ხურმის დიეტა -5კგ 5 დღეში - კარგავთ კილოგრამებს და იუმჯობესებთ ჯანმრთელობას - Gemrielia.ge

ხურმის დიეტა -5კგ 5 დღეში - კარგავთ კილოგრამებს და იუმჯობესებთ ჯანმრთელობას

შემოდგომა დიეტის დასაწყებად მშვენიერი დროა, რადგან ამ პერიოდში დიდი რაოდენობით ცოცხალი ხილი და ბოსტნეულია. დიეტოლოგები შემოდგომის ნობათიდან განსაკუთრებით განოყოფენ ხურმას, როგორც ვიტამინების ბომბსა და დაკლებისთვის ხელისშემწყობ საშუალებას.

 

რით არის სასარგებლო ხურმა?


პირველ რიგში სწორედ ის სიმწკლარტე, რომელიც ასე არ მოგვწონს, გამოწვეულია ტანინებით, რომელსაც ეს ხილი საკმაოდ შეიცავს და რომელიც იცავს ნაწლავებს მრავალი დაავადებისგან. დიდი რაოდენობით გლუკოზა და ფრუქტოზა, მართალია დიაბეტით დაავადებულებისთვის ამ ხილს სასურველს არ ხდის, სამაგიეროდ ჯანმრთელი ადამიანებისთვის 2-3 ცალი ხურმის მიღება სრულიად საკმარისია შიმშილის მოსაკლავად. 

 

უნდა აღინიშნოს, რომ ხურმა დიდი რაოდენობით B, C და PP ვიტამინების წყაროა. გარდა ამისა, ხურმა შეიცავს ბევრ მიკროელემენტს: მაგნიუმს, ნატრიუმს, კალიუმს, კალციუმს, რკინას, ფოსფორს.

 

 

ხურმის შემადგენლობაში შედის:

•    წყალი;
•    ტანინები;
•    ცილები;
•    ნახშირწყლები;
•    ორგანული მჟავები;
•    ვაშლი და ლიმონმჟავები;
•    გლუკოზა და ფრუქტოზა;
•    კალიუმი;
•    მაგნიუმი;
•    კალციუმი;
•    სპილენძი;
•    ნატრიუმი;
•    იოდი;
•    რკინა;
•    ვიტამინები A, B1, B2, C, H, PP და ა.შ.


იგი შეიცავს უამრავ ბეტა-კაროტინს, ანტიოქსიდანტებს და ბიოფლავონოიდებს.

100 გრ რბილობი მოიცავს:


1.    შაქარი - 25%;


2.    ცილა - 1,5%;


3.    ცხიმი - 0,85%;


4.    ვიტამინი ჩ - 55%.


კვების ღირებულება - 62 კკალ.

 

 

რამდენად კარგია ხურმა წონის დაკლებისთვის?

 

ხურმა წონის დაკლებისთვის, უპირველეს ყოვლისა, კარგია, რადგან ის ერთ – ერთი დიეტური პროდუქტია. ხურმა ჯანმრთელობის გაუმჯობესებას უწყობს ხელს, განსაკუთრებით გულსისხლძარღვთა დაავადებების და ათეროსკლეროზის დროს.

ხურმას სხეულისთვის დიდი სარგებელი მოაქვს შემდეგ შემთხვევებში:


•    ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების არსებობისას;


•    კუჭ-ნაწლავის დარღვევების დროს;


•    როგორც პროფილაქტიკური საშუალება გულისა და სისხლძარღვების სხვადასხვა დაავადებების დროს (გულის შეტევა, ინსულტი, ჰიპერტენზია, ათეროსკლეროზი, თრომბოზი, გულის იშემიური დაავადება, არითმიები, გულის რითმის დარღვევები და ა.შ.);


•    გინეკოლოგიური დაავადებების დროს;


•    თუ გაქვთ ხედვის პრობლემები;

 


უკუჩვენებები:

 


ხურმის ერთადერთი უკუჩვენებაა ის, რომ მოუმწიფებელ მდგომარეობაში, ეს ხილი დიდი რაოდენობით ტანინს შეიცავს, ამიტომ, ასეთი ხილის მიღება არ შეიძლება მათთვის, ვისაც კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული აწუხებს. ასევე, მოუმწიფებელი ხილის მიღება არ არის რეკომენდებული ნაწლავებზე და კუჭზე ოპერაციების შემდეგ.

 

ამას გარდა, ხილში შაქრის მაღალი შემცველობის გამო, ხურმამ უკუჩვენება შეიძლება გამოიწვიოს 1 ტიპის შაქრიანი დიაბეტის მქონეთათვის.

 

როგორ დავიცვათ ხურმის დიეტა?

 


ხურმის დიეტა განსაკუთრებით მათ მოეწონებათ, ვისაც ტკბილეულზე უარის თქმა არ შეუძლია. ეს ტკბილი და გემრიელი ხილი დიეტასთან დაკავშირებულ სირთულეებს მარტივად გადაგატანინებთ. დიეტის დროს კარგად დამწიფებული ნაყოფი შეარჩიეთ.

 

დიეტა #1


ამ დიეტის დროს დასაშვებია არა მხოლოდ ხურმის, არამედ სხვა საკვების მიღებაც. მნიშვნელოვანი პირობაა ხურმის ჭამა 14.00 საათამდე, ვინაიდან მისი შაქრის შემცველობა წონის მატებას უწყობს ხელს, თუ მას არასწორ დროს მიირთმევენ, განსაკუთრებით სხვა კერძებთან ერთად.


3-დღიანი დიეტა:

 


1.    საუზმეზე რეკომენდებულია საშუალო ზომის 1-2 ცალი მწიფე ხურმის ჭამა;

2.    ლანჩზე - ერთი კვერცხი და 200 გრ უცხიმო ხაჭო;

3.    სადილის დროს - არაუმეტეს 200 გრ ორთქლზე მოხარშული ბოსტნეული. სასმელიდან შეიძლება წყლის ან/და მწვანე ჩაის დალევა.

 

 

დიეტა #2

 

1.    საუზმეზე მოხარშული ქათმის მკერდი (დაახლოებით, 100გ), ახალი კიტრი ან კიტრი და პომიდვრის სალათი მცენარეული ზეთით. შეგიძლიათ დალიოთ ფინჯანი ყავა შაქრის გარეშე;

2.    ლანჩზე შეგიძლიათ მიირთვათ ცოტაოდენი წვნიანი (ბოსტნეულის), 150 გრ ჭვავის პური და პატარა ქილა უცხიმო იოგურტი;

3.    ვახშამზე - 2-3 მწიფე ხურმა.

 

წესები "ხურმის" დიეტისთვის:

 

•    შეამცირეთ საკვების კალორიულობა და თავი დაანებეთ ყველაფერს, რაც "მავნე საკვების" კატეგორიასმ იეკუთვნება;

•    სასმელებიდან დასაშვებია მხოლოდ მწვანე ჩაი და წყალი, ყველაფერი დანარჩენი აკრძალულია;

•    ვახშამი არაუგვიანეს 22:00 საათისა;

•    რძის პროდუქტებიდან (ხაჭო, იოგურტი) შეარჩიეთ დაბალცხიმიანი პროდუქტები.