„წიწაკა შიშველი ხელებით დავარჩიე... იქნებ, ვინმე გადავარჩინო ამ რჩევით“ - როგორ ვუმკურნალოთ წიწაკით დამწვრობას სახლის პირობებში - Gemrielia.ge

„წიწაკა შიშველი ხელებით დავარჩიე... იქნებ, ვინმე გადავარჩინო ამ რჩევით“ - როგორ ვუმკურნალოთ წიწაკით დამწვრობას სახლის პირობებში

გიყვართ ხშირი ფუსფუსი სამზარეულოში? ალბათ ხშირად დამწვრობაც მიგიღიათ წიწაკისაგან. ჩვენ გასწავლით თუ როგორ ჩაახშოთ სწრაფად მიღებული დამწვრობა.


წიწაკა შეიცავს ზეთს, რომელიც ხდის მას უფრო მწარეს, როდესაც ეს ზეთი ხვდება კანზე, ის იწვევს წვას, ალკოჰოლის ზემოქმედებისას კი კარგავს სიმწარეს, ამიტომ გირჩევთ, სწრაფად ჩამოიბანოთ ალკოჰოლით დაზიანებული კანი. შემდეგ ჩადეთ ხელი რძეში ან რძის სხვა პროდუქტში.

 


იმ შემთხვევაში, თუ არ გაქვთ რძის პროდუქტი დაიბანეთ კანი თბილი წყლით და საპნით. რადგან საპონი აშორებს ყველანაირ ცხიმოვან მასას. შემდეგ შეიზილეთ მცენარეული ან ზეითუნის ზეთი. გაიჩერეთ  1 წუთი და შემდეგ ჩამოიბანეთ.

 


თვალისთვის გამოიყენეთ მხოლოდ წყალი ან მარილი. 


გამოიყენეთ რძის პროდუქტები: იოგურტი, არაჟანი, კრემი, ნაყინი.

 





 

სუსტი მათეთრებელი ხსნარი ხელს შეუშლს ზეთის ბოლომდე შეწოვას. ასევე, საცხობი სოდა ან სიმინდის სახამებლის პასტა.
სახამებელს შეუძლია გაანეიტრალოს შეწოვილი ცხიმოვანი ზეთი.


წიწაკასთან მუშაობისას, გირჩევთ გამოიყენოთ რეზინის ხელთათმანები, ამით თავიდან აიცილებთ უსიამოვნო შედეგებს.