მითები საუზმის შესახებ - Gemrielia.ge

მითები საუზმის შესახებ

აი, მაგალითად, ციტრუსის წვენი საუზმეზე სულაც არაა ისეთი სასარგებლო, როგორც ბევრი მიიჩნევს. მაღალი მჟავიანობის გამო, მისი უზმოზე მიღება კუჭს აღიზიანებს, კბილის ემალსაც აზიანებს. მისი მირთმევა ყოველთვის საუზმის შემდეგ აჯობებს.

იოგურტები განსაკუთრებული ბაქტერიებით, რომელიც დაგანაყრებთ და იმუნიტეტსაც აგიმაღლებთ, მხოლოდ რეკლამაა და მეტი არაფერი. სინამდვილეში, სასარგებლო მხოლოდ ის იოგურტია, რომლის ვადაც 4-5 დღეა და არა პლასტიკის კოლოფებში თვეობით შენახული პროდუქტი.

მიუსლი, მწარმოებლების მტკიცებით, შესანიშნავი საუზმეა. მაგრამ მისი დამუშავების მეთოდები შორსაა ჯანსაღი კვების პრინციპებისგან. დამუშავების დროს მარცვლეულის ფანტელები სასარგებლო ელემენტების ნაწილს კარგავს, მასში შემავალი ხილიც, მკვეთრი და მადისაღმძვრელი ფერის შესანარჩუნებლად უამრავ ინდუსტრიულ მანიპულაციას გადის..
ამას გარდა, ზოგიერთი მწარმოებლის მიუსლი საკმაოდ დიდი რაოდენობით უსარგებლო ცხიმებს შეიცავს.
საუზმეზე ცოტაოდენი ცხიმი სასარგებლოა. ამის კარგი წყაროა ნაკლებად მარილიანი ყველის ორიოდე ნაჭერი, რომელიც ცხიმთან ერთად ცილის დოზასაც მიაწვდის ორგანიზმს.

საერთოდ, საუზმე ყველამ თავისი შესაძლებლობისა და გემოვნების მიხედვით უნდა შეადგინოს. სწორი რაციონის შერჩევა ძნელი სულაც არ არის.

აი, რამდენიმე იდეაც:

შვრიის ფაფა ხილით, ტოსტები კარაქით და ყველით, შავი ყავა.
ლავაში ქათმის ხორცით და პამიდვრით, რძის კოქტეილი ხილით.
ხაჭო ვაშლით და მწვანე ჩაი.
ომლეტი კამით და ყველით, ყავა დარიჩინით
წიწიბურა ბოსტნეულით , შავი ჩაი ლიმონით.

ეს სია კიდევ შეიძლება გაგრძელდეს. თქვენი გადასაწყვეტია, როგორი იქნება დილის რაციონი, მთავარია მან სარგებელი მოგიტანოთ, განწყობა აგიმაღლოთ და ენერგიით აგავსოთ.

თქვენ რა მიირთვით დღეს საუზმედ?