კერძის და ღვინის შეხამება, შეფმზარეულ მიშა ავსაჯანაშვილთან ერთად - Gemrielia.ge

კერძის და ღვინის შეხამება, შეფმზარეულ მიშა ავსაჯანაშვილთან ერთად

ჩვენი ღვინის ონლაინ პლატფორმა და ღვინის ონლაინ მაღაზია Allwine.ge ახალ რუბრიკას, ღვინის და კერძის შეხამებას იწყებს. ამ რუბრიკის ფარგლებში ვეწვევით სხვადასხვა რესტორანს, გასტრო სივრცეს და ცნობილ მეღვინეებთან, სომელიეებთან, შეფმზარეულებთან და კულინარიის ექსპერტებთან ერთად, ვიმსჯელებთ ღვინისა და კერძის შეხამებაზე; ვისაუბრებთ მათ არომატებსა და გემოვნურ თვისებებზე, რაც კიდევ უფრო საინტერესოს გახდის ჩვენი მკითხველის წარმოდგენას გასტრონომიისა და ღვინის მიმართულებით.     

 

                           

 

ამ მიზნით, ერთერთ გამორჩეულ და წარმატებულ ქართველ  შეფმზარეულ მიშა ავსაჯანიშვილთან ერთად, თბილისში მდებარე ცნობილ რესტორან „ორანჟერეას“ ვეწვიეთ. პირველ დეგუსტაციაზე კი, რესტორნის მენიუში არსებული  რამდენიმე კერძი და ქართული თეთრი ღვინო შევაუღლეთ.

 

    

 

დეგუსტაციაზე გაისინჯა მეღვინეობა „ჩელთის“ წინანდალი (2018), მეღვინეობა „ჩელთის“ მუხის კასრში დავარგებული რქაწითელი (2018)  და 2019 წლის „ანემოს“ კრახუნა. ღვინოებთან ერთად დავაგემოვნეთ როგორც ქართული, ასევე ევროპული კერძები.

 

 

გიზიარებთ დეგუსტაციის შედეგებს, თუ რომელი ღვინოები შეეხამა, მასპინძელი რესტორნის მიერ წარმოდგენილ კერძებს...

 

გააგრძელეთ კითხვა...