კრემი მორთვის შემდეგ მყარი რომ იყოს და ფიგურები არ დაიშალოს... - 1 მარტივი ხრიკი გამოცდილი დიასახლისისგან
კრემი მორთვის შემდეგ მყარი რომ იყოს და ფიგურები არ დაიშალოს... - 1 მარტივი ხრიკი გამოცდილი დიასახლისისგან

კრემი ბევრნაირი არსებობს და ყველა მათგანი კონკრეტული მიზნით, კონკრეტულ დესერტში გამოიყენება. სხვაა კრემი, რომელსაც ფირფიტებს შორის ვიყენებთ და სხვა - კრემი, რომელსაც დეკორატიული დანიშნულება აქვს. სწორედ ამ უკანასკნელის შესახებ იკითხა Gemrielia.ge-ის ჯგუფში ერთ-ერთმა მკითხველმა. ჯგუფის წევრს ისეთი კრემის რეცეპტი სჭირდებოდა, ძალიან მყარი რომ იქნებოდა და მორთვის შემდეგ არ ჩამოიღვენთებოდა.

 

გთავაზობთ ლალი ცენტერაძის რჩევას, რომელიც ჩვენი ჯგუფის წევრებს გაუზიარა:

 

იმისათვის, რომ კრემი მორთვის შემდეგ მყარი იყოს და ფიგურები არ დაიშალოს, ფაფაში 1 ლიტრზე 1ჭ.ფქვილის ნაცვლად, დაუმატეთ ერთნახევარი ჭიქა ფქვილი. ფაფა უფრო სქელი გამოვა და მორთვისას არ დაგეშლებათ. 1ლ რძე+ჭიქანახევარი ფქვილი+(ფაფის გაცივების შემდეგ)250 გრ. კარგად ათქვეფილი კარაქი + ვანილი.
 

მასალის გამოყენების პირობები
18 სექტემბერი, 2020 11:41 a.m.
ნანახია: 287