„თესლს მხოლოდ მდედრი წიწაკისგან ვიღებ“ – როგორ გავარჩიოთ ერთმანეთისაგან მდედრი და მამრი ბულგარული წიწაკა? - Gemrielia.ge

„თესლს მხოლოდ მდედრი წიწაკისგან ვიღებ“ – როგორ გავარჩიოთ ერთმანეთისაგან მდედრი და მამრი ბულგარული წიწაკა?

სინამდვილეში, ამაში რთული არაფერია. 
პირველ რიგში, ყურადღებას ამახვილებთ გარეგნობაზე და ითვლით დანაყოფებს.

 


როგორც წესი, მამრებს 2 ან 3 დანაყოფი აქვთ და უფრო მოგრძო ფორმის არიან ვიდრე მდედრი ბულგარული წიწაკა. 
მდედრი ჯიში უფრო მსუქანი და კვადრატული ფორმისაა. მათ ოთხი დანაყოფი აქვთ. ზედა მხარე კი გაბრტყელებული და ჩაზნექილია. 

 

 

მამრ წიწაკას უფრო მკვრივი და არც ისე წვნიანი რბილობი, შედარებით მომჟავო გემო აქვთ. მდედრ წიწაკას პირიქით – გამოირჩევიან ტკბილი გემოთი და წვნიანობით.
ორივე სქესის ნაყოფს ჯვარედინი ჭრა აქვთ, თუმცა გოგო წიწაკას გაცილებით მეტი თესლი აქვს. შესაბამისად, უფრო მეტ მოსავალსაც იძლევა.