ეს მცენარე უკვე ყოველი მეორე ქართველი დიასახლისის ოჯახში იზრდება - გეტყვით, როგორ უნდა გაახაროთ რეჰანი ქოთანში - Gemrielia.ge

ეს მცენარე უკვე ყოველი მეორე ქართველი დიასახლისის ოჯახში იზრდება - გეტყვით, როგორ უნდა გაახაროთ რეჰანი ქოთანში

 

რეჰანი იდეალურია სახლში მოსაყვანად. იზრდება როგორც ზამთარში, ასევე ზაფხულში.

 

მისი ფოთლები ძალიან არომატულია, დაჰკრავს შორეული აღმოსავლეთის სუნი და გემო. განსაკუთრებით უხდება პომიდორს. 
ოთახის პირობებში გირჩევთ მცირეფოთლოვან და დაბალ ჯიშს. ისინი სწრაფად და მარტივად იზრდებიან.
 

 

თქვენ დაგჭირდებათ: 

 

რეჰანის თესლი.
ნოყიერი ნიადაგი.
თიხა დრენაჟისთვის.
ქოთანი 15 სმ სიგანის - აუცილებლად უნდა ჰქონდეს სადრენაჟო ხვრელები.
 

 

ნაბიჯი პირველი:

 

ჩადეთ თესლი თბილ წყალში და დააყოვნეთ 2 დღის განმავლობაში. შეცვალეთ წყალი ყოველ 12 საათში ერთხელ. შემდეგ გაამშრალეთ თესლი. 
 

 

ნაბიჯი მეორე: 
კარგად დაამუშავეთ მიწა თესლის დარგვამდე და განათავსეთ ქოთნის ქვედა ნაწილში თიხის ფენა 2-3 სმ სისქის. ზემოდან მოათავსეთ ნიადაგი და უხვად მორწყეთ.

 

მთავარია ნიადაგი იყოს ფხვიერი. საუკეთესო კომბინაციაა - ოთახის მცენარეებისთვის განკუთვნილი ნიადაგის მინარევების კომბინაცია ბაღის მცენარეებთან - პროპორციით 1:1

 


 
   
 

ნაბიჯი მესამე: 

 

თესლები განათავსეთ ერთმანეთისგან 2 სმ - ის დაშორებით. დააყარეთ 1-2 სმ ნიადაგის ფენა.
 

ნაბიჯი მეოთხე: 

 

რეჰანი სითბოს მოყვარული მცენარეა, ამიტომ, გადაიტანეთ ქოთანი თბილ ადგილას. პერიოდულად შეაპკურეთ მცირეოდენი წყალი. პირველი ნაყოფი 7 - 12 დღეში აღმოცენდება.

 

როდესაც ნერგები გახდება 5 სმ სიმაღლის, გასამაგრებლად შეგიძლიათ დაამატოთ ნიადაგის ფენა. მორწყეთ რეგულარულად, გააკონტროლეთ ტემპერატურა და განათება. ზამთარში საკმარისია კვირაში 2-ჯერ მორწყვა. ტემპერატურა უნდა იყოს 20-25 გრადუსი. 20 გრადუსზე ნაკლები ტემპერატურა გამოიწვევს გემოს დაკარგვას. 

 

მარტიდან აგვისტომდე რეჰანს სჭირდება 6 საათის განმავლობაში მზის ბუნებრივი სხივების მიღება.
ზამთარში უნდა მიიღოს ხელოვნური განათება 12 საათის განმავლობაში. ამისთვის, დაამონტაჟეთ განათება მცენარისგან 15-20 სმ დაშორებით. 

 

1 თვის შემდეგ, როდესაც რეჰანი გამოისხამს რამდენიმე ფოთოლს, საჭიროა ზედა 2 ფოთლის მოჭრა. 
       

     

 

სარეველა ბალახი დაუყოვნებლივ მოაშორეთ.

თუ გინდათ, რომ მოისხას მეტი ფოთოლი, მოაკრიჭეთ მაღალი ყლორტები.
 

 

გაითვალისწინეთ:

 

არასწორი ან არასაკმარისი მოვლის შედეგად მცენარე შესაძლოა დაავადდეს. ობსა და სოკოს ხშირად წყლის სიჭარბე აჩენს. მცენარე სუსტდება და ადვილად ერევა ბაქტერიები და ვირუსები.

 

რეჰანის ყველაზე დიდი მტერი სოკოა. სამწუხაროდ, სოკოსგან დამცავი არანაირი საშუალება არ არსებობს, გარდა სწორი მოვლისა. თუ ფოთლებზე მომრგვალო ან უსწორმასწორო ლაქები შეამჩნიეთ მოყავისფრო შეფერილობით, ესე იგი მცენარეს სოკოვანი დაავადება აქვს. დაზიანებული ფოთლები დაუყოვნებლივ მოაცილეთ.

 

დაავადებას მთლიანად ვერ მოსპობთ, მაგრამ ზიანს შეამცირებთ. უმჯობესია, ასეთი მცენარე მაშინვე ამოთხაროთ, დაავადება სხვებსაც რომ არ გადაედოთ.

 

რეჰანის მოვლა არ მოითხოვს ბევრ დროს. სამაგიეროდ, ნებისმიერ დროს შეგეძლებათ, კერძები ახალი რეჰანით მოამზადოთ ან პომიდვრის სალათა ცოცხალი რეჰანის ფოთლებით შეკაზმული მიირთვათ.