როგორ შევიძინოთ კიბორჩხალა ისე, რომ შემდეგ არ ვინანოთ - Gemrielia.ge

როგორ შევიძინოთ კიბორჩხალა ისე, რომ შემდეგ არ ვინანოთ

როგორ უნდა შეიძინოთ კიბორჩხალა სწორად და რა უნდა გაითვალისწინოთ ყიდვის დროს
თუ აპირებთ კიბორჩხალას ცოცხლად შეძენას, მაშინ გირჩევთ:
1. აირჩიეთ ყველაზე აქტიური კიბორჩხალა.
2. შეიათვალიერეთ და დააკვირდით ხომ არ აქვს რაიმე ზედაპირული დაზიანება.
3. მოერიდეთ დიდი ზომის კიბორჩხალას შეძენას, რადგან დიდი ალბათობაა იმისა, რომ ხორცი იყოს ბოჭკოვანი და არც ისე ნაზი.
4. უმჯობესია შეიძინოთ მამრი კიბორჩხალა, ისინი გამოირჩევიან მეტი ხორცის რაოდენობით. მდედრობითი სქესისგან გამოირჩევიან მცირე ზომის კუდით.
5. ყველა შემთხვევაში, კიბორჩხალა უნდა იყოს მძიმე თავის ზომასთან შედარებით და თუ დააკაკუნებთ ზედაპირზე – უნდა გამოსცემდეს ხმას.
                  
რჩევები მოხარშულ–გაყინული კიბორჩხალას ხორცის შეძენისთვის:
დადებითი: პროდუქტისგან რჩება ნულოვანი ნარჩენი. პროდუქტი კარგად ტრანსპორტირდება.
უარყოფითი: რთულია განსაზღვრო გაყინული ხორცის ხარისხი. ასევე, გაყინვის შემთხვევაში, ხორცი თანდათან კარგავს ბუნებრივ, ნატურალურ გემოს.
იმ შემთხვევაში, თუ კიბორჩხალა დიდხანს არის შენახული, მისი გარსის ფერი დაკარგავს სიკაშკაშეს. ასეთი კრაბი არაბუნებრივად მსუბუქი ხდება ტენიანობის დაკარგვის გამო. ხშირია შემთხვევა, როდესაც წონაში გაზრდის მიზნით კიბორჩხალას წყლით ჟღენთენ. ამიტომ, იყავით ყურადღებით მათი შერჩევისას.
                   

როგორ ვიყიდოთ დაკონსერვებული კიბორჩხალა?
1. უმჯობესია შეიძინოთ შუშის ქილაში დაკონსერვებული კიბორჩხალა.
2. ნატურალურ კონსერვს მინიჭებულია აქვს თავისივე ნომერი : GOST R 51488-99. 
3. ყურადღება მიაქციეთ მწარმოებელს: რაც უფრო ახლოს არის ის ადგილი, სადაც კიბორჩხალაას დაჭერა შეიძლება, მით უკეთესი.
4. კიბორჩხალას დამუშავება და შენახვა უნდა მოხდეს კონსერვიდან ამოღებიდან არა უმეტეს 4 საათისა. ამის შემდეგ, კრაბი იწყებს პირველსახის დაკარგვას, რაც უარყოფით გავლენას ახდენს გემოსა და შემდგომ შენახვაზე.
5. შეანჯღრიეთ ქილა – ფალანგები არ უნდა დაიშალოს, ხოლო მარილწყალი უნდა დარჩეს გამჭვირვალე.