„დღეს ქორწილი უნდა გვქონოდა. გუშინ გავიგეთ, რომ არ გვაქვს უფლება“ - ზურა შევარდნაძე სევდიან პოსტს აქვეყნებს
„გარდენია შევარდნაძის“ დამფუძნებელი ზურა შევარდნაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. ახალი რეგულაციების გამო ქორწილები, ქელეხები და სხვა სოციალური ღონისძიებები აიკრძალა. ამის გამო ბევრს შეეცვალა გეგმები, მათ შორის, იმ სიძე-პატარძალს, რომელსაც „გარდენიაში“ ქორწილი ჰქონდა დაგეგმილი.