თუ ზაფხულში კონსერვები მოამზადეთ, აუცილებლად წაიკითხეთ ეს სტატია!
დაკონსერვებული საკვების გემოსა და თვისებების შესანახად და შესანარჩუნებლად მნიშვნელოვანია ტემპერატურის უცვლელობა, რადგან ეს მნიშვნელოვნად მოქმედებს პროდუქტის თვისებებზე. მომატებულ ტემპერატურაზე მურაბას, კომპოტის მსგავსად, შეიძლება გემო შეეცვალოს.
თუ ყინავთ კონსერვს, მაშინ გაითვალისწინეთ: საკვები, შაქრის დაბალი შემცველობით შეიძლება გაყინოთ მინუს 2-3 გრადუსზე, ის კონსერვები, რომელიც შეიცავს ბევრ შაქარს, გაყინეთ მინუს 5-6 გრადუსზე. ხოლო მარმელადები და ჯემი - მინუს 30 ° ტემპერატურაზე. ხილისა და კენკრის პიურე გაყინვის შემდეგ პრაქტიკულად არ იცვლება.
ყველა წესის შესაბამისად მომზადებულ კომპოტებს, მარინადებსა და კონსერვებს აქვთ შენახვის გარკვეული ვადა. ტემპერატურა უნდა მერყეობდეს 0-დან 20 ° - მდე, ხოლო ოთახი სადაც შეიახავთ, უნდა იყოს მშრალი და ბნელი.
დაკონსერვებული საკვები ძალიან კარგად ინახება სარდაფში.
მარინადები არ უნდა დარჩეს ნულს ქვემოთ ტემპერატურაზე - ტემპერატურის შეცვლის შემთხვევაში შეიძლება მინა დაზიანდეს. ასევე არსებობს რისკი, რომ მარინადების გემო და ტექსტურა შეიცვალოს.
სახლში მომზადებული ყველა კონსერვი შეიძლება დაიყოს რამდენიმე ტიპად, დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ დაამუშავებთ მათ. ყველას სჭირდება შენახვის ინდივიდუალური ტემპერატურა, ტენიანობა, სინათლე.
ყველა თერმულად დამუშავებული ბოსტნეული და ხილი ინახება ოთახის ტემპერატურაზე (დაახლოებით 20 ° გრადუსზე). ოთახში ტენიანობა არ უნდა აღემატებოდეს 75% -ს.
ამ კონსერვთა სიაში შედის ლეჩო, პომიდორი საკუთარ წვენში, ყაბაყის ხიზილალა, ჩაშუშული ბოსტნეული.
ყველაფერს, რაც დადუღებული იყო ან დამარილებული: კომბოსტო, კიტრი, პომიდორი, ვაშლი, საზამთრო – სჭირდება დაბალი ტემპერატურა 0 ° С- დან 4 ° С- მდე. ასევე, სასურველია, დაიცვათ ისინი მზის პირდაპირი სხივებისგან, ამიტომ საუკეთესო სათავსო არის მაცივარი ან სარდაფი.
სოკოსა და ხორცის კონსერვები ინახება 3 ° – 8 ° გრადუს ტემპერატურამდე.
ჟოლოს და მარწყვის კომპოტების შენახვა არ არის რეკომენდირებული ორ წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში. ის კარგავს თავდაპირველ სახეს - კენკრამ შეიძლება დაკარგოს ფერი და გემო.
მოარიდეთ კონსერვი მზის პირდაპირ სხივებს, რადგან პროდუქტი შეიცვლის ფერს და ვიტამინები განადგურდება. ეს, ასევე, უარყოფითად იმოქმედებს გემოზე.
წვენების შენახვის ყველაზე ხელსაყრელი ტემპერატურა შეიძლება ჩაითვალოს 0-12°. რბილობიანი წვენები უნდა შეინახოთ არაუმეტეს 2 ° ტემპერატურაზე, შენახვის პერიოდში სასურველია ერთიანი ტემპერატურის შენარჩუნება.
რატომ ფუჭდება კონსერვი?
1. არ არის დაცული კონსერვის ძირითადი პირობები - დარღვეულია ჭურჭლისა და ხელსაწყოების მოსამზადებელი სანიტარული პირობები.
2. არ არის კენკრა ან ხილი საფუძვლიანად დამუშავებული.
3. გამოყენებულია დაბალი ხარისხის პროდუქტი.
4. დარღვეულია ტემპერატურის ერთგვაროვანება.
5. წვენები არ ინახება ბნელ ოთახში, ხოლო ტემპერატურა არის 12 გრადუსზე მეტი.
6. არ არის თავსახური მჭიდროდ მორგებული.
ოთახის ტემპერატურაზე წვენების შენახვა შესაძლებელია ექვსი თვის განმავლობაში, მათი სასარგებლო თვისებების დაკარგვის გარეშე.