ეს ყველამ უნდა იცოდეს - როგორ შევარჩიოთ და შევინახოთ ლეღვი, რომ მალევე არ გაგვიფუჭდეს
ლეღვი ჯანსაღი და ვიტამინებით გამდიდრებული ხილია.
აღსანიშნავია, რომ ლეღვი შეგიძლიათ მიირთვათ უზმოზეც. ის ხელს უწყობს ღვიძლის, თირკმელებისა და კუჭის გამართულად მუშაობას. მაგრამ გახსოვდეთ, შეიძლება უკუნაჩვენები გამოიწვიოს შაქრიანი დიაბეტის მქონე პირებისთვის.
ლეღვი შეიცავს შაქრის დიდ რაოდენობას, ამიტომაც არასასურველია მისი შეტანა მენიუში მათთვის, ვინც აკონტროლებს კალორიების რაოდენობას.
საუკეთესო ლეღვის ასარჩევად გაითვალისწინეთ:
1 .ნუ აირჩევთ ლეღვს ფერის და ფორმის მიხედვით. ყველაფერი დამოკიდებულია მის ჯიშზე.
2. რაც უფრო პატარაა ლეღვი, მით უფრო ტკბილია მისი გემო.
3. ლეღვის სიმწიფის განსაზღვრა შეიძლება სურნელითაც. გადამწიფებულ ლეღვს დაჰკრავს ღვინის სუნი. ასეთი ღეღვის ყიდვა და საკვებად გამოყენება არ შეიძლება.
4. ნუ აარჩევთ ძალიან რბილ ან ძალიან მაგარ ნაყოფს. ძალიან რბილი ნაყოფი საკვებად უვარგისი გამოდგება. მაგარი ნაყოფი კი ბოლომდე არ არის დამწიფებული.
5. ულირატესიბა მიანიჭეთ რბილ ნაყოფს – მასზე არ უნდა იყოს ლაქები და დაზიანებები.
როგორ შევინახოთ ლეღვი?
ლეღვი ძალიან დელიკატური პროდუქტია. სასურველია, შეინახოთ კონტეინერში, რომელიც შეუნარჩუნებს მას ფორმას.
ნუ დაალაგებთ ფენებად ერთმანეთზე ლეღვს.
სრულყოფილი ლეღვიც კი ძალიან დიდხანს ვერ ძლებს. საშუალოდ, ლეღვი შეგიძლიათ შეინახოთ სამი დღის განმავლობაში.
თუ გინდათ ლეღვი შეინახოთ ზამთრისთვის, შეგიძლიათ გაყინოთ. ასე შეძლებთ ლეღვის ნებისმიერ სეზონზე დაგემოვნებას.