3 ექსპრეს საუზმე მხოლოდ 2 ინგრედიენტით, რომელთა მომზადებას ბავშვიც კი შეძლებს
არაერთი კვლევა ადასტურებს, რომ ჩვენი ორგანიზმისთვის საუზმე ძალიან მნიშვნელოვანია. ორმაგად აუცილებელია ჯანსაღი საუზმე ბავშვებისთვის, რათა მათი დილა ენერგიულად და გემრიელად დაიწყოს.
გთავაზობთ 3 მარტივი საუზმის რეცეპტს, რომელთა მოსამზადებლადაც მხოლოდ 2 ინგრედიენტი დაგჭირდებათ და მათ მომზადებაში თქვენი პატარების ჩართვასაც შეძლებთ.
ომლეტი
• კვერცხი - 3 ც
• რძე - 1 ჭიქა
კვერცხი და რძე გათქვიფეთ, შეწვით ცხიმწასმულ ტაფაზე. ნოყიერი და სწრაფი საუზმე მზად არის!
სწრაფი ოლადები
• ბანანი - 1 ც
• კვერცხი - 2 ც
ბანანი დაჭყლიტეთ მომცრო ჯამში და დაუმატეთ 2 ცალი კვერცხი. გათქვიფეთ, ტაფაზე თითო-თითო კოვზი დაასხით და ორივე მხრიდან გამოაცხვეთ.
ბანანის სმუზი
თუკი თქვენს შვილს დილით ჭამა არ უყვარს, ამ გემრიელი სმუზის დალევაზე უარს ნამდვილად არ გეტყვით.
• ბანანი - 1 ც
• რძე - 1 ჭიქა
• თაფლი ან კაკაო (სურვილისამებრ)
ბანანი რძესთან ერთად დააბლენდერეთ. თუკი უფრო ტკბილი გნებავთ, ცოტა თაფლი დაუმატეთ (ასე უფრო სასარგებლოც იქნება), შოკოლადის არომატისთვის კი - კაკაო.