მწვანილეული - Gemrielia.ge

ყველაზე სასარგებლო მწვანილეული

სიის სათავეში ისპანახია - დიეტოლოგების საყვარელი პროდუქტი. ისპანახში შემავალი ქლოროფილი სისხლის წითელი ბურთულების ხარისხს აუმჯობესებს და ორგანიზმის თავდაცვით ფუნქციებსაც აძლიერებს. მისი მიღება ძალიან სასარგებლოა ონკოლოგიური დაავადებების მქონეთათვის. იცავს ორგანიზმს გარემოს მავნე ზემოქმედებისგან. უმჯობესია, ისპანახი უმად მიირთვათ, ან მსუბუქად მოშუშოთ. ხანგრძლივი თერმული დამუშავება სასარგებლო ნივთიერებების უმეტესობას ანადგურებს. ნეიტრალური გემოს გამო, შეგიძლიათ უმად ჩაამატოთ სალათებში, გამოიყენოთ გარნირად ხორცთან, თევზთან თუ ფრინველთან.ასევე ძალიან სასარგებლოა მჟაუნა. ის ადრე გაზაფხულზე მოდის, როცა ჩვენს ორგანიზმს განსაკუთრებით სჭირდება ვიტამინები. მჟაუნასგან უამრავი რამ შეიძლება მოამზადოთ: წვნიანი, კვერცხიანი შჩი, გულსართი ღვეზელებისთის. გაითვალისწინეთ, რომ მჟაუნა სწრაფად იხარშება და კერძს ბოლოს უნდა დაამატოთ. შეგიძლიათ უმი ფოთლები დაამატოთ სალათში, ან კარტოფილის პიურეს მწვანე ფერი და სასიამოვნო, პიკანტური არომატი შესძინოთ. სასარგებლო თვისებების მიუხედავად, ექიმების რჩევაა, კვირაში მხოლოდ 2-3-ჯერ მივიღოთ ეს ბოსტნეული, რადგან შესაძლოა, თირკმელებს შეუქმნას პრობლემები.ტარხუნაში შემავალი ეთერზეთები მეტისმეტად არომატულია, ამიტომ თამამად დაამატეთ წვნიანებში, სალათებში, ხორცისა და ბოსტნეულის კერძებში. რეკომენდებულია მისი დამატება სუბპროდუქტებისგან მომზადებულ კერძებში. ტარხუნა ხელს უწყობს საჭმლის მონელებას, ორგანიზმს კი მიკროელემენტებითა და საჭირო მჟავებით ამარაგებს. პიტნა სასარგებლო, არომატული და გემრიელი მწვანილეულია. დაამატეთ სადაც გნებავთ - ჩაიში, სალათებში, დესერტებში, კოქტეულებში, ხორცისა და მარცვლეულის კერძებში. პიტნიანი სოუსები ძალიან უხდება ბატკნის ხორცს.სასარგებლო მწვანილეულის სიაში თავისი ადგილი აქვს წიწმატსაც. მისი სახელი ზუსტად შეეფერება გემოს. მასში უამრავი ვიტამინი და იოდი შედის. განსაკუთრებით სასარგებლოა უმად, სალათების სახით ან ცალკე, თუმცა შეგიძლიათ წვნიანებშიც ჩაამატოთ, ბოლო ეტაპზე.ქინძი მექსიკური და კავკასიური სამზარეულოს აუცილებელი მწვანილია. მისი ფოთლები და თესლი ერთნაირად სასარგებლოა., დიდი რაოდენობით შეიცავს კალიუმს, ვიტამინ PP, ცინეოლს, რომელსაც ანტისეპტიკური თვისებები აქვს. ქინძი ორგანიზმს საკვების გადამუშავებაში ეხმარება, ამიტომ კარგია, თუ მძიმე საკვებს ქინძს დაამატებთ. სწორედ ამ მიზნით და ასევე არომატისთვის, ქინძის თელებს პურშიც ამატებენ. სასარგებლო თვისებების მიუხედავად, უზომო რაოდენობით ქინძის მოხმარება არ არის მიზანშეწონილი, რადგან შესაძლოა ძილის, ქალებში კი ციკლის დარღვევა გამოიწვიოს. მას უკუჩვენებები აქვს მწვავე გასტრიტის, დიაბეტის, მიოკარდიული ინფარქტის და სხვა დაავადებების დროსაც