„სწრაფად ფუჭდება, კარგავს გემოსა და არომატს“ – 3 პროდუქტი, რომლებიც არ უნდა გარეცხოთ - Gemrielia.ge

„სწრაფად ფუჭდება, კარგავს გემოსა და არომატს“ – 3 პროდუქტი, რომლებიც არ უნდა გარეცხოთ

კვების ტექნოლოგები გამოყოფენ რამდენიმე პროდუქტს, რომელთა გარეცხვაც არ შეიძლება.

 

ხორცი

 

ჩატარდა კვლევა, რომლის მიხედვითაც დადასტურდა რომ ხორცის გარეცხვისას მავნე ბაქტერიები არ კვდება - ამის ნაცვლად, ისინი ვრცელდებიან სამზარეულოში წყლის წვეთებით, სუფთა ჭურჭელში ან საკვებში და ამით საფრთხეს უქმნიან თქვენს ჯანმრთელობას.

 

ამერიკელი მეცნიერების კვლევის თანახმად, შემთხვევათა 25%-ში ადამიანები, რომლებიც რეცხავდნენ ფრინველის ხორცს მომზადებამდე, დაუდგინდათ მწვავე ნაწლავის ინფექცია.

 

ფრინველის ხორცში მავნე ბაქტერია შეიძლება განადგურდეს მხოლოდ ხანგრძლივი თერმული დამუშავებით, რომლის დროსაც პროდუქტის შიდა ტემპერატურა უნდა იყოს მინიმუმ 74 °.

 

 


კვერცხი

 

კვერცხის ნაჭუჭს აქვს ფოროვანი სტრუქტურა, რომელიც თხელი და  წყალგაუმტარია. ის იცავს კვერცხის გულს მიკრობების შიგნით მოხვედრასაგან. კვერცხის გარეცხვით თქვენ ამ ფუნქციის მოქმედებას ასუსტებთ.

 

 

 

სოკო

 

თუ სოკოს მაღაზიაში ყიდულობთ, მაშინ არც ის უნდა გარეცხოთ. პირველ რიგში, ისინი შეფუთულია, უკვე გაწმენდილია ჭუჭყისაგან. მეორე – წყლის გამო, ისინი კარგავენ გემოსა და არომატის მნიშვნელოვან ნაწილს. გარდა ამისა, ტენიანობის შთანთქვით სოკო შეიძლება უფრო სწრაფად გაფუჭდეს.

 

ექსპერტები გვირჩევენ სოკო ნესტიანი ქსოვილით გავწმინდოთ და თუ სოკოს თავი ძლიერ დაბინძურებულია, შეგიძლიათ მოაჭრათ ყველაზე დაზიანებული ადგილები.

 

 

 

რომელი პროდუქტების გარეცხვა არის რეკომენდებული?

 

1. თევზი;

 

2. ხილი და ბოსტნეული;

 

3. კარტოფილი. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, თუ მის შებრაწვას აპირებთ: რეცხვა მოაშორებს შაქარს და ასევე შეამცირებს აკრილამიდის წარმოქმნის რისკს, რომელიც ძლიერი კანცეროგენია. 

 

4. ბრინჯის გარეცხვა რეკომენდირებულია ზედმეტი სახამებლის მოსაშორებლად და მარცვლეულის გაფხვიერების მიზნით;

 

5. პარკოსნები –  მათი წყალში გაჟღენთვა გაათავისუფლებს პროდუქტს გაზებისაგან და მომზადების პროცესსაც გაამარტივებს.