1 კვირაში -7 კგ შიმშილისა და ორგანიზმის გამოფიტვის გარეშე - ამ დიეტით დაკლებულ კილოგრამებს დიდხანს შეინარჩუნებთ - Gemrielia.ge

1 კვირაში -7 კგ შიმშილისა და ორგანიზმის გამოფიტვის გარეშე - ამ დიეტით დაკლებულ კილოგრამებს დიდხანს შეინარჩუნებთ

ამ დიეტით არ მოაკლდება თქვენს ორგანიზმს საჭირო ვიტამინები და მინერალები. დაიკლებთ მარტივად, უსაფრთხოდ და დიდხანს შეინარჩუნებთ დაკლებულ კილოგრამებს. ფიზიკურ აქტივობას თუ დაუმატებთ ან თუნდაც ფეხით სიარულს, ამ ყველაფრის შედეგით მეტად კმაყოფილი დარჩებით.
 

ეს დიეტა თქვენი წონის მიხედვით შეგიძლიათ დაიცვათ როგორც მცირე დროით, ასევე გრძელვადიანადაც. პირველ კვირას იკლებთ საშუალოდ 7 კგ-ს, თუ თქვენი წონა აღემატება 80 კგ-ს.

 

დღის განმავლობაში ვსვამთ 2 ლიტრ წყალს. კვება არის 4-ჯერადი 4 -საათიანი ინტერვალებით.

 

 

•    პირველი

 

დილის 8 საათზე უნდა მიიღოთ 1 ნაჭერი შავი პური და 1 ცალი მოხარშული კვერცხი. ასე გააგრძელეთ 1 კვირის განმავლობაში, შემდეგ კვერცხი შვრიის ფაფით შეცვალეთ, მომდევნო კვირას კი ერთი ნაჭერი უმარილო ყველით.

 

•    მეორე

 

მეორე კვება არის პირველ საათზე. მიირთმევთ ხაჭოს და ნებისმიერ ხილს. შეგიძლიათ მიირთვათ 1 ცალი ვაშლი ან ბანანი.

 

 

•    მესამე

 

4 საათზე კვება ნოყიერი უნდა იყოს. ჭამეთ ერთი ნაჭერი შავი პური, ბოსტნეულის სალათა, მაგალითად, კიტრი-პომიდვის. ასევე ორგანიზმმა ხორცი უნდა მიიღოს. მიირთვით ქათმის ფილე,თევზი ან სოსისი. შეგიძლიათ ასევე ბულიონი.

 

 

•    მეოთხე

 

ბოლო კვება არის 8 საათზე. მიირთვით 1 ნაჭერი შავი პური და მაწონი ან კეფირი.