3 ექსპრეს საუზმე მხოლოდ 2 ინგრედიენტით, რომელთა მომზადებას ბავშვიც კი შეძლებს - Gemrielia.ge

3 ექსპრეს საუზმე მხოლოდ 2 ინგრედიენტით, რომელთა მომზადებას ბავშვიც კი შეძლებს

არაერთი კვლევა ადასტურებს, რომ ჩვენი ორგანიზმისთვის საუზმე ძალიან მნიშვნელოვანია. ორმაგად აუცილებელია ჯანსაღი საუზმე ბავშვებისთვის, რათა მათი დილა ენერგიულად და გემრიელად დაიწყოს.

 

გთავაზობთ 3 მარტივი საუზმის რეცეპტს, რომელთა მოსამზადებლადაც მხოლოდ 2 ინგრედიენტი დაგჭირდებათ და მათ მომზადებაში თქვენი პატარების ჩართვასაც შეძლებთ. 

 

 

ომლეტი

 

•    კვერცხი - 3 ც
•    რძე - 1 ჭიქა

 

კვერცხი და რძე გათქვიფეთ, შეწვით ცხიმწასმულ ტაფაზე. ნოყიერი და სწრაფი საუზმე მზად არის!

 

 

სწრაფი ოლადები

 

•    ბანანი - 1 ც
•    კვერცხი - 2 ც

 

ბანანი დაჭყლიტეთ მომცრო ჯამში და დაუმატეთ 2 ცალი კვერცხი. გათქვიფეთ, ტაფაზე თითო-თითო კოვზი დაასხით და ორივე მხრიდან გამოაცხვეთ.

 

 

 

ბანანის სმუზი

 

თუკი თქვენს შვილს დილით ჭამა არ უყვარს, ამ გემრიელი სმუზის დალევაზე უარს ნამდვილად არ გეტყვით. 

 

•    ბანანი - 1 ც
•    რძე - 1 ჭიქა
•    თაფლი ან კაკაო (სურვილისამებრ)

 

ბანანი რძესთან ერთად დააბლენდერეთ. თუკი უფრო ტკბილი გნებავთ, ცოტა თაფლი დაუმატეთ (ასე უფრო სასარგებლოც იქნება), შოკოლადის არომატისთვის კი - კაკაო.