რა უნდა ვჭამოთ, რომ „შემოდგომის ალერგია“ თავიდან ავირიდოთ (+საშიში პროდუქტების სია) - Gemrielia.ge

რა უნდა ვჭამოთ, რომ „შემოდგომის ალერგია“ თავიდან ავირიდოთ (+საშიში პროდუქტების სია)

უამრავი ადამიანი იტანჯება ალერგიით, განსაკუთრებით - შემოდგომასა და გაზაფხულზე. ალერგიის გამომწვევი მიზეზი შეიძლება იყოს: გამონაბოლქვი, მტვერი, საკვები... გიზიარებთ იმ პროდუქტების ჩამონათვალს, რომლებიც ალერგიით გამოწვეულ უსიამო შეგრძნებებს (ცემინებას, ხველას, თვალების წვას, ქავილს, გამონაყარს) თავიდან აგარიდებთ.  

 

ვაშლი

 

დღეში ერთ ცალ ვაშლს თუ შეჭამთ, ამით იმუნურ სისტემას გაიძლიერებთ, რაც ალერგიისთვის შემშლელი ფაქტორი იქნება.
გააკეთეთ ხილის სალათა და დაუმატეთ ვაშლი.
თუ ვაშლი არ გიყვართ, შვრიის ფაფაში ჩახეხეთ და ისე მიირთვით. 

 

 

კურკუმა

 

ის ძლიერი ანტიოქსიდანტია. ალერგენების წინააღმდეგ ეფექტურად მუშაობს.
აიღეთ 1სკ კურკუმას ფხვნილი და გახსენით ცხელ რძეში, მიირთვით დღეში ერთხელ. კურკუმას გამოყენება კერძებშიც შეგიძლიათ.

 

 

ნიორი

 

შემოდგომა-გაზაფხულის სეზონზე ექიმთან ვიზიტს თავს აარიდებთ, თუ დღეში 2-3 კბილ ნიორს მიირთმევთ.

 

 

ორაგული

 

ომეგა-3-ით მდიდარი თევზი თავისი შემადგენლობით ებრძვის ალერგენებს; უკვე არსებულის დროს კი შეგიმცირებთ მის სიმპტომებს. მიირთვით ყოველკვირეულად.

 

 

მწვანე ჩაი

 

სასურველი შედეგისთვის დალიეთ თბილი ჩაი დღეში ორჯერ. თუ თაფლსა და ლიმონზე ალერგია არ გაქვთ, ისინიც დაუმატეთ. ეს სამი პროდუქტი ერთად თქვენს იმუნიტეტს სამმაგად გააძლიერებს.

 

 

ჯანჯაფილი

 

ის შესანიშნავი ანტიალერგიული საშუალებაა და ხშირად წამლებზე უკეთესი შედეგიც მოაქვს.

 

 

რჩევები

 

თუ გაწუხებთ ალერგია გირჩევთ მოერიდოთ ცხელი და ცხარე კერძების მიღებას, თამბაქოს და იკვებოთ დიეტურად.

მოერიდეთ შემდეგ საკვებს:


•    ყველი
•    ღვინო
•    თხილეული
•    ხორცი
•    კვერცხი
•    ღორის ხორცი
•    კომბოსტოს მწნილი
•    ციტრუსი
•    თხილეული
•    მარწვი და ანანასი