ჟელატინი, აგარ-აგარი, თუ პექტინი? – რომელი უნდა გამოვიყენოთ ჯემების გასასქელებლად - Gemrielia.ge

ჟელატინი, აგარ-აგარი, თუ პექტინი? – რომელი უნდა გამოვიყენოთ ჯემების გასასქელებლად

ბოლო დროს ჯემების გასასქელებლად აქტიურად გამოიყენება სხვადასხვა დამხმარე საშუალება. ძირითადად, აგარ-აგარსა და პექტინს იყენებენ, იშვიათად ჟელატინსაც. რა განსხვავებაა მათ შორის და როდის, რა უნდა გამოვიყენოთ, ამის შესახებ დღევანდელ სტატიაში ვისაუბრებთ.

ჟელატინი ეს არის  ყველაზე ცნობილი შემასქელებელი, რომელიც მზადდება საქონლის ძვლების, მყესებისა და ხრტილების ხანგრძლივი ხარშვისგან.


ჟელატინი მრავალმხრივი პროდუქტია, რომელსაც საკმაოდ დიდი რაოდენობით კერძების მოსამზადებლად იყენებენ: დესერტი (პუდინგები, მუსი), ყველანაირი ჟელე და სოუსები. გარდა ამისა, არის ყველაზე ხელმისაწვდომი. მისი შეძენა შეგიძლიათ ნებისმიერ სასურსათო მაღაზიაში.

 

                 


ჟელატინის ერთადერთი ნაკლი არის ის, რომ იგი ცხოველური წარმოშობისაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მემარხულეები და ვეგანები მისი გამოყენებისგან თავს იკავებენ.

 

ჟელატინი ორი სახისაა :  ფირფიტოვანი და პუდრისებრი.

 

პირველი, ყველაზე ხშირად გამოიყენება საკონდიტრო ნაწარმში, რადგან მისი გამოყენება უფრო ადვილია და უფრო ადვილად იხსნება ნებისმიერი რაოდენობის ცივ წყალში.

 

ფხვნილ ჟელატინს არ აქვს გემო, სუნი და თითქმის უფეროა. ამგვარი ჟელატინის გამოყენებისას შეფუთვაზე მითითებულ ინფორმაციას უნდა მიჰყვეთ.

 

 

აგარ-აგარი  არის ჟელატინის ბოსტნეულის ანალოგი, რომელიც მიიღება წყნარ ოკეანეში, შავ და თეთრ ზღვებში გაშენებული წითელი და ყავისფერი წყალმცენარეებისგან.


მცენარეული წარმოშობის გამოა, რომ აგარ-აგარი ძალიან პოპულარულია ვეგეტარიანელებში.


შეიძლება აგარ-აგარის ჟელატინით ჩანაცვლება?

აგარ-აგარას გამოყენების სფერო ძალიან ფართოა. ადვილად შეიძლება მისი ჩანაცვლება ნებისმიერ ჟელატინში. გარდა ამისა, მას იყენებენ ჟელატიანი დესერტების, კრემებისა და პუდინგების მომზადებისთვის.

 

მარმელადის მოსამზადებლად უმჯობესია გამოიყენოთ აგარ-აგარი, რადგან მისი დამსახურებით უფრო სტაბილურ და მყარ მასას მიიღებთ. ასევე, ის შესანიშნავად ასქელებს სოუსებს.

 

ზემოჩამოთვლილი თვისებების გარდა, აგარ-აგარიიმითაც გამოირჩევა, რომ ძალიან დაბალკალორიულია. იყიდება ფირფიტების (ფანტელების) და ფხვნილის სახით, ამ უკანასკნელის გამოყენება ბევრად უფრო მოსახერხებელია. 

 

 

პექტინი -  ისევე როგორც აგარ-აგარი, ესეც მცენარეული პროდუქტია - ფხვნილი, რომელიც ვაშლის, მსხლის, ციტრუსისა და ჭარხლისგან მიიღება. პექტინი უსუნოა და განსხვავებული შეფერილობა აქვს.

 

პექტინი აქტიურად გამოიყენება საკონდიტრო ნაწარმში (ჟელე, მარმელადი), მურაბების, კონსერვების დასამზადებლად, კეტჩუპის, მაიონეზის, რძის პროდუქტებისა და ნაყინის წარმოებაში.

 

 

პექტინი სუპერმარკეტების თაროებზე ძალიან იშვიათად გვხვდება, მისი შეძენა სპეციალურ საკონდიტრო მაღაზიებში შეგიძლიათ.

 

პექტინი, ჟელატინისა და აგარ-აგარისგან განსხვავებით, მნიშვნელოვნად ამცირებს ხარშვისა და გათბობის დროს და შესაბამისად, პროდუქტს მაქსიმალურად უნარჩუნებს კვებით ღირებულებას.

 

რა განსხვავებაა აგარ-აგარსა და პექტინს შორის? 

 

  აგარ-აგარი პექტინი
გემო არ  აქვს    ოდნავ მჟავე
სუნი არ  აქვს    მომჟავო
კალორია 12 კკალ / 100 გრ    52 კკალ / 100 გრ