პროდუქტის უსაფრთხოება მარკეტებში და დაცული შეფუთვები - როგორ უნდა მოვიქცეთ, რომ ინფიცირების რისკი შევამციროთ - Gemrielia.ge

პროდუქტის უსაფრთხოება მარკეტებში და დაცული შეფუთვები - როგორ უნდა მოვიქცეთ, რომ ინფიცირების რისკი შევამციროთ

კოვიდ 19-ით გამოწვეული შიშის პირველმა ტალღამ საზოგადოებას უკვე გადაურა და უსაფრთხოების ზომებიც მეტ-ნაკლებად შეასუსტა. ვირუსით ინფიცირების შემთხვევების ზრდის მიუხედავად, ხშირად შეხვდებით საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ხალხს, ვინც არასწორად ატარებს პირბადეს, არ იცავს დისტანციას და არც უსაფრთხოების სხვა წესებს აქცევს ყურადღებას. ერთ-ერთი ყველაზე ხალხმრავალი ადგილი, სადაც წესების მაქსიმალური დაცვაა საჭირო, არის მარკეტები. ამაში კი მომხმარებელს თავად მაღაზიები და მწარმოებლებიც უნდა დაეხმარონ ახალ რეკომენდაციებზე მორგებული მომსახურებისა და პროდუქციის შეთავაზებით.

 

უსაფრთხოების დაცვის კუთხით დღეს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება დაცულ შეფუთულ პროდუქციას. ზოგადად, პროდუქტი, წარმოებიდან მყიდველის სახლამდე საკმაოდ დიდ გზას გადის და მეტად მნიშვნელოვანია, რომ ამ გზის ყველა ეტაპზე ის მაქსიმალურად იყოს დაცული ზედმეტი შეხებისგან. შეფუთული პროდუქცია კი დამატებითი ხელის შეხებისგან ნამდვილად დაცულია. მომხმარებლებიც ხშირად აღნიშნავენ, რომ თუ აქამდე დიდ ყურადღებას არ აქცევდნენ ამა თუ იმ პროდუქტს შეფუთულს იყიდიდნენ თუ წონისას, დღეს ამას გადამწყვეტი მნიშვნელობას ანიჭებენ.

 

 

მიუხედავად იმისა, რომ შეფუთული პროდუქტი ბაზარზე დიდი ხანია არსებობს, მომხმარებელი აღიარებს, მოიხმარს მას, მაინც  გვხვდება ასაწონი პროდუქცია, განსაკუთრებით მზა ხორცპოდუქტების სოსისი/სარდელის კატეგორიასა და ბურღულეულში.  
საქართველოში ბევრმა კომპანიამ მსოფლიო პანდემიის დროს დაიწყო შეფუთული პროდუქტის წარმოება, თუმცა არიან კომპანიები, რომლებიც შეფუთულ პროდუქციას მოთხოვნების დაწესებამდეც სთავაზობდნენ მომხმარებელს. „ნიკორამ“  დაცული შეფუთული პროდუქციის წარმოება ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ დაიწყო და მინიმუმამდე დაიყვანა სოსისი/სარდელის კატეგორიაში  ასაწონი პროდუქციის წილი.

 

„ეს განსაკუთრებით აქტუალურია დღეს, პანდემიის პირობებში, როცა უსაფრთხოების საკითხი სასიცოცხლო მნიშვნელობას იძენს. შეფუთული პროდუქცია ჯერ კიდევ 2008 წელს შევთავაზეთ მომხმარებელს, მაგრამ ამ პერიოდისთვის მომხმარებელი მზად არ აღმოჩნდა, რომ მიეღო შეფუთული პროდუქცია. სამი წლის წინ კი, ხარისხის უმაღლესი სტანდარტების დაცვით, აქტიურად დავიწყეთ ჩვენი პროდუქციის  დაცულ ატმოსფერულ შეფუთვით გამოშვება. რატომ შეფუთული? ეს არის ევროპული სტანდარტი და გვიხარია, რომ „ნიკორა“ ფეხდაფეხ მიყვება ხარისხის მოთხოვნებს. პროდუქტი საწარმოდან დახლამდე და დახლიდან სახლებში ისე გადის გზას, რომ მასზე მაქსიმალურად შემცირებულია, როგორც ადამიანის დამატებითი, ასევე გარემო ზემოქმედება. გარდა ამისა,  დაცულ შეფუთვაში, პროდუქტი არაჩვეულებრივად ინარჩუნებს საგემოვნო თვისებებს, მარტივია წასაღებად და შესანახად.   უკანსასკნელ პერიოდში განვითარებულმა მოვლენებმა კი ყველას ნათლად დაანახა, თუ რამხელა მნიშვნელობა ენიჭება დაცულ შეფუთვას პროდუქტის უსაფრთხოების საკითხში. მომხმარებელიც ნელ-ნელა აცნობიერებს  შეფუთვის უპირატესობას, ვფიქრობთ, სულ უფრო და უფრო გაიზრდება მისი გაყიდვები და სრულად ჩაანაცვლებს ასაწონს,“  - აცხადებენ „ნიკორაში“.

 

 

აქვე გთავაზობთ რამდენიმე რჩევას, რომელსაც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია აწესებს მაღაზიაში უსაფრთხო ვაჭრობისთვის:

 

•    უპირატესობა მიანიჭეთ შეფუთულ პროდუქციას.
•    მოერიდეთ პროდუქციასა და ზედაპირებზე ზედმეტ შეხებას თუ მის ყიდვას არ აპირებთ. საჭიროების შემთხვევაში მიმართეთ მაღაზიის თანამშრომლებს.
•    მოერიდეთ ნაღდი ფულით გადახდას. თუ მაინც ვერ ახერხებთ საბანკო ანგარიშსწორებას, მაშინ თან იქონიეთ ისეთი კუპიურები, რომ ზუსტად შეძლოთ თანხის გადახდა.
•    ნუ შეხვალთ სავაჭრო ობიექტებში პირბადის გარეშე, გაიარეთ დეზოხალიჩა და დაიმუშავეთ ხელი ანტისეპტიკური საშუალებით.