დამბალხაჭო – ბუნებრივი ანტიბიოტიკი და მისი მომზადების რეცეპტი - Gemrielia.ge

დამბალხაჭო – ბუნებრივი ანტიბიოტიკი და მისი მომზადების რეცეპტი

2014 წელს დამბალხაჭოს არამატერიალური კულტურული ძეგლის სტატუსი მიენიჭა.
დამბალხაჭოს ადგილწარმოშობა თიანეთი და ფშავია.
შეიცავს: პენიცილინს, კეფალინსა და ლეციტინს, რაც ხელს უშლის ორგანიზმში ქოლესტერინის დაგროვებას. ასევე, ებრძვის და აკაფსულებს ტუბერკულიოზის ჩხირებს.
ომში მეომრებს საგზლად სწორედ ეს საკვები მიჰქონდათ, რადგან დიდხანს ძლებს და არის ძალიან მსუყე.
დამბალხაჭოს მომზადება გაზაფხულიდან შემოდგომამდეა შესაძლებელი, განსაკუთრებით ფასობს შემოდგომის დამბალხაჭო.
              
მომზადების პროცესი ასეთია:
1. გააჩერეთ ახალად მოწველილი რძე ცოტა ხნით, რამდენიმე დღის შემდეგ მაწონივით გახდება – შედედდება და აიდღვიბება. მიღებული მასა გააცხელეთ და შრატისგან გააცალკევეთ.
2. დარჩენილი მასა უკვე ხაჭოა, რომელიც სითხისგან დასაწრეტად მარლის პარკში უნდა მოათავსოთ, მოკლე ხანში ის თავისით დაიწურება. 
3. უკვე მშრალი ხაჭო 15-20 წუთი ზილეთ, შემდეგ შეგიძლიათ გააკეთოთ ხაჭკვერები. გაკეთებულ კვერები დაალაგეთ ხის წნელზე. დაახლოებით ერთი თვე სჭირდება ბოლომდე გამოშრობას.
4. ჩვენი წინაპრები უკვე გამომშრალ კვერებს თიხის ჭურჭელში ათავსებდნენ და ასე ალბობდნენ, თუმცა შეგიძლიათ შეინახოთ ემალის ჭურჭელში, ასე უფრო სწრაფად დალბება.
              
ასევე გთავაზობთ დამბალხაჭოს ხინკლის რეცეპტს ფშაურად: 
ინგრედიენტები: 1. პურის ფქვილი – 1,5 კგ
                             2.დამბალ ხაჭო – 500 გრ 
                             3. წყალი და მარილი საჭიროებისამებრ.
მომზადების წესი:
1. დააყარეთ მარილი ფქვილს და დაასხით ცივი წყალი, მოზილეთ მაგარი ცომი.
2. დამბალხაჭო გახეხეთ ან დაჭერით.
3. მომზადებული ცომი გააბრტყელეთ და დაჭერით რგოლებად. 
4. დაჭრილი რგოლები გააბრტყელეთ, სუფრის კოვზით ჩადეთ გულში გახეხილი დამბალხაჭო და შეახვიეთ. 
5. ჩაყარეთ მარილი ხინკლის მოსახარშ წყალში, მოხვეული ხინკლები ჩაყარეთ ამობრუნებულად ადუღებულ წყალში და მოხარშეთ.
6. როდესაც ამოტივტივდება ხინკალი, გააჩერეთ კიდევ რამდნიმე წუთი და დამბალხაჭოს ხინკალიც მზადაა.