ლომებს განსაკუთრებით უყვართ ძვირადღირებულ რესტორნებში ვახშმობა... - ნახეთ, ზოდიაქოს რომელი ნიშნით დაბადებულებს აქვთ საუკეთესო გემოვნება - Gemrielia.ge

ლომებს განსაკუთრებით უყვართ ძვირადღირებულ რესტორნებში ვახშმობა... - ნახეთ, ზოდიაქოს რომელი ნიშნით დაბადებულებს აქვთ საუკეთესო გემოვნება

ჯანმრთელობა და საკვები, რომელსაც ჩვენ ვიღებთ, პირდაპირაა დაკავშირებული ერთმანეთთან. მრავალი ასტროლოგი კი ამტკიცებს, რომ ადამიანების გასტრონომიულ სურვილებს მათი ზოდიაქოს ნიშანი განსაზღვრავს. ნახეთ, რას ამბობენ ვარსკვლავები თქვენი რეცეპტორების შესახებ: 


ვერძი


ცეცხლის სტიქიის ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანებს აქვთ ძლიერი იმუნიტეტი, თუმცა ხშირად უჩივიან კანის პრობლემებსა და აკნეს. ვერძებს განსაკუთრებით უყვართ ცხარე და ცხელი  საკვები, რაც მათ ტემპერამენტს უსვამს ხაზს. მათი ბუნებიდან გამომდინარე, ვერძებს არასდროს აქვთ ზედმეტი ან თავისუფალი დრო, ამიტომ სწრაფად იკვებებიან და არჩევანს კალორიულ კერძებზე აკეთებენ. ზოდიაქოს სხვა ნიშნებისგან განსხვავებით, ვერძებს განსაკუთრებით უყვართ ცილოლოვანი საკვები.

 

რჩევა: იკვებეთ ნელა და მოერიდეთ ალკოჰოლურ სასმელებს. მიირთვით ზეთისხილი, კიტრი, ისპანახი, ბანანი.
 

   
 


კურო


დიეტა მათთვის წამებაა, მზადება კი  - სიამოვნება. მიუხედავად იმისა, რომ კუროებს ხშირად ძლიერი ფიზიკური მონაცემები აქვთ, ზოგჯერ აწუხებთ თიროიდის სიჭარბე.  კუროები ნამდვილი გურმანები არიან და არასდროს ზოგავენ ფულს საკვებისთვის, განსაკუთრებით ტკბილეულისთვის. მათთვის მთავარია სასადილო მაგიდასთან თავს მშვიდად და კომფორტულად გრძნობდნენ. კუროებისთვის ყველაზე დიდი გამოწვევა კი  ცომეულზე უარის თქმაა.


რჩევა: სცადეთ, შეცვალოთ ტკბილეული ახალი ხილითა და ბოსტნეულით.

 

   
 

ტყუპი


ტყუპებისთვის ლანჩის დროს გემრიელ საკვებზე მნიშვნელოვანი კარგი პარტნიორი და სასიამოვნო საუბარია. მათთვის სამზარეულო ის ადგილია, სადაც საკუთარ კულინარიულ ცნობისმოყვარეობას ხელოვნების ნიმუშად აქცევენ. ტყუპებისთვის მთავარი პრობლემა დაუბალანსებელი კვებაა, რადგან  ამ ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულები მნიშვნელობას ულუფის მრავალფეროვნებას ანიჭებენ. ტყუპების ზოდიაქოსთვის დამახასიათებელია ნერვიულ სისტემასთან დაკავშირებული პრობლემები, ყავა კი მის პროვოცირებას უწყობს ხელს. მისი ჩანაცვლება  შეიძლება ქიშმიშითა და ნუშით, ასევე ფორთოხლითა და გრეიფრუტით. 


რჩევა: ჩამოაყალიბეთ კვების რეჟიმი. მიიღეთ მწვანე ლობიო, ატამი, ქლიავი, ისპანახი, თევზი, ბრინჯი.


  


კიბო


კიბო ცნობილია თავისი კულინარიული უნარებითა და გემოვნებით. მათ უყვართ საკუთარი ხელით მომზადებული საკვები და ხშირად იყენებენ ბებიის რეცეპტებს. ზოდიაქოს ნიშნებს შორის კიბო ერთ-ერთია, ვისაც ნერვიულობისა თუ შიშის დროს კვების კონტროლი არ შეუძლია და სწორედ ეს წარმოადგენს მათს ყველაზე დიდ პრობლემას. კიბოებს ზოგჯერ აწუხებთ საჭმლის მონელების პრობლემა, ამიტომ მათთვის რეკომენდირებული არ არის ცხიმიანი და მარილიანი საკვები. 


რჩევა: ისწავლეთ მადის კონტროლი სტრესული სიტუაციის დროს. მიიღეთ ბოსტნეული და ჩაანაცვლეთ რაფინირებული შაქარი ნატურალურით.

 

   


ლომი


ლომებს განსაკუთრებით უყვართ ძვირადღირებულ რესტორნებში ვახშმობა. მათთვის მნიშვნელოვანია, რომ კერძი მხოლოდ საუკეთესო ინგრედიენტებისგან იყოს მომზადებული. მიუხედავად იმისა, რომ ლომები არ გამოირჩევიან კულინარიული უნარებით, საყვარელი ადამიანების გასაბედნიერებლად ხშირად აწყობენ მეგობრულ შეკრებებს სასადილო მაგიდის გარშემო. ლომები, უმეტესად, დღეში ერთხელ იკვებებიან და განსაკუთრებით უყვართ ხორცეული. ისინი იშვიათად ავადმყოფობენ და არ ახასიათებთ  ჯანმრთელობის განსაკუთრებული პრობლემები, თუმცა მაინც უნდა ერიდონ ცხარე საკვებსა და რძის პროდუქტებს, რადგან მათ ლომების ორგანიზმი რთულად ითვისებს. 


რჩევა: მიიღეთ მარცვლეული, ბრინჯი, ხილი, ციტრუსები და თხილი.

 

  


ქალწული


ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულებს შეუძლიათ ყველა ღონე იხმარონ, რათა სადილი არამხოლოდ გემრიელი გამოვიდეს, არამედ შესანიშნავადაც გამოიყურებოდეს. ქალწულებს სძულთ საკვების მცირე ნარჩენის გადაგდებაც კი, ამიტომ ბრწყინვალედ გამოსდით, შექმნან „ყველაფერი არაფრისგან“. მათი ყველაზე დიდი სირთულე შენელებული მეტაბოლიზმია, ამიტომ ორგანიზმი ხშირად სთხოვთ ნედლეულისა და ბოსტნეულის მიღებას. ქალწულებს ზოგჯერ ნერვულ სისტემასა და მონელებასთან დაკავშირებული პრობლემებიცაწუხებთ, ასევე ომეგას ნაკლებობა. მის შესავსებად ავოკადოს, კვერცხის, თევზისა და ზღვის პროდუქტების მიღებაა საჭირო. 


რჩევა: მიირთვით მსუბუქი, მცირე ზომის ულუფა, შეავსეთ რაციონი ხილითა და ბოსტნეულით. 

 

  


სასწორი


სასწორებისთვის მთავარი ვიზუალი და ესთეტიკაა. სამზარეულოში ტრიალის დროს ისინი უფრო დიდ ყურადღებას უთმობენ გარეგნობას, ვიდრე ინგრედიენტებსა და გემოს. სასწორების უმეტესობა დამოკიდებულია ტკბილეულზე. მათ შეუძლიათ უარი თქვან სადილზე შოკოლადის გამო. სასწორების სუსტი წერტილი თირკმლებია. მასთან დაკავშირებული პრობლემების პროფილაქტიკისთვის კი რეკომენდებულია ყვავილოვანი კომბოსტოს, მოცვის, ყურძნის, ნიორის, ზეითუნის ზეთისა და ბულგარული წიწაკის მიღება. 


რჩევა: ზომიერად მიირთვით ტკბილეული, თუ გსურთ თქვენს ჯანმრთელობას პრობლემები არ შეუქმნათ.

 

  


მორიელი


მორიელებს განსაკუთრებით უყვართ მაღალკალორიული საკვების მირთმევა, განსაკუთრებით კი ღამის საათებში. ცარიელმა მაცივარმა შესაძლოა ისინი წყობიდან გამოიყვანოს. მიუხედავად ამისა, მორიელები, უმეტესად, გამხდრები არიან. არა იმიტომ, რომ არ უყვართ ჭამა, არამედ იმიტომ, რომ იცავენ „ყველაფრისა და არაფრის“ პრინციპს - როგორც კი იგრძნობენ, რომ შორს შეტოპეს, მაშინვე იწყებენ დიეტას. ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მთავარი პრობლემა მორილებისთვის შარდის ბუშტია, ამიტომ განსაკუთრებით უნდა ერიდონ ალკოჰოლურ სასმელებს. ხშირად უნდა მიიღონ კიტრი, ბანანი, ნუში, ქოქოსი, პომიდორი და მწვანე სალათები. 


რჩევა: მოერიდეთ ალკოჰოლს. მიიღეთ საჭირო რაოდენობის წყალი.

 

  


მშვილდოსანი


ცეცხლის სტიქიის ქვეშ დაბადებული ეს ადამიანები ხშირად ცნობისმოყვარეები არიან, უყვართ სამზარეულოში ექსპერიმენტების ჩატარება და სურთ დააგემოვნონ ყველაფერი, რისი შანსიც მიეცემათ. უყვართ ეგზოტიკური, არასტანდარტული და ცხარე საკვები. მშვილდოსნებთ უყვართ გემრიელი სადილი, თუმცა მომატებული კილოგრამების გამო  შეუძლიათ რამდენიმე დღის განმავლობაში გადაბმულად იშიმშილონ. არარეგულარული კვებიდან გამომდინარე, მათ ზოგჯერ მონელების პრობლემები, არტერიული წნევა და ჭარბი წონააწუხებთ.


რჩევა: მოერიდეთ ზედმეტი საკვების მიღებას - ერთი კვება უდრის ერთ სავსე თეფშს და არა რამდენიმეს. 

 

  


თხის რქა


თხის რქები მუდმივად დაუღალავად მუშაობენ, თუმცა ყოველთვის პოულობენ დროს გემრიელი სადილისთვის. მათთვის მნიშვნელოვანია ხარისხი და არა რაოდენობა. ასევე დიდ ყურადღებას აქცევენ ატმოსფეროს - მშვიდი და სასიამოვნო გარემო სადილის განუყოფელი ნაწილია. მიუხედავად იმისა, რომ არ არიან ცხარე საკვების მოყვარული, ზოგჯერ ზედმეტად ბევრ მარილს ეტანებიან. ისინი უნდა გაუფრთხილდნენ ძვლოვან სისტემას. თავი უნდა აარიდონ კალიუმის გადამეტებული დოზით მიღებას და იკვებონ კალციუმით მდიდარი საკვებით, მაგალითად, რძის ნაწარმით, ოსპით...


რჩევა: ფრთხილად იყავით, როდესაც საკვებს მარილს დაუმატებთ. ის შეიძლება თქვენი ორგანიზმის ყველაზე საშიში მტერიგახდეს.

 

  


მერწყული


მათი ბუნებიდან გამომდინარე, მერწყულები ხშირად ვეგეტარიანელები არიან და ხილისა და ბოსტნეულის გემო უფრო მოსწონთ, ვიდრე ცილებით სავსე საკვები. ისინი ხშირად არ ამზადებენ, თუმცა როცა სამზარეულოში ტრიალებენ, ბრმად არ მისდევენ რეცეპტებს, ყოველთვის შეაქვთ ცვლილებები და ფანტაზიასიყენებენ. მერწყულების ყველაზე დიდი პრობლემა ღამით ჭამა და ყავის დიდი დოზით მიღებაა. ასევე მათ ზოგჯერ  სისხლის მიმოქცევის სისტემის პრობლემებიაწუხებთ, ამიტომ უარი უნდა თქვან ცხიმებით, მარილითა და შაქრით მდიდარ საკვებზე, სამაგიეროდ შეუძლიათ მიირთვანისპანახი, სიმინდი, ნუში, კაკალი, მსხალი. ვაშლი, ფორთოხალი, ნიახური, სტაფილოდა პომიდორი საუკეთესო არჩევანია მერწყულისთვის. 


რჩევა: გამოტოვეთ კვება  საღამოს საათებში და შეარჩიეთ ჯანსაღი საუზმე.

 

  


თევზები


თევზებს მზადების პროცესი ძალიან უყვართ და სიამოვნებთ. უყვართ, როცა საყვარელ ადამიანებს სიყვარულსა და მზრუნველობას აგრძნობინებენ განსაკუთრებული სადილით. მოსწონთ ვახშამი სანთლის შუქზე, რომანტიკულ გარემოში და მიუხედავად იმისა, რომ ღვინო ამ გარემოს განუყოფელი ნაწილია, სწორედ ალკოჰოლის სიყვარული წარმოადგენს თევზების ყველაზე დიდ სისუსტეს. რკინითა და ცილებით მდიდარი საკვები, როგორებიცაა, კვერცხი, ლობიო, ისპანახი, სალათის ფოთოლი, ქიშმიში და ფინიკი, სასარგებლოა თევზების ჯანმრთელობისთვის. 


რჩევა: დალიეთ ბევრი წყალი და შეამცირეთ ალკოჰოლური სასმელების გამოყენება.