ხინკლის შიგთავსი რომ არ შეიკრას - რჩევები გამოცდილი დიასახლისებისგან - Gemrielia.ge

ხინკლის შიგთავსი რომ არ შეიკრას - რჩევები გამოცდილი დიასახლისებისგან

ხინკალი ყველას უყვარს, მისი რეცეპტი ყველამ იცის, თუმცა ყველას როდი გამოსდის. ზოგს უყვარს, როცა ხინკლის შიგთავსი ჩაშლილია, ზოგს - პირიქით, შეკრული ურჩევნია.

 

რამდენიმე დღის წინ Gemrielia.ge-ის ჯგუფში იკითხეს, როგორ უნდა გავაკეთოთ ისე, რომ შიგთავსი არ შეიკრასო.

 

გაგიზიარებთ შეკითხვასაც და მიღებულ რჩევებსაც.

 


„მომწონს როცა ხინკლის შიგთავსი დაშლილია. ხან შეკრული გულით გამომდის. რა შეიძლება იყოს მიზეზი? ფარში ღორისაა, კარგად ვათხელებ, წვენიც საკმარისად კარგად აქვს ყოველთვის.“

 


•    ალბათ, მეტი ცხიმი უნდა. სახინკლეებში სალას უმატებენ ხოლმე.


•    ფარშს ცხიმი და სისველე უნდა ჰქონდეს კარგად.


•    მარტო მჭლე თუა, დაიშლება. ერბო მიაშველე, კარგ გემოსაც მისცემს.


•    აუცილებლად ღორის ხორცის ცხიმიანი ნაჭერი შეურიეთ.


•    3 სკ ზეთი დაუმატე და აღარ შეიკვრება.


•    ფარშს შეურიეთ ერთი ან ორი გატარებული უმი კარტოფილი და აღარ შეიკვრება, ცხიმიანობას მნიშვნელობა არა აქვს. კარტოფილი საერთოდ არ ემჩნევა და ხორცი თანაბრად ნაწილდება, მაგ.: ორ კილო ფარშს ერთი კარტოფილი დაუმატეთ.


•    წყალს თუ ცივს უშვებით, იმ შემთხვევაში გამოდის გაშლილი. თუ ცხელს - მაშინ ყოველთვის იკვრება. ნელ-თბილი წყალი უყავით, მოსინჯეთ. თუ არადა, წყალი დაამატეთ, ფირფიტა ღრმა თეფშზე დააფარეთ, რომ არ გაგიჭირდეთ შეხვევა.

 

ფოტოები სოფო გელაშვილის.