როგორ შევადგინოთ ჩვენზე მორგებული დიეტა - არ აიძულოთ თავს მიირთვათ ის, რაც არ გიყვართ - Gemrielia.ge

როგორ შევადგინოთ ჩვენზე მორგებული დიეტა - არ აიძულოთ თავს მიირთვათ ის, რაც არ გიყვართ

დიეტოლოგები მონაწილეობენ პირადი დიეტის შედგენაში, მაგრამ საკუთარი დიეტის შედგენა თქვენ თავადაც შეგიძლიათ. 

პირველი, რაც დიეტის დაწყებამდე უნდა გაითვალისწინოთ, არის პირადი ჯანმრთელობის მდგომარეობა და ცხოვრების წესი. 

 
1. გადახედეთ თქვენი კვების ჩვევებს. მიიღეთ მყარი გადაწყვეტილება, რომ დაიწყებთ სწორად კვებას. შედეგის მისაღწევად, შემართება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია.

 

 

2. შეისწავლეთ თქვენი კვების სისტემა. ჩაიწერეთ - რას ჭამთ დღის განმავლობაში. ამის მიხედვით, მარტივად დაინახავთ თუ რა აკლია დიეტას და რა არის ზედმეტი.

3. დაითვალეთ კალორიები. თუ თქვენ ეწევით აქტიურ ცხოვრებას, მაშინ თქვენთვის კალორიების დღიური ნორმაა 1200-1500კკალ. პასიური ადამიანებისთვის, დღიური ნორმაა - 1000 კკალ. ზამთარში ამ ნორმას ემატება კიდევ 200-300 კკალ.
    
 

 

4. განსაზღვრეთ კვების რაოდენობა. დილით მიირთვით საერთო კვების 25%, ხემსი- 10%, სადილი- 35%, ვახშამი- 20%.

5. მიირთვით პატარა თეფშიდან.  ეს ხრიკი გაფიქრებინებთ, რომ მიირთვით ბევრი და დაგეხმარებათ საკვები ულუფის შემცირებაში.

 



6. ამოიღეთ რაციონიდან ცხიმიანი და შემწვარი საკვები, ასევე ტკბილეულობა.

7. აუცილებლად მიირთვით ახალი ხილი და წყალი, მინიმუმ 1.5 ლიტრი.

 

 

               
8. არ აიძულოთ თავს ძალით მიირთვათ რაიმე. მაგალითად- ისპანახი, თუ არ გიყვართ. ეს გაზრდის მხოლოდ დიეტის დარღვევის შანსს. მაგრამ, ეს იმას არ ნიშნავს რომ ტკბილეული შეიტანოთ დიდი რაოდენობით, მისდამი დიდი სიყვარულის გამო.

9. მენიუ უნდა იყოს რაც შეიძლება ჯანსაღი და მრავალფეროვანი.

 

 

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, თქვენ შეძლებთ  შეადგინოთ თქვენზე მორგებული კვების სისტემა, რომელის დაცვაც ადვილი იქნება მთელი თქვენი ცხოვრების განმავლობაში.