3 განსხვავებული სახეობის გოგრა - იცით, რომელი რისთვის უნდა გამოიყენოთ? - Gemrielia.ge

3 განსხვავებული სახეობის გოგრა - იცით, რომელი რისთვის უნდა გამოიყენოთ?


როგორ შევარჩიოთ კარგი გოგრა?
 

კარგ გოგრას აქვს მკვრივი კანი, მაგრამ არა „ხისებრი“. რა თქმა უნდა, არ უნდა ჰქონდეს ბზარები და ლაქები.
მუქი ლაქები მიუთითებს იმაზე, რომ გოგრამ ლპობა დაიწყო. გოგრის არჩევისას გიგანტურ ზომას არ უნდა მიანიჭოთ დიდი მნიშვნელობა. მოზრდილ ნაყოფს შეიძლება ჰქონდეს მშრალი, წყლიანი და მომწარო რბილობი.


 


მწიფე გოგრას აქვს მუქი და მშრალი კუდი. თუ კუდი არ აქვს, უმჯობესია არ იყიდოთ, სავარაუდოდ ის მოაცილეს, რადგან ბოსტნეულმა ბოლომდე დამწიფება ვერ მოასწრო. გარდა ამისა, საუკეთესო გოგრაც კი, რომელიც ყუნწის გარეშე დარჩა, გაცილებით მალე ფუჭდება.


 



 

ბევრი მიიჩნევს, რომ მოგრძო ფორმის გოგრა საუკეთესო და უგემრიელესია.

 


მისი ნაყოფი შეიძლება მიამსგავსოთ მოზრდილ კიტრს ან გიგანტურ მსხალს, ხოლო კანი თხელია და დანით ადვილად იჭრება. ეს გოგრა არის ყველაზე ტკბილი და სრულყოფილია ნამცხვრებისა და დესერტებისთვის. განსაკუთრებით მდიდარია ვიტამინებით-კაროტინოიდებით.


 



 


მსხვილი გოგრა
 

მსხვილი ხილის გოგრის მთავარი გამორჩეული თვისება არის სიმრგვალე და გაბრტყელებული ფორმა. ამ ფორმას განსაკუთრებით იყენებენ საზღვარგარეთ, ჰელოუინის დროს. 


 


ყველაზე ხშირად, მსხვილი ხილის გოგრის კანი არის ნათელი ნარინჯისფერი, მაგრამ ის შეიძლება იყოს ყვითელი, ნაცრისფერი, მწვანეც. ის დიდხანს ინახება, მისი შენახვა გაზაფხულამდეც შეგიძლიათ. 


 



 


მყარი გოგრა
 

მყარი გოგრა კვერცხის ფორმისაა, მისი ქერქი ხშირად მომწვანოა და ძნელად დასაჭრელია. მის ყუნწს თავისებური კიდეები აქვს და მოჭრილ ვარსკვლავს ჰგავს. ეს სახეობა სულაც არ არის ტკბილი. ეს გოგრა შეეფერება ხორცეულ კერძებს. მისი ნაყოფი დიდხანს არ ინახება, მაგრამ, მეორე მხრივ, მყარ გოგრას აქვს ყველაზე სასარგებლო და გემრიელი თესლი, მისი გაწმენდა ძალიან ადვილია. არსებობს ჯიში, რომელსაც „გოლოსიმია“ ეწოდება - მისი თესლის გაწმენდა საერთოდ არ არის საჭირო.


 



 


გოგრის სასარგებლო თვისებები: 


 

1. ხელს უწყობს გულის, სისხლძარღვების, კუჭის, ნაწლავების, ღვიძლის, თირკმელების დაავადებების მკურნალობას.


 


2. ითვლება რკინის შემცველობის რეკორდსმენად, ამიტომ ხშირად იყენებენ ანემიის მკურნალობის დროს.


 


3. შეიცავს დიდი რაოდენობით C, B, E, PP, K, T ვიტამინებს, რის გამოც, გოგრა აძლიერებს თმასა და ფრჩხილებს, იცავს კანს დაბერებისგან და ხელს უშლის ზედმეტი კილოგრამების წარმოქმნას.


 


4. გოგრა შეიცავს უამრავ პექტინსა და ბუნებრივ ანტიოქსიდანტებს, რომლებსაც ორგანიზმიდან გამოაქვს ტოქსინები და ამცირებს ქოლესტერინის დონეს.


 


5. გოგრის რეგულარული მოხმარება ხელს უწყობს იმუნური სისტემის გაძლიერებას.


 


6. გოგრა შესანიშნავი ანტიდეპრესანტია და აუმჯობესებს განწყობას.